• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ესპანური ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალები – „კომპანია ესპანო“ 12 წლისაა

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„კომპანია ესპანო“ დღეს უკვე ცნობილია სამარკო ნიშნით „ესპანური სახლი“. ის ქუთაისში შეიქმნა და მომხმარებელს მაღალ ხარისხსა და საუკეთესო, განსხვავებულ ესპანურ სტილს სთავაზობს. ცენტრალური შოურუმი თბილისში, დიღომში, დ. აღმაშენებლის ხეივანი №124-ში მდებარეობს. როგორც „კომპანია ესპანოს“ დირექტორი, მიხეილ გაბუნია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანიის მიზანს თავიდანვე მხოლოდ ესპანური წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური და ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება წარმოადგენდა. ჟურნალი „OK! ქუთაისი“ ამ სტატიაში „ესპანური სახლის“ შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ.

 

მიხეილ, როგორც ვიცით, კომპანია უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, რას სთავაზობთ მომხმარებელს?

„ესპანოს“ შოურუმი არის ადგილი, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ და შეიძინონ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალები: კერამიკული ფილები, კერამოგრანიტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ლამინირებული იატაკი, შემრევი ონკანები და სააბაზანოს აქსესუარები, კერამიკული სანტექნიკა, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, ძლიერი მოჭიდების მქონე ესპანური წებოცემენტის ნაირსახეობა, ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული დეკორატიული ცემენტი- ფუგას მზა ფერების არჩევანით. ასევე, ესპანური ბრენდის ტრაპები, დამატებით სარემონტო მასალები, ის, რაც საჭიროა სახლის კომფორტული და, რაც მთავარია, ხარისხიანი მოპირკეთებისთვის.

 

 

მაღალი კონკურენციის ფონზე როგორ ახერხებს კომპანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობას? რა არის „კომპანია ესპანოს“ ნიშა?

პირველ რიგში, „ესპანო“ არის ესპანური ბრენდების ექსკლუზიურად ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ყოველთვის ორიენტირებული ვართ სიახლების შეთავაზებასა და მინიმალურ სარეალიზაციო ფასებზე.

ყველა პროდუქცია დამზადებულია ესპანეთში.

12 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს რეალურ ფასად როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების მაღალი ხარისხი მიეღო. ორიგინალი ესპანური პროდუქციის მთავარი უპირატესობა, ტრენდულობასთან ერთად, გრძელვადიანი კომფორტის გარანტიაა. ვფიქრობ, კონკურენტებთან შედარებით, ჩვენი უპირატესობაც სწორედ ეს არის.

 

გვიამბეთ ბრენდებსა და ხარისხზე.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ესპანურ ბრენდებს, როგორებიცაა:

EL MOLINO, NAVARTI, CLEVER GRIFERIA, TRES GRIFERIA, FINSA-FINFLOOR, CAPA, ARCO, TUCAI, KERAKOLL, JIMTEM, EUROSHRINK. BAGLINOX, DEBANO და სხვას მწარმოებელი ბრენდების ქარხნებიდან.

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილ პროდუქციას გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება (ტესტის შედეგი: ეკოლოგიურად სუფთა, ანტიბაქტერიული და რადიაცია – 0%), რაც ოფიციალურად დადასტურებულია სათანადო სერტიფიკატებით, სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტს და სერტიფიცირებულია ISO სერტიფიკატით.

გამძლეობის გარდა, ჩვენი პროდუქციის ხარისხი დამზადების ტექნოლოგიაში გამოიხატება. მაგალითად, კერამიკული ფილებისა და კერამოგრანიტის ზედაპირი არის პირველი ხარისხის, ფაიფურის მინანქრით დამზადებული, რაც უსაფრთხოების სრული გარანტიაა შიდა სივრცეში გამოსაყენებლად. შემრევი ონკანის შიდა ნაწილები, რომლებიც წყალთანაა შეხებაში, არის ეკოლოგიურად სუფთა, ტყვიისგან თავისუფალი მასალისგან დამზადებული, რათა წყლის მძიმე მეტალებით დაბინძურება არ გამოიწვიოს. გავლილი აქვს მკაცრი ხარისხის კონტროლი. მექანიზმსა და ონკანის კორპუსზე ვრცელდება 5-წლიანი ქარხნული გარანტია.

 

როგორია გარემო, რომელიც ადგილზე მოსულ მომხმარებელს ხვდება?

ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ მასალების მახასიათებლებს, მწარმოებელ ბრენდებს, მათი ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში გამოყენების სპეციფიკას და მიიღონ რეკომენდაციები, რომელიც რემონტისას დაეხმარებათ. ასევე, შეუძლიათ გაეცნონ წლის სიახლეებს, ჩვენს გუნდთან ერთად დაგეგმონ და შეიძინონ მათთვის საჭირო სარემონტო მასალები ფასდაკლებით.

 

გვესაუბრეთ „ესპანოს“ გუნდის შესახებ.

„ესპანოს“ 12 წელია ერთგული, შრომისმოყვარე, ღირსეული პროფესიონალების გუნდი ქმნის. ჩვენი გუნდი გამოირჩევა მომხმარებლისადმი გულისხმიერი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ, რასაც მუდმივად ვახორციელებთ. ევროპული დონის კონსულტაციის გაწევა იმისთვის, რომ მომხმარებელმა სწორი არჩევანი გააკეთოს, მისი გემოვნებისა და ხარისხის გათვალისწინებით. ესპანური სახლის პროფესიონალების გუნდი თქვენი საიმედო პარტნიორია ექსკლუზიური ესპანური კერამიკის ფერად სამყაროში.

 

 

რას იტყვით ქუთაისელ მომხმარებელზე?

გამორჩეული, გემოვნებიანი და საინტერესო მომხმარებელი გვყავს, რაზეც მოწმობს წარმატებით განხორციელებული არაერთი მსხვილი პროექტი – ქალაქში საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, რესტორნები, დარბაზები, ოფისები და საწარმოები.

მინდა აღვნიშნო, მოგვმართავს არამარტო ქალაქის, არამედ დასავლეთ საქართველოს არაერთი მომხმარებელი. ვცდილობთ, ყველას მოთხოვნები და სურვილები დავაკმაყოფილოთ, რაც ვფიქრობ, წარმატებით გამოგვდის. მადლობა მათ ნდობისა და ერთგულად თანამშრომლობისთვის.

 

როგორია „ესპანოს“ სამომავლო გეგმები?

ჩვენი გუნდი მუდმივად ესწრება ესპანეთში გამართულ კერამიკის გამოფენას და ჩვენს მომხმარებელს მაშინვე სთავაზობს წარმოდგენილ სიახლეებს. წელს უკვე დაგვემატა ახალი ბრენდი სანტექნიკის მიმართულებით: SANITANA და შემრევი ონკანების ბრენდი: TRES GRIFERIA, რაც ჩვენს მომხმარებელს მეტი ფერის არჩევანის საშუალებას აძლევს. ეს მუდმივი პროცესია, ჩვენი უახლესი გეგმებიც ეს არის. გაფართოება, როგორც კერამიკისა და ლამინატის, ასევე სანტექნიკის მიმართულებით. ჩვენი მიზანი უცლელია – მუდმივი განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციების შეთავაზება კარგ ფასად, ხარისხით შედეგის უზრუნველყოფა. ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ხარისხის გარანტია.

 

ქ. ქუთაისი ირ. აბაშიძის გამზ #21ა

www.espano.ge

ტელ: 598 80 80 80

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა
ინტერვიუ

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

March 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

November 22, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული  გზამკვლევი ერთ წიგნში

#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული გზამკვლევი ერთ წიგნში

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები