• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ინდივიდუალური სამოსი ნათია კიკნაძისგან

June 12, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

 

ნათია კიკნაძე პროფესიით ექიმია. თუმცა წლების წინ ატელიე შექმნა და სამოსის დიზაინზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მასიური სამოსი არ უყვარს, ინდივიდუალიზმის მომხრეა, როგორც ამბობს, ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქუთაისი განსაკუთრებით უყვარს და ამბობს, რომ სასიამოვნოა, როცა ქუჩაში ნაცნობ და ღიმილიან სახეებს ხედავს.

ნათია, გვიამბეთ, როდის დაინტერესდით ტანსაცმლის დიზაინით?

პროფესიით ექიმი ვარ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. შემდეგ კლინიკაში, თერაპიულ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. პარალელურად პატარა ატელიე გავხსენი. იმ პერიოდში ბაზარზე ასე დიდი რაოდენობით სამოსი არ იწარმოებოდა. შესაბამისად, მსგავსი ატელიეებიც აქა-იქ იყო. თავიდანვე წარმატებულად დაიწყო და აეწყო ყველაფერი. მომხმარებლები ინტერესებოდნენ, იკერავდნენ და იძენდნენ ჩემს სამოსს. მოხდა ისე, რომ ჩემი სამედიცინო განათლება გვერდზე გადავდე და ამ საქმეს მივუძღვენი თავი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ არა ექიმობა, არამედ ეს ყოფილა ჩემი საქმე. სასურველი იქნებოდა წლების წინ პროფესიად დიზაინი ამერჩია, თუმცა ჩემი სტუდენტობის დროს ეს სფერო არ იყო აქტუალური. კარგად ვხატავდი და დედა მირჩევდა არქიტექტურულზე ჩამებარებინა. ბავშვობიდან მიყვარდა შემოქმედებითი საქმიანობა, თუმცა შემდეგ მედიცინა ავირჩიე. იმ დროს მოდაშიც კი იყო, ვინც კარგად სწავლობდა, გოგო ექიმი გამოსულიყო, ბიჭი კი იურისტი. პატარა ასაკიდან ვკერავდი. ამ კუთხით დედის გენეტიკა მაქვს. დედა რაიმე სამოსს რომ მიყიდდა, აუცილებლად უნდა გადამეკეთებინა, მინდოდა განსხვავებული ყოფილიყო. ცხადია, თოჯინების ჩაცმულობაზეც ვზრუნავდი.სტუდენტობის დროსაც მეცვა ჩემი შეკერილი ტანსაცმელი, ასევე ქუდებიც.

როდის გახსენით ატელიე?

ჩემი ამ საქმის გატაცებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე დიზაინის სფეროში მომესინჯა თავი. 2002 წელს მე და დედამ ატელიე გავხსენით, სადაც 2 მკერავი დავასაქმეთ. მალევე მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი გატაცება. ამჟამად ჩემს ატელიეში 4 მკერავი და 2 კონსტრუქტორი მუშაობს. მათი დახმარებით და ჩემი ძალისხმევით უკვე ვსწავლობ კონსტრუირებას და სამოსის გამოჭრას, რაც ძალიან მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს. საღამოს სახლში დატვირთული ჩანთით მივდივარ, იქაც ვაგრძელებ მუშაობას, ვქარგავ და ბისერებით ვაფორმებ სამოსს.

როგორია ამ სფეროში კონკურენცია?

ძალიან ბევრი კონკურენტული ატელიეა. თუმცა ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. კონკურენტებთან მაქვს კარგი და ჯანსაღი დამოკიდებულება. ვმეგობრობთ, აზრებს ვუზიარებთ და ვეხმარებით ერთმანეთს.

ამ სფეროში 20-წლიანი მუშაობით და გამოცდილებით გავიჩინე ჩემი მუდმივი მომხმარებელი, არა მხოლოდ ქუთაისსა და საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ზედმეტი პიარის გარეშე საკმაოდ სტაბილურ სიმაღლეზე ვდგავართ. ჩემი ფეისბუქგვერდისთვის ძირითადად მოდელი მე ვარ, ფოტოებს კი ჩემი კონსულტანტი მიღებს.

რით არის განსხვავებული და საინტერესო თქვენი სამოსი?

განსხვავებულობა იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩემი სამოსი არის ინდივიდუალური და არა მასიური. ჩემეული ხედვით, თანამედროვე მოდის ტენდენციებს ვითვალისწინებ. მიყვარს ხელნაკეთი აქსესუარებით: ბროშებით, საყელოებით, ქამრებით, ასევე ნაქარგებით და ბისერებით სამოსის გაფორმება. რასაც ვქმნი, ორი ზუსტად იდენტური არ არის. ესაა ჩემი ხელწერა,რომელსაც ბევრი უკვე დანახვისთანავე ცნობს.

რა ასაკის მომხმარებლებისთვის ქმნით სამოსს?

ძირითადად საშუალო ასაკის ქალბატონებისთვის ვქმნი ქალურ სამოსს,როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე საღამოს წვეულებისთვისაც.

რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

ძირითადად პასტელური ფერების მოყვარული ვარ. მომწონს, როცა სადა სამოსი გაფორმებულია ბისერებით, მარგალიტებით, ნაქარგებით. მოთხოვნილება ფერად სამოსზეც არის, თუმცა მაინც შავი დომინირებს. იმასაც აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით სიჭრელე და სიფერადე საკმაოდ მოთხოვნადია, მაგრამ მე აქ ცოტა მოკრძალებული ვარ. ჭრელ ქსოვილს მასიური სახე რომ არ ჰქონდეს, სიფრთხილით ვირჩევ.

მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობა, თქვენ როდის მოიპოვეთ ის?

მრავალწლიანმა მუშაობამ დიდი გამოცდილება დამიგროვა და ჩემი მომხმარებელი კარგად შემასწავლა. მოდელის შექმნისას წინასწარ ვიცი, რომელ მათგანს მოეწონება, ვის შევთავაზო, რაც ძირითადად ამართლებს. სიხარულს მანიჭებს, როცა პიროვნება კმაყოფილი მიდის ჩემგან და ღიმილით მეუბნება – ნათი, შენ მე ძალიან გამაბედნიერე. ორმაგად მნიშვნელოვანია, როცა ის კვლავ ბრუნდება და თან ახლობლებიც მოჰყავს  რაიმეს შესაძენად.

როდის მიხვდით, რომ ეს საქმე გამოგივიდათ?

საქმე, მართალია, თავიდანვე ნორმალურად ამეწყო, მაგრამ პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მეოთხე ცდაზე, როცა, როგორც იქნა, გრანტი მოვიპოვე და გადაირაღება მოვახერხე, მაშინ მივხვდი, რომ ახლა ნამდვილად გამომივიდა.

დიდხანს ფიქრობთ, სანამ სამოსის შექმნას დაიწყებთ?

ფიქრი მუზასავითაა, რომელიც მაშინ მოდის, როცა ქსოვილებს ვიძენ. თითოეულ მათგანს ვშლი, ვპოზირებ სარკესთან და უკვე ვიცი, რაც უნდა შევკერო.

გამოირჩევიან თუ არა გემოვნებიანი ჩაცმულობით ქუთაისელები?

რა თქმა უნდა, ქუთაისელებს ყოველთვის უყვარდათ და უყვართ გემოვნებით და ლამაზად ჩაცმა.

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისელობა?

მეამაყება და ბედნიერი ვარ, ამ ქალაქში რომ დავიბადე და ვცხოვრობ. აქ ყველაფერი მიყვარს, გამოდიხარ ქუჩაში და ყველა გცნობს, უღიმი, გიღიმიან. წყნარი, მშვიდი, საყვარელი ქალაქია ქუთაისი. ვერც წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება და მოღვაწეობა.

შევეხოთ მოდის ტენდენციებს, იცვლება?

მოდა, რა თქმა უნდ,ა იცვლება, თუმცა თანამედროვე მოდას ძალიან ფართო საზღვრები აქვს, ამიტომ შესაძლებლობებიც ამოუწურავია. ყველას ვურჩევ ის ჩაიცვან, რაც უხდებათ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. ვინც მენდობა, ჩემი გემოვნებით ვაცმევ, ვუხამებ ფერებს, სტილს. ვაძლევ რჩევებს, რაც ჩემთვის განსაკუთრებული სტიმულია. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ამდენწლიანი არსებობა ბაზარზე.

რთული პერიოდი თუ გქონიათ?

ცოტა რთულად დაიწყო პანდემიის პერიოდი, თუმცა გამოსავალი აქაც ვიპოვე. სპორტული სამოსის შექმნა დავიწყე. სახლებში დავასაქმე მკერავები და ონლაინ იძენდა მომხმარებელი, რამაც კარგი შედეგი გამოიღო და კრიზისს გადავურჩით.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

პირველ რიგში, საქმის სიყვარული და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა. თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. ჩემი უპირველესი საზრუნავია, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ჩემთან მოსვლის სურვილი კიდევ გაუჩნდეს. ვცდილობ ეს ყველაფერი ხარისხისა და ადეკვატური ფასების ფონზე დავაბალანსო.

გაგვიმხილეთ სამომავლო გეგმები.

დიდი სურვილი მაქვს, კიდევ გავიზარდო როგორც საქმიანობით, ასევე პროფესიულად. მინდა მეტი მომხმარებელი მოვიზიდო და ქართულ ბაზარზე საკმაოდ ცნობადი ბრენდი გავხდე. ამაში ვდებ გულს, სიყვარულსა და დიდ ენერგიას.

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში
ინტერვიუ

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

December 13, 2025
#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია
ინტერვიუ

#OK! სილამაზე და სტილი – MARIAMMOR-ის გაერთიანებული კონცეფცია

December 13, 2025
#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია
ინტერვიუ

#OK! პარკეტის გალერეა – ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია

December 13, 2025
#OK! GOLDWELL – გერმანული ხარისხი და იაპონური ტექნოლოგიების სიმბიოზი, როგორც თმის სილამაზის ყველაზე მაღალი სტანდარტი
ინტერვიუ

#OK! GOLDWELL – გერმანული ხარისხი და იაპონური ტექნოლოგიების სიმბიოზი, როგორც თმის სილამაზის ყველაზე მაღალი სტანდარტი

December 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპას ფერადი იმიჯი: მომღერალი ბრენდ Casa-ს ორეულით!

#OK! დუა ლიპას ფერადი იმიჯი: მომღერალი ბრენდ Casa-ს ორეულით!

July 20, 2021
#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

August 3, 2023
#OK! რიანას 24 ყველაზე ავანგარდული ჩაცმულობა

#OK! რიანას 24 ყველაზე ავანგარდული ჩაცმულობა

February 18, 2023
#OK! ქეით მიდლტონის ემოციური რეაქცია მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუზე

#OK! ქეით მიდლტონის ემოციური რეაქცია მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუზე

March 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! წინ უნდა იარო, წარსულში არ უნდა ჩარჩე – ნანი ბრეგვაძე

#OK! წინ უნდა იარო, წარსულში არ უნდა ჩარჩე – ნანი ბრეგვაძე

December 10, 2025
#OK!  „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

#OK! „ნეპო-ბეიბი“ – ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები?

December 14, 2025
#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

December 10, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

December 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები