• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გეო. გრაფია – სივრცე, სადაც ბათუმის პულსს შეიგრძნობთ

December 29, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK! ბათუმის სტუმარი რესტორან „გეო.გრაფია“-ს გენერალური მენეჯერი გიორგი ჩოჩიაა, რომელიც კიდევ უფრო ახლოს გაგვაცნობს სივრცეს, სადაც ზღვა, ბულვარი და ცა ერთ მთლიან ატმოსფეროდ ერწყმის ერთმანეთს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სჩუქნის სტუმრებს. გვიყვება იმ ფილოსოფიაზე, რომლითაც „გეო.გრაფია“ ხელმძღვანელობს: სერვისის სტანდარტებზე, გუნდზე, კულინარიულ ხედვაზე და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც რესტორანს კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილად აქცევს ბათუმის გასტრონომიულ რუკაზე.

 

 

ბატონო გიორგი, რას ნიშნავს თქვენთვის რესტორან „გეო.გრაფიის“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე ყოფნა და როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ სივრცის განვითარებაში?

ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობა და ამავდროულად განვითარების შესაძლებლობაა. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად ვიძენთ ახალ გამოცდილებას და ვზრდით ბრენდის ღირებულებას. ჩემი მთავარი როლია გუნდს მივცე სტრატეგიული ხედვა, უზრუნველვყო ხარისხის მუდმივი სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს რესტორნის ყოველდღიურ განვითარებას.

 

 

მხოლოდ ოთხ თვეში მოახერხა „გეო. გრაფიამ“ სტუმრების ყურადღების მიქცევა. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლითაც სტარტი წარმატებულად დაიწყო?

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწორად ჩამოყალიბებული კონცეფცია, ძლიერი გუნდი და პრიორიტეტად ქცეული – სტუმარზე ორიენტირებულობა. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ დეტალებზე ზრუნვა ჩვენი მთავარი იარაღი იქნებოდა. ამ მიდგომამ – იქნება ეს კერძების ხარისხი, გამართული სერვისი თუ ატმოსფერო, ძალიან გაამართლა. დღეს სტუმრები ზუსტად ამ განსხვავებას ამჩნევენ და აღნიშნავენ.

 

თქვენს მენეჯმენტში იმყოფება კიდევ ორი შვილობილი ობიექტი – ლუდის ბარები ბათუმში. როგორია ამ სამ დანაყოფს შორის თანამშრომლობა და რა სინერგიას ქმნის ისინი ბრენდისთვის?

„გეო.გრაფია“, „სამი ლუდი“ და „ბეარ რუმი“-ი საერთო სტანდარტებით, ერთიანი მენეჯმენტითა და ერთმანეთის მხარდაჭერით მუშაობს. თითოეულს  განსხვავებული კონცეფცია აქვს, მაგრამ აერთიანებთ საერთო ბრენდის ღირებულებები. ეს სინერგია გვაძლევს საშუალებას ბრენდი იყოს მრავალფეროვანი, ერთიანად ძლიერი და კონკურენტული.

 

 

ბულვარის, ზღვის პირას მდებარეობა რა უპირატესობას აძლევს რესტორანს და როგორ აისახება ეს სტუმრის ემოციაზე?

ეს ლოკაცია ბუნებრივად ქმნის ემოციას. აქ სტუმრები გრძნობენ ზღვის ენერგიას, ბულვარის ხიბლს და ბათუმური ატმოსფეროს ნამდვილობას. ეს არის სივრცე, სადაც გარემო და მასპინძლობა ერთ მთლიანობას ქმნის.

 

როგორც გარე, ასევე შიდა ინტერიერი განსაკუთრებულებად იზიდავს ადამიანებს. როგორია თქვენი ხედვა ამ დიზაინზე და რა ფიქრი იდო ამ სივრცეების შექმნის უკან?

ინტერიერის თითოეულ დეტალს აქვს თავისი ფუნქცია და იდეა. სივრცე უნდა ყოფილიყო ნამდვილი შეხვედრების ადგილი, სადაც სტუმარი კომფორტულად იგრძნობდა თავს, როგორც გარეთ, ისე შიგნით.

 

 

ტერასა, საიდანაც ბათუმის ბულვარის ხედები იშლება ნამდვილად შთამბეჭდავია. როგორ იყენებთ აღნიშნულ პლატფორმას სტუმრებისთვის დამატებითი ემოციის შესაქმნელად?

ტერასა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმაა. აქ სტუმარი ხედებს და სასიამოვნო მუსიკას ერთდროულად იღებს.

 

გვითხარით მენიუზე: რა არის რესტორნის კულინარიული კონცეფცია და რომელი კერძი ითვლება თქვენი გუნდის საფირმო შეთავაზებად?

ჩვენი კულინარიული კონცეფცია ეყრდნობა ქართულ სამზარეულოს, თანამედროვე ევროპულ სამზარეულოსთან ერთად. საფირმო შეთავაზებაა როგორც ცხელი კერძები, ისე ცომეული. მენიუში ასევე წარმოდგენილია  საფირმო დესერტი ადგილობრივი შტრიხებით.

 

 

ხშირად აწყობთ მუსიკალურ, თემატურ თუ გურმანულ საღამოებს. უწყობს ეს ხელს რესტორნის იმიჯის ფორმირებას?

მსგავსი საღამოები ქმნის მუდმივ დინამიკას, აძლიერებს ბრენდის იდენტობას და სტუმრებს უჩენს სურვილს, რომ კვლავ დაბრუნდნენ.

 

რაში ხედავთ „გეო. გრაფიის“ უნიკალურობას ბათუმის გასტრონომიულ რუკაზე? რა განასხვავებს მას სხვა ობიექტებისგან?

ჩვენი უნიკალურობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა: ლოკაცია, დიზაინი, სამზარეულო და სერვისი. როცა ყველა სერვისი სწორად მუშაობს, იქმნება ადგილი, რომელსაც სტუმრები იმახსოვრებენ.

 

 

გასტროინდუსტრიაში მაღალი კონკურენციაა. როგორ ინარჩუნებთ სტანდარტებს და რა არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც გუნდის მუშაობას განსაზღვრავს?

სტანდარტის შენარჩუნება იწყება ადამიანებით. ჩვენ გვყავს ძლიერი, მოტივირებული გუნდი, რომელთანაც ყოველდღიურად ვმუშაობთ. პროცესების გამჭვირვალობა, ხშირი ტრენინგები, სწრაფი რეაგირება – ეს არის პრინციპები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას განსაზღვრავს.

 

რა გეგმები გაქვთ მომდევნო თვეებისთვის? გველის თუ არა მენიუს განახლება, სერვისის გაძლიერება ან ახალი მიმართულებების დამატება?

სეზონური პროდუქციის გათვალისწინებით გეგმაშია მენიუს განახლება. ასევე, სერვისის კიდევ უფრო დახვეწა და რამდენიმე ახალი მიმართულების დამატება. პარალელურად ვმუშაობთ ღონისძიებების კრეატიულ გეგმაზეც.

 

 

და ბოლოს, რა არის თქვენი მიზანი, როგორც მენეჯერის, როგორც გუნდის ლიდერის? რას ელით „გეო. გრაფიასთან“ ერთად მომავალში?

ჩემი მიზანია რესტორანი „გეო.გრაფია“ როგორც ადგილობრი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის, გახდეს საყვარელი და საინტერესო ადგილი.  ჩემი მთავარი მისიაა – შევქმნა ძლიერი გუნდი, რომელიც მოძრაობს, განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაზე ფიქრობს. აქ დიდ მომავალს ვხედავ და ამ გზაზე თითოეული ნაბიჯი მოტივაციას მმატებს.

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები