• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ექიმობა – მაღალი დონის ხელოვნება, ხელოვნებათა შორის

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმისთვის ეს პროფესია გმირობას და პაციენტისადმი უანგარო სიყვარულს ნიშნავს. თვლის, რომ ექიმობა მაღალი პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომაა და სჯერა, ყოველი გამოწვევა, სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, გადალახვას ექვემდებარება. უყვარს ფოტოგრაფია, გატაცებულია სპორტით და ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს. რას ნიშნავს მისთვის იყოს ექიმი, რას ურჩევს ადამიანებს და რა არის ის, რასაც დიდი სიამოვნებით უთმობს დროს, ამ თემების შესახებ უფრო ვრცლად ოტორინოლარინგოლოგი ლეონ ძოწენიძე გვესაუბრება.

 

უპირველესად, გაგვეცანით, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი ვარ. ესტონეთის პატარა ქალაქ პიარნუში დავიბადე. დედით ესტონელი ვარ. ქუთაისში გავიზარდე და ამავე ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სტუდენტობის პერიოდი ესტონეთში გავატარე და ტარტუს უნივერსიტეტი დავამთავრე, სამკურნალო საქმე. ინტერნატურა ყელ-ყურ-ცხვირის პროფილით გავიარე. ჩემი პროფესიის მოტივატორები იყვნენ ჩემი მშობლები, მედიცინის მუშაკები. დედა სამშობიაროში მუშაობდა, მამა ექიმი-ფსიქიატრი გახლდათ. ჯერ კიდევ მეოთხეკლასელი ბიჭი ხშირად დავყვებოდი მშობლებს საავადმყოფოში და იქაური შთაბეჭდილებებით შთაგონებული ამ პროფესიით მოვიხიბლე და ექიმობა მტკიცედ გადავწყვიტე.

 

გვესაუბრეთ სამუშაო ადგილისა და გამოცდილების შესახებ.

თავდაპირველად, ტარტუს უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის საავადმყოფოში ვმუშაობდი, შემდეგ ვილიანდის ცენტრალურ საავადმყოფოში. 1983 წელს საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად და მუშაობა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გავაგრძელე. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიულ საავადმყოფოში ვსაქმიანობდი. ამჟამად, „კლინიკა ლჯ“- ში, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოსა და N3 ბავშვთა პოლიკლინიკაში ვმუშაობ. პროფესიული ამაღლების კურსები გავიარე სხვადასხვა თემაზე საქართველოსა და საზღვარგარეთ. დასავლეთ საქართველოში პირველმა დავიწყე და განვავითარე ადენოტონზილექტომიის ოპერაცია ანესთეზიით.

 

იყო ექიმი, ნიშნავს…

მაღალი დონის ხელოვნებას, ხელოვნებათა შორის ყველაზე კეთილშობილურ პროფესიას. გმირობას – ტკივილს, ბრძოლის ველზე თავდადებას. თავდაუზოგავ სამსახურს ხალხისთვის. ავადმყოფი ადამიანისადმი უანგარო სიყვარულს, აქტიურ თანადგომას, მაღალ პროფესიონალიზმს და წმინდა ზნეობას, ბევრ უძილო ღამეს და ავადმყოფობაზე გამარჯვების სიხარულს.

 

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

გამოწვევები ბევრია, რომელიც პროფესიონალურად უნდა გადალახო, მიუხედავად სირთულეებისა და წინააღმდეგობებისა. ამისათვის საჭიროა მაღალი პროფესიული მზადყოფნა! აქ გამოვიყენებ უდიდესი ექიმის, ფილატოვის ნათქვამს, ყველაზე დიდი შიში და გამოწვევა – „ოპერაციის დროს ზიანი არ მიაყენო პაციენტს“.

 

პაციენტი, რომელიც დაგამახსოვრდათ. გაგვიზიარეთ საინტერესო გამოცდილებები.

ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე, ეს ნათელი სხივია ექიმის საქმიანობაში და ამავე დროს უდიდესი სტიმულიც. ასეთი პაციენტი ბევრია. პაციენტი დაავადების სირთულით და გამოჯანმრთელების შემდგომ სიამაყის გრძნობით გამახსოვრდება. მახსოვს საინტერესო შემთხვევა – 18 წლის ახალგაზრდა გაჭედილი ნესტოს ჩივილით მოვიდა. გასინჯვისა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ გამოვიღე ხის ღობის წვეტი, დაახლოებით 12 სმ სიგრძისა და 1.5-2 სმ სიგანით. ხუთიოდე თვის წინ, ანალოგიური შემთხვევა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშიც მოხდა, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. დასამახსოვრებელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია.

 

პაციენტებს ხშირად აქვთ შიში, როგორ უქარწყლებთ ამ შიშს თქვენთან მოსულ ადამიანებს?

ფსიქოთერაპიით, რჩევა-დარიგების მიცემით, რაიმე სხვა საყვარელ საქმიანობაზე ყურადღების გადატანით და საკუთარ თავში რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

რას იტყვით თქვენი კოლეგებისა და გუნდის შესახებ?

ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს ვუზიარებ. ნებისმიერი ექიმის მოვალეობაა კოლეგის ავტორიტეტის შენარჩუნება. კოლეგები ვცდილობთ, ერთმანეთის აზრის მიმართ გონივრული ტოლერანტობა გამოვიჩინოთ.

 

გვიამბეთ თქვენს ოჯახზე.

მყავს ერთი ვაჟი, ერეკლე ძოწენიძე. ისიც ექიმი ოტორინოლარინგოლოგია. ოჯახით ცხოვრობს და მუშაობს ესტონეთის ქალაქ ტალინში. ის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ. ჰყავს მეუღლე ანი ყურაშვილი, კულტურათაშორისი კომუნიკაციის სპეციალისტი. ანი და ერეკლე ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან ესტონეთში, რამდენიმე უცხო ენას ფლობენ, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან და ზრდიან ორ არაჩვეულებრივ ქალიშვილს – მატა 4 წლისაა, რია 9 თვის. მყავდა ჩინებული მეუღლე, რუსუდან გიორგაძე. ისიც ექიმების დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც 6 წლის წინ დამეღუპა.

 

ჰობი, საქმიანობა, რომელსაც გარდა პროფესიისა, სიამოვნებით უთმობთ დროს.

დაძაბული დღის რეჟიმის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფოტოგრაფია, ველოსპორტი და ჩოგბურთი.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი?

ქუთაისი ჩემთვის არის – სიყვარული, პოეზია, სიმღერა, იუმორი, სიმშვიდე, იმერული სიდარბაისლე, ხელგაშლილი მასპინძელი, საიმერეთოს დედოფალი, ოცნებათა ზღვა.

 

რას ეტყოდით ადამიანებს გზავნილის სახით?

იცით თუა რა, რომ დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ საუკეთესო წამალია იმედი. იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დაე, ჩვენი ცხოვრების მეგზური გახდეს სითბო, სიკეთე, მზრუნველობა, სიყვარული და ბედნიერება.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები