• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – მოქშა ფეიქარი

May 10, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

საქართველოდან 19 წლისა წავიდა და უკან დაბრუნებას არც აპირებდა. ერთმა შეხვედრამ მისი ცხოვრება და გერმანიაში წარმატებული კარიერა თავდაყირა დააყენა. ყველაფერი ბერტ ჰელონგერთან სისტემური განლაგების ვორქშოპით დაიწყო – ჯერ გაიგო, რომ ნაშვილები იყო, მერე ბიოლოგიური მშობლები და და იპოვა, სისტემური განლაგებით დაინტერესდა და თვითშემეცნების და განვითარების დაუსრულებელ მორევში შეცურა. ახლა უკვე იმ ეტაპზეა, რომ სისტემური განლაგების მეთოდოლოგიას სხვებსაც ასწავლის.

 

 

მოქშა ფეიქარი: ვცხოვრობდი გერმანიაში, მყავდა პარტნიორი, მეგობრები, მქონდა წარმატებული კარიერა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი რაღაც დაუკმაყოფილებლობას, დანაკლისს. არც შემეძლო სიტყვებით ამეხსნა, რა მაკლდა. ბერტ ჰელინგერის სისტემური განლაგების შესახებ მქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე თუ ამ მეთოდით დავინტერესდებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი. ჰელინგერთან მოვხვდი განლაგებაზე, მერე ინტერვიუ ჩავწერე მასთან, ვისაუბრეთ საქართველოზეც. მაშინ მითხრა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი გქონდეს შენს სამშობლოსთან. როცა ეს კავშირი არ გაქვს, თითქოს ძალას კარგავ. ქვეყნის ბედის შექმნაში შენი წვლილი უნდა შეიტანოო. ეს იმ დროს ჩემთვის იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები და ასე თუ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, ნამდვილად არ მეგონა. ამ შეხვედრიდან 2 კვირაში გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. ამან ამოატრიალა მთელი ჩემი ცხოვრება. თურმე სულ სხვა ბიოგრაფია მაქვს, ვიდრე წარმომედგინა. მერე თითქოს ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – გავიცანი დედა, და მყოლია. ბიოლოგიური მამა ისრაელში ცხოვრობს – ორი ნახევარდა მყავს იქ. ბიოლოგიური მშობლები გარდაცვლილები არიან უკვე, მაგრამ მოვასწარი მათი გაცნობა. გამიმართლა ამ მხრივ. 19 წლის ვიყავი, როცა გამზრდელი მშობლები გარდაიცვალნენ და მაშინ დავტოვე ქვეყანა. ფაქტობრივად, საქართველოსთან ამ დროს გავწყვიტე კავშირი. წასვლით თითქოს რაღაც დავასრულე, არც ვაპირებდი ჩამოსვლას, თითქოს ეს ჩემი წინა ცხოვრება იყო. კავშირი კი არ უნდა გაწყვიტო – თურმე დედა გყავს აქ, და გყავს.

ეს იყო თრიგერი, დავინტერესდი – რაღაც ისეთი ხდება, რის მიმღებლობა მე შეიძლება არ მაქვს, მაგრამ ეს სიმართლეა და დავიწყე გამოკვლევა, ეს როგორ მუშაობს. არ შეიძლება ეს შემთხვევითი ყოფილიყო. მაშინ 36 წლის ვიყავი.

სისტემური განლაგება

როცა ადამიანი განლაგებაზე ხვდება, ის თავისი განცდიდან გამომდინარე ხვდება, ეს რაც არის. ეს არც კლასიკური ფსიქოლოგიაა და ვერც სპირიტუალიზმს დაარქმევ – ძალიან დელიკატური შუალედი უჭირავს. წლები დამჭირდა ამის ფუნდამენტურად შესასწავლად. სანამ მგრძნობელობა არ გაქვს, სანამ რეზონანსი არ შეგიძლია კლიენტთან, სანამ ველთან სინქრონს არ გრძნობ, სანამ შენი იდეები და ინტერპრეტაციები არ გაგაჩნია, მანამდე თითქმის შეუძლებელია ამის კეთება. ეს ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიაა ჩემთვის. თუ ცხელი კერძი არ გაქვს ნაჭამი, დესერტის გემოს ვერ გაიგებ. ამიტომ საკუთარ თავზე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, შინაგანი მზაობა უნდა გქონდეს, რომ კარგად გაიგო ადამიანმა, ეს როგორ ფუნქციონირებს.

გერმანიაში წარმატებული კარიერა მქონდა და არც ვაპირებდი რამის შეცვლას. განლაგებების შესწავლა და პრაქტიკები რომ დავიწყე, მივხვდი, რომ იმ სფეროში, სადაც მანამდე ვმუშაობდი, მაკლდა კრეატიულობა და ემპათია. განლაგება არაა მხოლოდ ოჯახური თერაპია, არც მხოლოდ ფსიქოლოგია – ეს არის იარაღი, რომელიც შეიძლება ბევრ სფეროში გამოიყენო. რაც მეტი დრო გადის, მით მეტი სფერო ინტერესდება ამ მეთოდოლოგიით.

არ იყო იოლი, ყველაფერზე უარი მეთქვა და ამ სფეროში გადავსულიყავი. რამდენიმე განლაგება გავაკეთე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. განლაგება გეხმარება ბევრი რამის ცხადად დანახვაში. ეს არის ზუმაუთი – საკითხის კომპონენტებს და მათ დინამიკას გაჩვენებს. ეს ძალიან გეხმარება სიცხადეში. ორგანიზაციებშიც ამიტომ მიმართავენ განლაგებას. 5 წუთში შეიძლება განლაგებით ისეთი რამე დაინახო, რომელსაც ანალიზით ვერასოდეს დაინახავდი. განლაგება პროცესს აჩქარებს, კვლევებით დადგენილია, რომ ახალი ნეირონების წარმოქმნას სჭირდება 60-90 დღე და 2 წელია საჭირო ინტეგრირებისთვის. ძალიან ინტენსიური პროცესია.

თავიდან მინდოდა, რომ ორივე სფეროში ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა. ყველაზე დიდი კრეატიულობა ადამიანის მეტამორფოზაა. როდესაც რეალურ ცვლილებებს ხედავ და ეს შენ თვალწინ ხდება, სიტყვით ვერც გადმოვცემ, ეს რა არის. განლაგება ძალიან რთული პროცესია, კბილის ამოღებას ჰგავს – პაციენტიც იღლება და ექიმიც. რეალურად შედიხარ რეზონანსში კლიენტთან, რეალურად განიცდი და რეალურად მიჰყვები, ნდობით სავსე ატმოსფეროს უქმნი. სწორედ ასე ხდება შესაძლებელი ცვლილებები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამაში ვმონაწილეობ.

პრობლემები არ უნდა უგულებელვყოთ. პრობლემებს სჭირდება აღიარება და მზრუნველობა. ჩვენს რესურსებს სჭირდება გაძლიერება და მხარდაჭერა. ამის ბალანსია მნიშვნელოვანი. უნდა ვაღიარო, რომ ჩვენში არის ბნელი და გაუცნობიერებელი მხარეები და მათ მზრუნველობითა და აღიარებით უნდა მოვეკიდოთ. ხშირად ადამიანებმა იციან, რა არ უნდათ და არ იციან, რა უნდათ. უნდა გავარკვიო, რა მინდა და ამისკენ მივმართო ჩემი ენერგია და რესურსები.

 

 

ტრანსფორმაცია

ამ პროცესში უბრუნდები საკუთარ თავს. საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ 3-სართულიანი ქარხანა – გონება, ემოციები და სხეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგი ემოციებზეც მუშაობდეს და სხეულზეც. არც მხოლოდ იოგას და მედიტაციის კეთებაა სწორი, თუ თვითრეფლექსიაში არ მიდიხარ.

საქართველოში ცოტა გვიან შემოვიდა ეს მეთოდოლოგია. მე ვარ ტრენერების ტრენერი და ერთწლიან კურსს ვინც გაივლის, შეუძლია ჩაატაროს ვორქშოპები, მაგრამ სწავლების უფლება არ ექნება. ეს მეთოდოლოგია იმსახურებს თავის ადგილს.

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის “უცნაური წესები”, რომლებსაც დედოფალი ელიზაბეტი, პრინცესა დაიანა და მეგან მარკლი წლების განმავლობაში არღვევდნენ

#OK! სამეფო ოჯახის “უცნაური წესები”, რომლებსაც დედოფალი ელიზაბეტი, პრინცესა დაიანა და მეგან მარკლი წლების განმავლობაში არღვევდნენ

July 1, 2021
#OK! ინტერვიუ მხატვარ-გრაფიკოს ეკატერინე ქარჩავასთან

#OK! ინტერვიუ მხატვარ-გრაფიკოს ეკატერინე ქარჩავასთან

September 27, 2021
#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

#OK! ბუტიკი სასტუმრო „კვირია“ – ადგილი, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იბადება

August 5, 2022
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები