• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! შეუცვლელია ქუთაისის სიყვარული, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიგიხარია – ინტერვიუ გიორგი მეგრელაძესთან

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩვენი რესპონდენტი, გიორგი მეგრელაძე, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. სპორტის ეს სახეობა მისთვის განსაკუთრებულად ახლობელი და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო გახლდათ. გიორგი ოჯახში მეოთხე თაობის ფეხბურთელია. ახლა ქართველ მოზარდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ფეხბურთის თამაშს, ასევე საქართველოს სიყვარულს ასწავლის.

 

გიორგი, გაგვეცანით.

ყოფილი ფეხბურთელი. ამ ეტაპზე კი ბავშვთა საფეხბურთო კლუბ fc Georgia Philly-ს მწვრთნელი.

ფეხბურთის თამაში, თავდამსხმელის პოზიციაზე ქუთაისში დავიწყე. პირველი მწვრთნელები თენგო ხელიძე და ედუარდ შავგულიძე იყვნენ.

ჩვენს ოჯახში მამა, მერაბი, ბაბუა ყველანი ფეხბურთელები იყვნენ, მე მეოთხე თაობა ვარ. მამასთან ერთად 2 წელი ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში ვითამაშე. ეს საოცარი და სასიამოვნო შეგრძნება იყო, როცა მინდორზე მამის გვერდით ხარ. ასე რომ, პირადად ჩემთვის ფეხბურთი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მამა საოცარი ადამიანი, თავმდაბალი, მოსიყვარულე, თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ. მკაცრი შემფასებელი არ იყო, ჩემი და ჩემი შვილის, მერაბის დიდი ქომაგი და გულშემატკივარი გახლდათ. ბედნიერი ვარ, ჩემი ვაჟი საამაყო ბაბუის სახელის გამგრძელებელი რომ არის.

 

 

ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაარსების სურვილი როდის გაჩნდა?

საკუთარი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. საქართველოში ბავშვთა ფეხბურთში როცა ვმუშაობდი, ამ მიმართულებით ღრმად დავაგროვე გამოცდილება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკაში ავიხდინე ეს ოცნება. სურვილის შესაბამისად, გადავწყვიტე გამეხსნა ფეხბურთის სკოლა. ჩვენი გუნდის 75 %-ს ქართველი ბავშვები შეადგენენ.

 

გაგვაცანით ოჯახი.

მყავს მეუღლე და ორი შვილი. ბიჭი 24 წლის, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. ჩვენს სკოლაში ჩემი ვაჟი დამხმარე მწვრთნელია. ის ამჟამად საქართველოშია, სურს სამწვრთნელო განათლება აიმაღლოს. გოგონა 15 წლისაა. უკვე მეორე წელია, სკოლის ფრენბურთელთა კლუბში ასპარეზობს. სავარაუდოდ, მომავალი სპორტსმენია.

 

 

სამომავლო გეგმებს შევეხოთ.

რაც შეეხება გეგმებს, დიდი სურვილი მაქვს, ჩვენს სკოლაში აღზრდილი ბავშვები წარმატებული ფეხბურთელები გამოვიდნენ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგნენ.

 

ქუთაისი რას ნიშნავს თქვენთვის?

პირველ რიგში, ვცდილობ ოჯახმა ზაფხული ყოველთვის ჩვენს საყვარელ საქართველოში გავატაროთ, სადაც მეგობრებისა და ახლობლების სიყვარულით ვივსებით და უკან დადებითად დამუხტულები ვბრუნდებით. ქუთაისი კი მოგონებებთან, მონატრებასთან ასოცირდება. შეუცვლელია ქუთაისის სახლის სიყვარული, სადაც ყოველთვის დაბრუნება მიგიხარია. გასახსენებლად ალბათ ყველა ფიქრი სტადიონსა და „ტორპედოს“ გულშემატკივრებთან მიდის. მახსოვს, ერთხელ გულშემატკივარმა დაიძახა, პასი მიეცი მამაშენს, თორემ ვერ ეღირსები სახლ-კარსო. ქუთაისს შეუდარებელი გულშემატკივარი ჰყავს, მოგეხსენებათ.

 

 

ჟურნალ OK!-ის მკითხველს რას ეტყვით?

რაც შეეხება თქვენი ჟურნალის მკითხველებს და ჩვენს ერს, მინდა ვუსურვო მშვიდობა. გვეცხოვროს გაბრწყინებულ საქართველოში!

 

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

 

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა
ინტერვიუ

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

March 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

November 22, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული  გზამკვლევი ერთ წიგნში

#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული გზამკვლევი ერთ წიგნში

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები