• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ამერიკაში ახდენილი ბავშვობის ოცნება – ინტერვიუ ქართველ კომპოზიტორ ლილი სოლოშვილთან

December 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველი მუსიკოსი და კინოკომპოზიტორი ლილი სოლოშვილი, იგივე Lily Solo 7 წელია აშშ-ში ცხოვრობს. ძლიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მუსიკოსი ჟურნალ OK!-ისთან საუბრისას იხსენებს იმ რთულ პერიოდს, რომელიც საქართველოში გამოიარა. არაერთი დაბრკოლების შემდეგ, ლილიმ შეძლო აეხდინა ბავშვობის ოცნება და გამხდარიყო კომპოზიტორი, თუმცა ეს ყველაფერი მან ლოს ანჯელესში მოახერხა. ამერიკა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ქართველი გოგონა მიიღო, მისცა საშუალება დაემტკიცებინა საკუთარი ნიჭი და გაზრდილიყო მუსიკალურად.

 

პროფესია…

ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი კომპოზიტორი. მახსოვს, თუ როგორ ვწერდი პირად დღიურებში: „მე მინდა გავხდე კომპოზიტორი“. ნიჭიერთა ათწლედის ბოლო წელს გადავწყვიტე გამოცდები ჩამებარებინა კონსერვატორიაში. კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე 93 ქულა ავიღე სპეციალობაში, თუმცა სოლფეჯიოს ერთმა ქულამ გადაწყვიტა ყველაფერი… და სამწუხაროდ, ვერ მოვხვდი, რაც ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ჩემს ოჯახს კი ნამდვილად არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ მომდევნო წელსაც მოვემზადებინე გამოცდების ჩასაბარებლად. საკმაოდ ცუდად მახსენდება ეს პერიოდი, რადგან იყო ბულინგი − მასწავლებლები და ლექტორები მეუბნებოდნენ, რომ მე ეს ვერ შევძელი და ჩემი ადგილი მუსიკაში არ იყო. შემდეგ საკუთარი თავის ძიების პერიოდი მქონდა, მსურდა მეპოვა ძალა ჩემს თავში, რათა მქონოდა მოტივაცია. ერთი ვიცოდი, რომ გამოცდებს საქართველოში აღარასოდეს ჩავაბარებდი, რადგან პროფესიული მუსიკალური გარემო სავსე იყო უსამართლობით, ბულინგითა და ნეპოტიზმით. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და აშშ-ის ვიზაზე 3-ჯერ უარის შემდეგ ავიღე ამერიკის ვიზა.

 

 

ემიგრაცია…

მოგეხსენებათ, ემიგრაცია არ არის მარტივი. ემიგრაციაში მარტო ყოფნა რთულია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. შესაბამისად, მეც დრო დამჭირდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ახლა უკვე ჩემს ანგარიშზეა ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის დიპლომი, რომელიც ძალიან პრესტიჟული სასწავლებელია ლოს ანჯელესსა და ინგლისში. ეს არის Point Blank Music school. იმის გათვალისწინებით, თუ რა გამოვიარე საქართველოში, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ სოლფეჯიოსა და თეორიულ საგნებში ვიყავი ამ სკოლაში ერთ-ერთი ძლიერი სტუდენტი და ჩემს ამერიკელ კურსელებს ვეხმარებოდი მუსიკალური თეორიული სიძნელეების დაძლევაში. აღნიშნულმა სკოლამ შემძინა ცოდნა მუსიკის თანამედროვე ხერხებით შექმნის თვალსაზრისით, ასევე სანაცნობო წრე ლოს ანჯელესში და რაც მთავარია, უდიდესი მუსიკალური თავდაჯერებულობა.

 

დღეს…

დღეს ვცხოვრობ და ვსწავლობ ლოს ანჯელესში. ვფლობ 2 ინსტრუმენტს − ფორტეპიანოსა და ფლეიტას. ზემოთ აღნიშნული სკოლის დამთავრების შემდეგ, გამოცდები ჩავაბარე მუსიკალურ კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით, ძალიან მალე კი გავხდები ასოცირებული ხარისხის მფლობელი.

ვიღებ მონაწილეობას კონკურსში, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპის მასშტაბით − კინომუსიკა FMC contest 2022 (Film scoring category). თავად ფილმზე მუშაობა არ გახლდათ მარტივი, რადგან მოცემული იყო მონაკვეთები, რომლის მიხედვით უნდა გვეცვალა მუსიკალური განწყობა და ხასიათი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ გავართვი თავი, რადგან ჩემი კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ცოდნა მაძლევს საშუალებას უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს მუსიკალური თხრობის პროცესი.

 

 

რისგან იღებთ ყველაზე დიდ ინსპირაციას?

მუსიკის წერის ინსპირაცია არასოდეს არის ერთგვაროვანი, მაგრამ უმეტესად ჩემთვის ეს არის გახლავთ, სიტუაციები, რომლებსაც მოაქვს ემოციები და განცდები. მაგალითად, როცა რაღაც ემოციური ხდება ჩემს ცხოვრებაში, ან თუნდაც ჩემი საახლობლოს/სამეგობროს ცხოვრებაში, შემიძლია შინ შესვლისთანავე მივუჯდე ინსტრუმენტს და რაც „წამოვა“, იმ მომენტში დავწერო.

როგორ დაახასიათებდით ლილის ამერიკამდე… და ამერიკის შემდეგ…

ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ლილი ამერიკამდე იყო ძალიან მერყევი, ზედმეტად მიმნდობი და გაუბედავი. ამერიკამ კი მომცა უდიდესი თავდაჯერებულობა, გამბედაობა და ბევრი რამ გამააზრებინა, გადამაფასებინა. მინდა აღვნიშნო, რომ მიზანდასახულობა, ჟინი, შრომისმოყვარეობა და ადამიანობა ამერიკამდეც მქონდა და მის შემდეგაც მაქვს.

როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა საქართველოში?

საქართველოში ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული გასული საუკუნის 90-იანელთა ბავშვობისგან. გავიზარდე უმამოდ, მაგრამ დედაჩემის სწორმა აღზრდამ და დიდი სიყვარულით მოპყრობამ ჩამინაცვლა ყველა და ყველაფერი. დედა პატარაობიდან მექცეოდა ისე, როგორც დამოუკიდებელ ადამიანს, მუდამ მეკითხებოდა აზრს და რაც მთავარია, თითქმის ყოველთვის ითვალისწინებდა ჩემს შეხედულებას თუ სურვილს ნებისმიერ საკითხში − იქნებოდა ეს ოჯახური თემა თუ პირადი.

ჩემი ამერიკაში წასვლაც მისი დამსახურებაა. რომ არა ის, მე დღეს ალბათ არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ. ვფიქრობ, იშვიათია ასეთი ძლიერი დედა, რომელმაც შეძლო უსიტყვოდ გაეშვა ერთადერთი შვილი ამხელა გზაზე, ამერიკაში… მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, მინიმუმ 4-5 წელი ვერ მნახავდა და შინ ხმის გამცემიც კი არ ეყოლებოდა, ეს შეძლო, რადგან სჯეროდა ჩემი წარმატების.

 

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, რათა ქართველმა მსმენელმა კარგად გაგიცნოთ?

შემოქმედებითი კუთხით ამ ეტაპზე არ ვგეგმავ საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა ნებისმიერ შემოთავაზებას საქართველოდან სიამოვნებით მივიღებ და განვიხილავ. ასევე, სიამოვნებით ვითანამშრომლებ ქართველ რეჟისორებთან.

სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს: კონკურსები, ფესტივალები და რა თქმა უნდა, ჩემი კოლეჯის წარმატებით დამთავრება. ასევე, 2023 წლისთვის ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად ჩავუშვა საკუთარი პირველი საავტორო მუსიკალური კურსი, რასაც დიდი ხანია მთხოვენ ჩემი გულშემატკივრები, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახორციელებდი. თუმცა მომავალ წელს აუცილებლად გავაკეთებ კურსს, რომელიც დაფუძნებული იქნება ამერიკულ ცოდნაზე და რომელსაც სხვაგან და სხვასთან ქართულ ენაზე ვერ ნახავთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! როუზი ჰანტინგტონის მონოქრომული იმიჯი! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

April 16, 2021
#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

#OK! ვარსკვლავები ირჩევენ დევიდ კომას! სელებრითები ქართველი დიზაინერის სამოსით!

September 11, 2021
#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

#OK! Street Style ბელა ჰადიდი: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში!

July 27, 2021
#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

#OK! ჭიქა ღვინოსთან – ნინა პერტენავა (ვიდეო)

April 2, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! „Breaking Bad“-ის ვარსკვლავი RJ Mitte 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 15, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“  სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

#OK! „დიტო ცინცაძის ფონდი“ სიცოცხლისთვის ბრძოლის 13 წელი და ციფრებზე მეტი ისტორია

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები