OK! გთავაზობთ ინტერვიუს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან, რომელიც გაგაცნობთ 2023 წლის ტენდენციებს, გიამბობთ მოსალოდნელი მოვლენების შესახებ და მოგცემთ საინტერესო რჩევებს.
ბატონო მიხეილ, რისი წელი მოდის? გვესაუბრეთ 2023 წლის ტენდეციებზე…
ახალი წელი მეცამეტე ახალ მთვარეობაზე, 2023 წლის 22 იანვარს დგება – მოდის კატა-კურდღლის წელი. ლურჯი კატა-კურდღლის და არა შავის, როგორც ზოგიერთი ამბობს. ეს უკანასკნელი არის მისი მეორე ფერი. კატა ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჩინეთის გარდა, სადაც კურდღელს აღიარებენ. რადგან ჩვენ გვინდა მოვიცვათ მთლიანად აღმოსავლური კალენდარი, ვამბობთ კატა-კურდღლის წელს.
კატა-კურდღელი განეკუთნება წლის სტიქიას, აღმოსავლეთში კი წყლის ფერად ლურჯი ითვლება. სწორედ ამიტომ 2023 წლის ძირითადი ფერი არის ლურჯი, ცისფერი. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდ ყურადღებას უთმობენ რიტუალებს – თუ როგორ შეხვდეთ ახალ წელს. მნიშვნელოვანია, ამ დროს გავითვალისწინოთ ძირითადი ფერი – ლურჯი, ამ ფერის შეიძლება იყოს სამოსი, მაგიდის გადასაფარებელი ან ნაძვის ხის სათამაშო – ყველგან შეგვიძლია მისი გამოყენება. ასევე, მისაღებია შავი, თეთრი, მწვანე და ვერცხლისფერი, აქსესუარებიის სახით შეგიძლიათ წითელი ფერის გამოყენებაც, თუმცა დომინანტი ფერი უნდა იყოს ლურჯი.
2023 წელი ძალიან კარგია საოჯახო ურთიერთობებისა და გამრავლებისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ, კატაც და კურდღელი კი იცით, რომ კარგად მრავლდება, ასე რომ ეს წელი კარგი იქნება გამრავლებისთვის, რომელიც მოგვცემს ძალიან ჯანმრთელ და შემოქმედებით ბავშვებს.
ეს წელიწადი შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება, რადგან საკმაოდ რთული და აგრესიული ვეფხვის წლის მერე კატა გვაძლევს შედარებით მშვიდ წელიწადს – ძალების აღსადგენად. ასევე, გაძლიერდება ინტუიცია, ასე რომ მასზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება სწორი არჩევანის გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ კატა მკურნალია, ამიტომაც კარგი პერიოდი იქნება სამკურნალოდაც.
მოიმატებს ღამის ცხოვრება და გაძლიერდება თავისუფლებისადმი ლტოლვა. ადამიანებში იმატებს რომანტიზმი, ასევე სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი იქნება დიპლომატიური გზით.
აღსანიშნავია, რომ კატა-კურდღლის წელი კარგი იქნება სიახლეებისთვისაც, კარგია ადგილსამყოფელის შეცვლა, მოგზაურობა, ახალი პროფესიის ათვისება და სხვ.
საახალწლო მაგიდა …
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მაგიდაზე გვქონდეს სამი სიმბოლო – კატის, კურდღლის და ვეფხვის. ვეფხვის იმიტომ, რომ ახალი წელი დგება 22 იანვარს, მანამდე ჯერ კიდევ ვეფხვის წელი გრძელდება და ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მას. კარგი იქნება, თუ ვეფხვის სიმბოლოს წინ დავუდებთ ხორცის ნაჭერს, კატას – თევზსს და კურდღელს სტაფილოს. ეს იქნება ერთგვარი პატივისცემის გამოხატვა მათდამი, რითაც დავიმსახურებთ მათ კეთილგანწყობას, რაც შემდგომ წელზე აისახება. ეს რიტუალები კეთდება იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული წელი.
რომელი ზოდიაქოს ნიშანია წლის ფავორიტი?
აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებიდან მთავარი ფავორიტი იქნება კატა-კურდღლის წელს დაბადებული ადამიანი, შემდეგ თხის, ტახის, ხარის და გველის წელს დაბადებული. შედარებით რთული იქნება ცხენის, ვირთხის და მამლის წელს დაბადებული ადამიანებისთვის, დანარჩენებისთვის საშუალო.
ამ ყველაფერს კი უნდა შევუხამოთ დასავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშნები. აქ მთავარი ფავორიტი იქნება ვერძი და კურო. 2023 წელს ყველაზე დიდი შანსი წარმატების ამ ორ ნიშანს ექნება.
რაც შეეხება ზოდიაქოს 12 ნიშანს:
ვერძი – ამ ნიშნით დაბადებულებისთვის საუკეთესო პერიოდი იქნება. ვერძი, როგორც ლიდერი შეძლებს საუკეთესო თვისებების გამოვლენას, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას. შესაძლებელია ჩაერთოს ახალ ბიზნეს პროექტებში, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ვერძებო, ყურადღებით იყავით, რომ ზედმეტი სიხისტე, ამბიცია და სიჯიუტე არ გახდეს კონფლიქტის მიზეზი. სიფრთხილე გმართებთ ახალი რომანტიული ურთიერთობისას, რათა არ გადაეყაროთ უიღბლო სიყვარულს, რისი საშიშროებაც არსებობს.
კურო – წლის პირველ ნახევარში ეცადეთ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და საიდუმლო შეინახოთ. ინტერესი ეზოთერიის, ფილოსოოფიის და ფსიქოლოგიის მიმართ გაიზრდება. შესაძლებელია ახალი მეგობრების შეძენა, ასევე კარგი პერიოდია სამოგზაუროდ. წლის მეორე ნახევარში უფრო აქტიურები, დინამიურები და უშიშრები იქნებით, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და რეპუტაციას. ეს ყველაფერი კი მოგცემთ საშუალებას, გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები და იყოთ ძალიან წარმატებულები. ძალიან კარგი პერიოდია სიახლეებისთვის და ახალი საქმის წამოსაწყებად, თუმცა წელს არ უნდა განიხილოთ მემკვიდრეობის საკითხი. უნდა იყოთ მეტად ფრთხილი ნათესავებთან, რათა ერიდოთ კონფლიქტებს.
ტყუპები – კარგი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად, ასევე მეტი კონტაქტი მართებს ინტერნეტთან, სადაც შესაძლოა გაიცნოს ახალი ადამიანები. წლის მეორე ნახევარში მათ მოუწევთ ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოს შენახვა. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. ტყუპებო, ცოტა მეტი ტაქტი გმართებთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან, რათა არ დაგეძაბოთ ურთიერთობა მათთან.
კირჩხიბი – წლის პირველ ნახევარი კარგია კარიერული განვითარებისათვის. სიახლეების პერიოდია – ახალი ნაცნობობა, ახალი სამსახური და სხვ. მოერიდეთ ზედმეტ კაპიტალ დაბანდებებს. მთლიანობაში კარგი წელი გელით.
ლომი – წლის პირველი ნახევარი კარგია მგზავრობისთვის, უცხოელებთან საკონტაქტოდ და უცხოეთში სასწავლებლად. როგორც ლიდერი შეძლებთ თანამდებობის დაკავებას და კარიერულ განვითარებას. თუმცა სიფრთხილე გმართებთ შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან, შეიძლება არა სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მოერიდეთ ზღვარ გადასულ ამბიციას, ამპარტავნობას და სულსწრაფობას.
ქალწული – წლის მეორე ნახევარში უფრო აქტიური გახდება და უფრო მეტია წარმატების შანსი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საქმიანი მოლაპრაკებისთვის და ახალი ენის შესასწავლად. ქალწულებო, ფრთხილად იყავით სამეგობრო წრესთან, ზოგიერთი მეგობრის ჭორაობა შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი.
სასწორი – შემოქმედებითი მუშაობისთვის საუკეთესო დროა, ასევე კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. წლის მეორე ნახევარში გმართებთ საიდუმლოს დაცვა. ფინანსური კუთხითაც მეორე ნახევარი არ იქნება ცუდი. საყურადღებო იქნება მეგობრებთან ურთიერთობა, შესაძლოა ადგილი ქონდეს ღალატს. იყავით ფრთხილად ახალი საქმეების დაწყებასთან, კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტთ რამეს.
მორიელი – კარგია წელიწადია, ხელს უწყობს ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, კოლეგებთან ურთიერთგაგების ზრდას, რაც თავისმხრივ კარგია კარიერული განვითარებისთვის. მეორე ნახევარში გაიზრდება თქვენი ინტუიცია, დაბალანსდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. მეტი ყურადღება გმართებთ ხელმძღვანელებთან, რათა თქვენმა პირდაპირობამ არ შექმას დაძაბულობა მათთან.
მშვილდოსანი – კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში, ითამაშოთ ლატარია და გაიამრჯვოთ კიდეც. წლის მეორე ნახევარი კარგია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობისათვის. ყურადღება გმართებთ მგზავრობის დროს.
თხის რქა – ყურადღება უნდა გადაიტანოს სამშობლოზე, რადგან აქ არის ყველაზე მაღალი შანსი წარმატების. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობისთვის, კონკურსებში მისაღებად, ასევე შესაძლებელია თანამდებობაც დაიკავოთ. სიფრთხილე გმართებთ ფარულ მტრებთან, ინტრიგას ერიდეთ.
მერწყული – რაც შეიძლება მეტი კონტაქტი, მოლაპრაკება და შეხვედრა წარმატებისთვის. აქედან მიიღებთ მეტ ინფორმაციას, ჩამოაყალიბებთ პარტნიორულ ურთიერთობას და გაიჩენთ ახალ კონტაქტებს. მეტი ტაქტი გმართებთ სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობაში.
თევზები – წლის პირველი ნახევარი კარგია ფინანსების გასაუმჯობესებლად და მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობის გასაჩენად, ახალი იდეების რეალიზებისთვის, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება გმართებთ კოლეგებთან და ასევე ჯანმრთელობასთან.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ახალ წელს?
სანამ ახალი წელი დადგება, 15 წუთით ადრე დაანთეთ 7 სანთელი. უპირველესად, გაისტუმრეთ ძველი წელი, უთხარით მადლობა, შემდეგ კი თითოეული სანთლის ანთებისას ჩავიფიქროთ თითო სურვილი.
3 ცალი ორ ლარიანი და ერთი ერთ ლარიანი და შეგვიძლია მოვათავსოთ ყულაბაში, რომელიც სიმბოლურად იქნება კატის ან კურდღლის. როცა დადგება ახალი წელი ჩაუშვით ორ ლარიანები და თან ჩაუთქვით სურვილი – რა ფინანსური სარგებელი გინდათ რომ მიიღოთ, ზოგისთვის შეიძლება იყოს ჯეკპოტის მოგება ან ვალის გასტუმრება და სხვ. შეგიძლიათ 7 ცალი ერთ ლარიანი ჩაუშვათ.