• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! Dreamland Oasis Chakvi – სასიამოვნო დასვენება და დაუვიწყარი მოგონებები

July 8, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზაფხული საუკეთესო დროა დასვენებისთვის. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად წახვიდეთ, ჟურნალი OK! გირჩევს ადგილს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს. წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს – Dreamland Oasis Chakvi-ს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში. „ოაზისი“ აჭარის ულამაზესი და შთამბეჭდავი სიმწვანით არის გარშემორტყმული.

 

 

როგორ შეხვდა Dreamland Oasis Chakvi სეზონს?

 

მამისა ვარშალომიძე, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: „დრიმლენდ ოაზისი“ შექმნილია ქალაქის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციით, რომელიც 13 ჰექტარზეა განთავსებული და აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზებს, კეთილმოწყობილ სანაპირო ზოლს და სხვადასხვა კონცეფციის ბარებსა და რესტორნებს, ასევე გასართობ ცენტრებსა და აკვაპარკს. სიხარულით გაცნობებთ, რომ 2024 წლის ზაფხულის სეზონი „დრიმლენდ ოაზისში“ 15 ივნისს ოფიციალურად გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნა. აქტივობები მორგებული იყო ყველა ასაკის დამსვენებელსა და სტუმარზე. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაუვიწყარი ემოციები შეეგროვებინათ ჩვენს ჯადოსნურ აკვაპარკში, ესარგებლათ 4 სხვადასხვა ღია აუზით, დაეგემოვნებინათ განსაკუთრებული კოქტეილები და კერძები ჩვენს თემატურ ბარებსა და რესტორნებში. ხოლო ბავშვებთან ერთად, ესარგებლათ საბავშვო და სპორტულ ზონებში დაგეგმილი აქტივობებით ან ენახათ მათთვის საინტერესო ფილმები 3D, 7D და 9D კინოთეატრებში.

მოლოდინი მიმდინარე წლისთვის ოპტიმისტურია და ვიმედოვნებთ, რომ წელს იქნება გამორჩეული წელი. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონზე ჩვენ ძალიან ბევრი ქართველი სტუმარი გვყავს, რაც ჩვენთვის დიდი პატივი და მოტივაციაა, გვაქვს მოლოდინი, რომ წელს უცხოელი ტურისტების დაინტერესება და რაოდენობაც საგრძნობლად მოიმატებს ჩვენს კომპლექსში. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია და ამის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ქვეყნიდან გაუსვლელად შევთავაზოთ ძალიან ხარისხიანი, საინტერესო და დასამახსოვრებელი ზაფხულის არდადეგები.

 

 

პირველ რიგში, ყველაზე მთავარი არის კომპლექსის მასშტაბურობა, გასართობი სივრცეებისა და აქტივობების სიმრავლე, რაც ნებისმიერ ასაკსა და კატეგორიაზეა გათვლილი. ასევე კვების ობიექტების მრავალფეროვნება და თემატურობა ცალსახად დიდ კომფორტს უქმნის თითოეულ სტუმარს. ჩვენთან ჩამოსულ დამსვენებელს არ სჭირდება ტერიტორიიდან გასვლა იმისთვის, რომ დამატებითი მომსახურებები მიიღოს, მათ ადგილზევე ხვდებათ მაღაზიები, საბავშვო ბაღი და ყველაფერი, რაც დასვენების დროს შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ერთგული მომხმარებლების სიმრავლეს ასევე განაპირობებს მათ მიერ შეგროვებული დადებითი ემოციები და მოგონებები. სტუმარმასპინძლობის სფეროში ემოციური კავშირი სტუმართან და კარგი მოგონებების შექმნა აუცილებლად ნიშნავს ერთგულ სტუმარს, ჩვენ კი სიამოვნებით ვცდილობთ თითოეულისთვის განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი მოგონებების შექმნით კიდევ უფრო მეტი სტუმარი მოვიზიდოთ.

 

 

სამომავლო გეგმები როგორია?

ჩვენი ამოცანაა, თანაბრად მომხიბვლელი ვიყოთ როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, რათა სტუმარს დაუვიწყარი მოგონებები და დასვენება დავუგეგმოთ. კვალიფიციური, მონდომებული და გადამზადებული კადრი აუცილებელია, ჩვენ კი ვცდილობთ ჩვენს თანამშრომლებს ყველა პირობა შევუქმნათ იმისთვის, რომ გავზარდოთ მომსახურების დონე და მათი დაინტერესება ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ისევ გავმეორდები, რაც არ უნდა განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა გვქონდეს სტუმარმასპინძლობის სფეროში, ემოციას, მოგონებას და დაბრუნების სურვილს ვქმნით ჩვენ, ადამიანები, ვინც ამ სფეროში ვმოღვაწეობთ და გულწრფელი დამოკიდებულებით ვქმნით განსაკუთრებულ მომსახურებას. გარდა ამისა, გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომელსაც დაწვრილებით მოგვიანებით გაგაცნობთ. ამასთანავე, მომსახურების გაუმჯობესება, ქართველი და უცხოელი ტურისტების მოზიდვა და მათთვის განსაკუთრებულად გამორჩეული დასვენების მოწყობა ჩვენს უახლოეს გეგმებში ნამდვილად არის.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: არჩილ მანველიძე

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სასტუმრო „ლონდონი“ – თქვენი კომფორტული დასვენებისთვის

#OK! სასტუმრო „ლონდონი“ – თქვენი კომფორტული დასვენებისთვის

February 21, 2023
#OK! მაიკლ დუგლასი კარიერას ასრულებს

#OK! მაიკლ დუგლასი კარიერას ასრულებს

July 17, 2025
#OK! პატარების ფერადი არჩევანი

#OK! პატარების ფერადი არჩევანი

June 12, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდი მანჰეტენზე ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის მაღაზიას ესტუმრა

#OK! ჯიჯი ჰადიდი მანჰეტენზე ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის მაღაზიას ესტუმრა

November 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! გამარჯვების დროშები

#OK! გამარჯვების დროშები

March 7, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები