• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქალი ლიდერები კლინიკა „რეპროარტის“ სათავეში

March 11, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„რეპროარტი“ არის ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, რომელსაც სათავეში ქალები უდგანან. აღნიშნული კლინიკა აერთიანებს არაერთ თანამშრომელს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების დასაქმებას. OK! გაესაუბრა კლინიკა „რეპროარტის“ და ახალი, ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის „გენომიქსის“ დამფუძნებელს, დირექტორს − ლიკა ჭყონიას, და დამფუძნებელს, დირექტორის მოადგილეს − ნინო ოკუჯავას, ბიზნესის დაწყების იდეის, სიახლეებისა და ქალი ლიდერის როლზე სხვადასხვა საქმიანობაში.

რას ნიშნავს, თანამედროვე მსოფლიოში იყო ქალი ლიდერი, ქალი ბიზნესლიდერი?

(ნინო ოკუჯავა):  ვფიქრობ, თანამედროვე მსოფლიოში ლიდერობა არა სქესზე, არამედ პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული და რასაკვირველია, იგივე ვრცელდება ბიზნესლიდერობაზეც.

როგორ გაჩნდა ბიზნესის წამოწყების იდეა?/ საიდან იღებს სათავეს ბიზნესი, რომელიც დღეს ასე წარმატებულია?

(ნინო ოკუჯავა):  როგორც ექიმი გენეტიკოსი, წლების განმავლობაში ჟორდანიას ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებს მკურნალობდნენ. შემდეგ, გარკვეული პერიოდით, მედიცინას ჩამოვშორდი, მაგრამ, როცა ლიკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა და რეპროდუქციული კლინიკის გახსნა შემომთავაზა, მის იდეას მაშინვე ავყევი.

(ლიკა ჭყონია):  ჩემი ბიზნესსაქმიანობა ჩემი პროფესიაა. უნაყოფობის მკურნალობის კუთხით მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დავიწყე. ეს კომპლექსური პროცესია და მასში, ექიმთან ერთად, ბიოლოგიც ინტენსიურადაა ჩართული. პაციენტის პრობლემის მოგვარებაც სწორედ ამგვარი ტანდემის დახმარებით ხდება. თუმცა, ქართულ მულტიპროფილურ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობდი, უნაყოფობის მკურნალობა წამყვანი მიმართულება არ იყო, ამიტომ ცოდნა პრაქტიკაში უფრო შედეგიანად რომ გადმომეტანა და საქმიანობა მეტად წარმატებული გამეხადა, სპეციალიზებული კლინიკის ჩამოყალიბება გადავწყვიტე. ასე გაიხსნა „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“, რომელიც 2012 წლიდან მართლაც წარმატებით ფუნქციონირებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ უცხოეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც ემსახურება.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც თქვენს პროფესიას ახლავს…

(ლიკა ჭყონია):  ამ შეკითხვაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფ და ემბრიოლოგიის სირთულეებით დავიწყებ. ემბრიოლოგი − ეს არის პროფესია, რომლისთვისაც სიახლეების საქმის კურსში მუდმივი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ სფეროში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ქვეყნდება და გადატვირთული სამუშაო რეჟიმისა და პანდემიის პირობებში, ყველაფრის გაცნობა მარტივი არ არის. ამავდროულად, ჩვენს პროფესიაში აუცილებელია, რომ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ფლობ, ლაბორატორიაში ზუსტად და შეუცდომლად შეასრულო. აქ უბრალოდ არ გაქვს უფლება, შეგეშალოს.

რაც შეეხება სირთულეებს, რომლებიც ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, არსებობს, ისინი მხოლოდ ჩვენს კლინიკას არ ეხება და ზოგადად, ქვეყანაში სტატისტიკის არარსებობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობის სტატისტიკის წარმოება საქართველოში არ ხდება, ამიტომ ის პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის. ბუნებრივია, ეს ეთიკური კონკურენციის შესაძლებლობას არ გვაძლევს. „რეპროარტის“ ორსულობის მაჩვენებლების ოფიციალურად წარდგენა რომ შეგვეძლოს, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და შედეგებს რიცხვებზე დაყრდნობით წარმოვაჩენდით. ამას გარდა, დღევანდლამდე არ არის მოწესრიგებული რეპროდუქციული მედიცინის საკანონმდებლო ბაზა, რაზე მუშაობაშიც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით.

 

რას ნიშნავს თქვენთვის, საკუთარი საქმიანობით წვლილი შეგქონდეთ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში?

(ნინო ოკუჯავა):  „რეპროარტი“ არის ქართულ-ამერიკული ჰოლდინგის წევრი, რომელიც სამ კლინიკას, ახლა უკვე გენეტიკის ლაბორატორია „გენომიქსსა“ და კიდევ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. ეს უპირველესად ბევრ დასაქმებულ ადამიანსა და შესაბამისად, დასაქმების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობას ნიშნავს. ამავდროულად, ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავდა უცხოელი პაციენტები, რომლებიც სამკურნალოდ სწორედ საქართველოში ჩამოდიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ „რეპროარტში“ იგივე ხარისხის მკურნალობას იღებდნენ, როგორიც მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებშია. რა თქმა უნდა, ამ პაციენტების საქართველოში ჩამოსვლას სხვა სარგებელიც მოჰქონდა. კერძოდ, იგი ეხმარებოდა შიდა ტურიზმის განვითარებას, რაც ასევე ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ წვლილად უნდა განვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ პანდემიის შემდეგ, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავაც შესაძლებელი იქნება.

მოგვიყევით კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე. როგორ შეაჯამებთ 2020 წელს? რა შეაფერხა და რა გამოავლინა არსებულმა ვითარებამ?

(ლიკა ჭყონია):  2020 წელი ყველასთვის მძიმე იყო. თავდაპირველად, მხოლოდ პაციენტებისა და პერსონალის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდით, ამიტომ გარკვეული პერიოდი ონლაინ კონსულტაციებიც გვქონდა. შემდეგ, როცა პირველმა შოკმა გაიარა და სიტუაცია შევაფასეთ, მივხვდით, რომ უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვით, პაციენტების ადგილზე მიღებაც შეგვეძლო. ჩვენც და ისინიც შევეჩვიეთ COVID-19-ის არსებობას და გადავედით ასეთ რეჟიმზე: ცხოვრება გრძელდება, ოღონდ − დამატებითი წესების დაცვით. გარდა ამისა, პაციენტების დამატებითი კომფორტის მიზნით, დისტანციური სერვისები, ტელემედიცინა და „რეპროარტის“ დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ბინაზე გამოძახებაც განვავითარეთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიამ უცხოელი პაციენტების ჩამოსვლა შეაფერხა, რაც არა მარტო შემოსავლების თვალსაზრისითაა ცუდი, არამედ თავად ამ პაციენტებსაც რთულ ემოციურ მდგომარეობაში აყენებს. მათ საქართველოში დატოვეს იმედი, რომელთა რეალიზებაში ჩვენც ვერ ვეხმარებით და ამას ძალიან განვიცდით. სამწუხაროდ, თუ ადრე შეგვეძლო, რომ პროცედურები პაციენტების ჩამოსვლის გარეშე ჩაგვეტარებინა და მკურნალობის შედეგად დაბადებული ბავშვები მშობლებს შემდეგ წაეყვანათ, როგორც 2020 წელს მოხდა, ახლა ეს აკრძალულია. არადა, რეალურად შესაძლებელია პროცესის უსაფრთხოდ და სწორად მართვა ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

(ნინო ოკუჯავა):  პანდემიის მიუხედავად, „რეპროარტში“ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს − დავაფუძნეთ და გავხსენით „გენომიქსი“, ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი, სადაც ჩართულნი არიან საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები. „გენომიქსი“ პერსპექტივაში მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტად ტრანსფორმირდება. ამჟამად აქ PCR-მეთოდით COVID-19-ის დიაგნოსტიკა ტარდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი საქმიანობაც წარმატებით განვითარდება.

ყველაზე დიდი წვლილი თქვენს წარმატებაში ვის ან რას მიუძღვის?

(ნინო ოკუჯავა):  ალბათ, ჩვენს ოჯახებს, რომლებიც საჭირო უნარებისა და განათლების მიღებაში დაგვეხმარნენ.

გრჩებათ თავისუფალი დრო? როგორ ატარებთ?

(ლიკა ჭყონია):  საერთოდ, მოგზაურობა მიყვარს, თუმცა ახლა ეს შეუძლებელი გახდა.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.

(ლიკა ჭყონია):  ახლა გეგმების განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენი თაობის ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ისეთი მომენტი, როდესაც არ ვიცოდით, მომავალი როგორი იქნებოდა. ამჟამადაც ასეა. თუმცა, უკვე იმასაც მივეჩვიეთ, რომ პრობლემების მიუხედავად, ცხოვრება და განვითარება უნდა გავაგრძელოთ.

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სპორტული ფეხსაცმელი და Chanel – როგორ დაარღვია კრისტენ სტიუარტმა კანის დრესკოდი 

#OK! სპორტული ფეხსაცმელი და Chanel – როგორ დაარღვია კრისტენ სტიუარტმა კანის დრესკოდი 

May 20, 2026
#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

#OK! ნიკოლა სარკოზიმ თავისი 20-დღიანი პატიმრობის შესახებ წიგნი დაწერა

November 24, 2025
#OK! კრისტიან დიორის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! კრისტიან დიორის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

March 10, 2021
#OK! პერიზ ჰილტონი და კარტერ რუმი: წყვილმა ზაფხული საფრანგეთში გაატარა!

#OK! პერიზ ჰილტონი და კარტერ რუმი: წყვილმა ზაფხული საფრანგეთში გაატარა!

September 6, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები

ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები

September 2, 2026
#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 2, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები