• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„წარმოიდგინეთ, გეძახის, მოდი ჩემთან, მე გემეგობრებიო. როცა ვახერხებ, ფეხით ვსეირნობ საყვარელ ქალაქში“, – მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება.

მსახიობი ონისე ონიანი ქუთაისიდანაა. წლების წინ სკოლა ამ ქალაქში დაამთავრა, სამსახიობო კარიერაც პირველად ქუთაისიდან დაიწყო. არაერთ ისტორიას იხსენებს ბავშვობიდან და საინტერესო როლების შესახებ გვიყვება.

 

ბავშვობის წლებზე მოგვიყევით.

ბავშვობა თავისუფალი და ლაღი იყო. სიცელქითა და მოუსვენრობით გამოვირჩეოდი, რის გამოც დედა ძალიან შეწუხებული იყო. მამა იმდენად ვერ იგებდა, თვითონ სახლში რომ ბრუნდებოდა, მეც შინ ვიყავი იმ საათებში. მდინარეზეც კი ვიპარებოდი. ხშირად ვიყავი რაჭაში. ერთხელაც, თურმე მამამ ვერ მოისვენა, ბავშვს უნდა დავხედოო და რაჭაში ჩემთან წამოვიდა. მოხდა ისე, რომ ბიჭებთან ერთად ვჭიდაობდი და შედეგად ხელი მომტყდა. მაშინ ათი წლის თუ ვიქნებოდი. მერე ხშირად მეუბნებოდა, ამიტომ ვერ მოვისვენეო. ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ნორმალურად ვსწავლობდი. „შატალოებსაც“ კარგად ვაწყობდი. მერე, მშობელთა კრებაზე დედას საყვედურს რომ ეუბნებოდნენ, მეც იქვე ვისმენდი. ზოგადად, აქტიური და ცელქი ბავშვი ვიყავი. ვმონაწილეობდი სასკოლო ღონისძიებებში. რამდენიმე კლასელთან ურთიერთობა დღემდე მაქვს.

 

 

ქუთაისი და თქვენი შეგრძნებები.

ქუთაისი ჩემთვის ბედნიერებისა და სიამაყის შეგრძნების ქალაქია. ამ ქალაქმა მომცა მიზანდასახულობა, იუმორი, ასევე ის, რაც სწორ გზაზე დადგომისას არის აუცილებელი. ასევე, პროფესიის არჩევის შესაძლებლობა. გარვეული პერიოდი მესხიშვილის თეატრში ვიყავი. ჩემი სცენასთან შეხვედრა სწორედ აქ დაიწყო ადრე, დიდი ხნის წინათ. რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე. ვიყავი საოცარ გარემოში, კარგ მსახიობებთან. თითქოს ახლაც ის სურნელი ტრიალებს, რაც მაშინ. წარსულში მაბრუნებს მესხიშვილის თატრში ყოველი გასტროლი. ჩემთვის გამორჩეული მსახიობები ანზორ ხერხაძე, ალექსანდრე ჩიქვინიძე, ერემო სვანაძე, ევა ხუტუნაშვილი იყვნენ. უამრავი გამორჩეული და წამყვანი არტისტის გარემოცვაში ვიყავი. ჩემი სცენასთან შეხვედრა ძალიან ადრე მოხდა, ეს იყო მესხიშვილის თეატრში, სადაც რამდენიმე ეპიზოდურ როლში ვითამაშე. იმ პერიოდისთვის ამ პროფესიაზე ვაბარებდი. მას შემდეგ თბილისში, თეატრალურ უნივერსიტეტში გაგრძელდა ჩემი სტუდენტობა და მარჯანიშვილის თატრში შევდგი ფეხი, უამრავი საინტერესო როლით. აქვე შევეხები იმ ფაქტს, როცა დამწყები ხარ და საპრემიერო სამზადისია, გგონია, რომ ყველაზე მაგარი ხარ. იცით? უკან რომ მოიხედავ და პირველ სპექტაკლს დაინახავ, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ იმ დროს სიხარულისა და ბედნიერების მომენტი იყო. შენს თავს სასწაულები ხდება და ფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი ხარ. დღესაც ამ თეატრის მსახიობი ვარ, ასევე ტელეწამყვანი და ერთ-ერთ სკოლაში სასცენო ხელოვნებას ვასწავლი.

 

გვირილობის დღესასწაულზე რას გვეტყვით?

პირველ რიგში, გვირილობა მშვენიერების დღესასწაულია. მუხნარის ტყეში ორმაისობა ხშირად აღინიშნებოდა და ეს განწყობა გრძელდება. რამდენჯერმე მომიწია გვირილობას ქუთაისში ყოფნამ, გაზაფხულია, სიფერადე სურნელოვანი. ასეთი დღეები გამორჩეულს ხდის ჩვენს ცხოვრებას. ქუთაისში სახლი არ გვაქვს. იშვიათად, ნათესავებთან ჩავდივარ. ასევე საგასტროლო სპექტაკლით ან ზაფხულის პერიოდში. ხშირად სტუმრობა ვერ მიხერხდება. ბოლო პერიოდში ქალაქი ძალიან მომწონს, ხედებით და სილამაზით კიდევ უფრო დამშვენდა. ცენტრალური მოედანი, ბულვარი, თეატრი, საოცარი სამყაროა, მნიშვნელოვანი განლაგებით. წარმოიდგინეთ, გეძახის, მოდი ჩემთან და მე გემეგობრებიო. როცა ვახერხებ, ფეხით ვსეირნობ საყვარელ ქალაქში.

 

გვიამბეთ სამსახიობო საქმიანობისა და როლების შესახებ.

1993 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. 60-მდე როლი შემისრულებია. საკმაოდ კარგი დრამატურგების დაწერილ პიესებში წარმატებული როლები მქონდა. დასამახსოვრებელია მაყურებლის სიხარულით სავსე ტაში. წლების წინ რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი „თაგვი“, ჩვეულებრივი იუმორით გაჯერებული იყო. 7 როლს ვასრულებდი, ანუ სხვადასხვა ადამიანს. წარმოიდგინეთ, ყველა მცნობდა, ფრაზებს მესროდნენ. ჩემთვის ეს უცნაური შეგრძნება იყო. აქდან წამოვიდა ჩემი ცნობადობა. შემდეგ პარალელურად „სამეფო უბნის“, „კინომსახიობთა თეატრიც“. დაიწყო მნიშვნელოვანი აღმასვლის წლები. სცენა არ დამიტოვებია, სადაც არ მითამაშია. ბევრი სცენის პარტნიორიც მყავდა.

 

 

საოცნებო როლი თუ გაქვთ?

ვფიქრობ, მსახიობისთვის ერთი კონკრეტული საოცნებო როლი არ არსებობს. ელოდება და თვითონაც არ იცის, რომელია. წარმოიდგინეთ, სადღაც შორს ხედავს და უნდა, რომ მიაღწიოს.

 

ონისე ონიანის ერთი ჩვეულებრივი დღე…

დილით ადრე ვდგები, მივდივარ ტელევიზიაში. ნინო არაზაშვილთნ ერთად გადაცემა მიმყავს. შემდეგ სკოლაში, პედაგოგიური კუთხით, შემდეგ რეპეტიცია თეატრში. ასევე, სხვადასხვა დაგეგმილი შეხვედრა. ძალიან გვიან მიწევს შინ დაბრუნება. ხანდახან რამდენიმე რეპეტიციაც კი მაქვს. მომწონს დატვირთული ყოველდღიურობა. თეატრის გარეშე არ შემიძლია, არც მღლის.

 

რას ეტყვით მკითხველს?

პირველ რიგში, ეს ჟურნალი ძალიან მიყვარს. მკითხველს ვეტყვი, იყავით ლაღები, ბედნიერები, სიხარულში გაჯერებული ცხოვრებით იცხოვრეთ.

 

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან
Slider Area

OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

December 5, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორგანიზაციული სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები  ინტერვიუ მაკო ბუჯიაშვილთან

#OK! ორგანიზაციული სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები ინტერვიუ მაკო ბუჯიაშვილთან

December 23, 2024
#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

#OK! ქალი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში

March 1, 2022
#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! დუა ლიპა და ანვარ ჰადიდი ერთმანეთს დაშორდნენ

December 21, 2021
#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე

#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე

August 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

December 8, 2025
#OK! HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

#OK! HBO-მ თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

December 8, 2025
#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა

December 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები