• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 40 წელი ხელოვნების და ქუთაისის სამსახურში – გრძელიშვილების მუსიკალური მისია

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქუთაისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან თუ ჩაივლით, მუსიკალური ინსტრუმენტების საოცარ ჟღერადობას და ბავშვურ ტკბილ ჰანგებს გაიგონებთ. დიახ, აქ კახა, ზაზა და დარეჯან გრძელიშვილების ცნობილი მუსიკალური სტუდია „ქართუ“ ფუნქციონირებს. ქუთაისში მათ ასე იცნობენ.

40 წლის წინ კახა გრძელიშვილის ხელმძღვანელობით დაწყებულმა საქმიანობამ საქართველოს არაერთი წარმატებული მომღერალი აჩუქა. რამდენიმე წელია, სამ და-ძმას ზაზა გრძელიშვილი გამოაკლდა. ძმებზე, მათ პირველ ნაბიჯებზე, აღზრდილ თაობებსა და თანამედროვე კულტურაზე ხელოვნებათმცოდნე, დარეჯან გრძელიშვილი გვესაუბრება.

 

წლების წინ დაიწყეთ და ურთულესი პერიოდის გამოვლა მოგიხდათ. არ იქნებოდა იოლი ეს ყველაფერი, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

თითქმის 4 ათეული წლის წინ დაიწყო კახა გრძელიშვილის პროფესიული მუსიკალური საქმიანობა. 1989 წელს კი, აკ.წერეთლის სახელობის მაშინდელ „კლასიკურ გიმნაზიაში“ შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი, სადაც ყველა ინსტრუმენტზე (სოლო გიტარა, ბას-გიტარა, რიტმ-გიტარა, კლავიში, ფორტეპიანო, დრამი და ვიოლინო) დაკვრას თავად ასწავლიდა, ვოკალთან ერთად. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს ანსამბლი 2 ულამაზესი ბავშვის, დების – ნინო და რუსუდან ვაწაძეების სიყვარულით შეიქმნა.

ათეული წლების განმავლობაში კახამ გაზარდა „7 თაობა“- ცოცხალი ანსამბლისა, რომლებთანაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და ბევრ გამარჯვებასაც „იმკიდა“ კონკურსებსა თუ ფესტივალებზე, ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ უსაზღვრო სიყვარული თავისი საქმისა და ზოგადად ბავშვების მიმართ, უდიდესი შრომა, ღამეების თენება და ჩვენივე მშობლების თანადგომა – წარმატების საწინდარი იყო, არის და იქნება ყოველთვის!

 

 

გაზარდეთ უამრავი თაობა, ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდით? ვინ არიან თქვენი აღზრდილები დღეს, ვინც მაყურებელს ძალიან უყვარს და თავიანთი სიტყვა თქვეს ქართულ ესტრადაზე?

როდესაც საქმიანობას ვიწყებდით, სულ ორიოდე ინსტრუმენტალური ანსამბლი იყო ჩვენს ქალაქში – დავით ჯანელიძისა და ნიკოლოზ ედგარიძის. დღეს კი, უამრავი ბენდი და ცოცხალი ანსამბლია, რომლებიც საკმაოდ გემოვნებიან მუსიკას ქმნიან და ბედნიერები ვართ, რომ თითქმის ყველგან გვხვდება ჩვენი გაზრდილი მუსიკოსი.

მინდა რამდენიმე მათგანი ვახსენო: დათო კვიცარიძე, უნიჭიერესი სოლო გიტარისტი, იმპროვიზატორი. დღეს უკვე „ოჩოს ქოხის“ გიტარისტი და მომღერალი, ბექა ტაბუცაძე, „ბრავო მეტეხის“ მომღერალი და სოლო გიტარისტი, თორნიკე ბერეკაშვილი. ასევე, უნიჭიერესი გიტარისტი, დავით გაბიძაშვილი და დრამერი, ნოდიკო სინაურიძე, რომლებიც წლებია ამერიკაში მოღვაწეობენ.

ძნელია გამოვყოთ კახას აღზრდილებიდან რომელიმე მათგანი, რადგან ერთმანეთზე ნიჭიერები, შრომისმოყვარენი და სამაგალითონი არიან. მხოლოდ რამდენიმე გვარსა და სახელს გეტყვით, რომელთაც ტელე/პროექტებიდან კარგად იცნობს საქართველო. ნანო ღვინიანიძე, მუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებში“ (სოფო ნიჟარაძე იყო მთავარ როლში) 1500 ბავშვს შორის შეარჩიეს მედროგე პავლეს ერთ-ერთი შვილის როლზე. გვანცა სანებლიძე, ბავშვთა ევროვიზიის გამარჯვებულ ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო (კონკურსით აიყვანეს) და ე.ი. კახას მოსწავლე „ბავშვთა ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა. თამარ ლაჭყეპიანი და გიორგი ბაღათურია, „ნიჭიერის“ ფინალისტები, ანუ „ოქროს ხმები ქუთაისიდან“, – ასე უწოდეს! ელეონორა გოგოლაშვილი, მიმი ჯავახიშვილი, ანა კვერნაძე, თიკო გრძელიშვილი და ანი სვანიძე „ნუცას სკოლის“ ფინალისტები იყვნენ. გიორგი მეფისაშვილი, „ჯეოსტარის“ ნახევარფინალისტი, ოთიკო კვალიაშვილი, „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალისტი, ბექა ბანძელაძე კი, ჩვენი ქალაქის კოლორიტი ბავშვი იყო და დღეს უკვე დიდი პიროვნებაა. თავად აქვს ბავშვთა სტუდია და წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ საქმიანობას.

 

რა უნდა გააკეთოს მომღერალმა, რომ წარმატებას მიაღწიოს და ზოგადად, როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა?

ჩვენი აზრით, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა, ნიჭთან ერთად, უკიდეგანო შრომა და, რაც მთავარია, საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურები. ეს ეხება ბავშვსაც და პედაგოგსაც. მაშინ წარმატებაც გარანტირებულია!

ჩვენს ბავშვობაში არ მახსენდება არცერთი საღამო „სიმღერის გარეშე“. დედა არაჩვეულებრივად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მამა ოპერის გუნდის მომღერალი გახლდათ და სწორედ მათი მუსიკალური გენები გადმოვიდა ჩვენშიც და ასე ერთად უამრავი ულამაზესი და ბედნიერი წამი ვიზეიმეთ გამარჯვებისა და წარმატების წლების განმავლობაში.

 

 

თავიდან დაიწყეთ სამმა, დამ და ორმა ძმამ. დღეს ორნი აგრძელებთ თქვენს საყვარელ საქმეს. არ გიჭირთ ზაზას გარეშე? ალბათ ბევრ რამეში გაკლიათ მისი აზრი? როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გადაწყვიტოთ, გრძნობთ თუ არა, რომ ის დღესაც გეხმარებათ?

3 წელია ზაზა ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ არცერთი წუთით არ გვიგრძნია უმისობა. ძალიან ხშირად გვესიზმრება მე და კახას „მუსიკალურ გარემოში“. რამდენჯერ გვითქვამს, მგონი იქაც აგრძელებს თავის საყვარელ საქმიანობას ჩვენი ძამიკო.

მას ჰქონდა აბსოლუტური სმენა, უთბილესი ხმა, უსაზღვროდ უყვარდა ბავშვები და ჰქონდა საოცარი ნიჭი სიმღერის ტექსტის დამახსოვრებისა (როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი). ზოგჯერ დღესაც, როდესაც რაღაც ტექსტს ვერ ვიხსენებთ, კახა იტყვის ხუმრობით, ზაზასთვის ხომ არ დაგვერეკაო. ძალიან გვაკლია და გვენატრება ჩვენი უკეთილშობილესი და უნიჭიერესი ძამიკო.

ბედნიერები ვართ, რომ ზაზა გრძელიშვილის დედმამიშვილები ვართ და გვეამაყება მისი ძმობა! და, რაც ყველაზე მთავარია, მან გვაჩუქა თინათინ გრძელიშვილი, ჩვენი თიკუნა, რომელიც სამივე და-ძმის ცხოვრების აზრი გახდა და ასე იქნება მუდამ!

 

წლების განმავლობაში არაერთი თაობა გყავთ აღზრდილი, არაერთი სიმღერა, ვიდეოკლიპი თუ კომპოზიცია შეგიქმნიათ და ეს ყველაფერი ქუთაისზე, ამ ქალაქს მიუძღვენით თქვენი შემოქმედება. რა არის ქუთაისი თქვენთვის?

ქუთაისი ჩვენთვის ყველაფერია! არაერთი მაცდუნებელი და სარფიანი შემოთავაზების მიუხედავად, კახას არასდროს უფიქრია დაეტოვებინა თავისი მშობლიური ქალაქი, რადგან ქუთაისს აქვს ის ანდამატი, რომელსაც დედის რძესთან ერთად შეისრუტავ და ვერასდროს დაივიწყებ… აქ კენჭიც კი მშობლიურია ჩვენთვის და მადლობა ღმერთს, რომ სწორედ ამ მიწამ და ამ ჰაერმა გაგვზარდა.

 

ჩვენი ქალაქის ახალ თაობაზე რას იტყვით, თავიანთი ბობოქარი და დაუმორჩილებელი ბუნებით როგორ კულტურას ქმნიან დღეს ქუთაისში?

რაც დრო გადის, უფრო მეტად ნიჭიერი და განვითარებული თაობები მოდიან. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩვენთვისაც! ამას ალბათ, ინტერნეტსივრცეც უწყობს ხელს. მრავალნაირი ინფორმაცია, მათ შორის – მუსიკალურიც, ადვილად ხელმისაწვდომი გახდა და აქედან გამომდინარე, დღესაც საოცრად საამაყო თაობა გვეზრდება! პანდემიის დროს, „ონლაინნამუშევარი“ ჩვენი მოსწავლეებიც კი წარმატებულები გამოვიდნენ.

 

დაბოლოს, გვითხარით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქუთაისში კვლავ დაიბადოს სულიკო?

ქუთაისში ყოველთვის ცოცხლობდა „სულიკო“ და კვლავაც დაიბადება, რადგან ეს ქალაქი ხომ იშხნელების, სარაჯიშვილის, ბალანჩინის, ფალიაშვილისა და სხვა უამრავი გენიოსის სამშობლოა! ზოგადად კი, ქართულ გენში კოდირებული საგანძური უშრეტია და გვჯერა, მისგან უსასრულოდ გამოედინება უნიჭიერესი თაობების უწყვეტი ნაკადი.

მადლობა, რომ ჩვენს ოჯახზე გააკეთეთ არჩევანი. წარმატებები თქვენს ჟურნალს. მხოლოდ ერთს დავამატებ, მადლობა უფალს, რომ 40 წლის განმავლობაში ქუთაისმა უამრავი ლამაზი დღე გვაჩუქა და ჩვენი ბავშვების გამარჯვების სიხარულით აგვავსო. ამაზე დიდი სიმდიდრე არც არსებობს ჩვენთვის. ქალაქმა კახას ღვაწლი „ღირსეული ქუთაისელის“ წოდებით აღნიშნა, უამრავი გრან პრი, გამარჯვების სიგელი თუ დიპლომი დასტურია მისი შრომის! „ხელოვნებააო თავად უკვდავება“, – ბრძანა დიდმა კონსტანტინემ და ბედნიერებაა, როდესაც ამ „უკვდავების“ მსახური ხდები!

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

გაიგე მეტი: OKქუთაისი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები