• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ჯანმრთელი კანი ყოველთვის უფრო ლამაზია – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სახის მოვლისა და ინექციების დროს

November 21, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კანის მოვლა მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტების შერჩევა, ხოლო ინექციური პროცედურა – უბრალოდ, სილამაზის სერვისი არ არის. სწორი დიაგნოზი, ინდივიდუალური მიდგომა, პროფესიონალის გამოცდილება და, რაც მთავარია, ზომიერება – ეს ის პრინციპებია, რომლებიც ჯანსაღი და ბუნებრივი შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი კანის „მოსმენა“, რა შეცდომებს ვუშვებთ ყოველდღიურ რუტინაში, როგორ გავიგოთ, ნამდვილად გვჭირდება თუ არა ინექციური ჩარევა და რატომ შეიძლება პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი სწორედ პროცედურაზე უარის თქმაც იყოს – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესთეტიკოსი სოფიო თოიძე და ინექციური ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, ექიმი თამარ შანშიაშვილი ჟურნალ OK-ის სტატიაში გვესაუბრებიან.

 

ქალბატონო სოფიო, თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კანზე ზრუნვისას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ჩემი გამოცდილებით, კანის მოვლა, კრემით კი არა, საკუთარი კანის მოსმენით იწყება. ხშირად ადამიანები ეძებენ  „საუკეთესო“ პროდუქტს, მაშინ როცა მთავარი კითხვა უნდა იყოს: რა სჭირდება ჩემს კანს დღეს? კანი ცოცხალი ორგანოა და მისი მდგომარეობა  მუდმივად იცვლება, ასაკის, ჰორმონალური ფონის, სეზონის, სტრესისა და ცხოვრების წესის მიხედვით. ბევრი პროდუქტი არ ნიშნავს კარგ მოვლას. სწორი დიაგნოზი, თანმიმდევრული მოვლის წესი და ზომიერება გაცილებით მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დაბერების პროცესს ვერ შევაჩერებთ. მთავარია,  ასაკთან შესაბამისად გამოვიყურებოდეთ და ჰარმონიაში ვიყოთ ჩვენს თავთან მიმართებაში.

რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალთან კონსულტაცია მანამ, სანამ ადამიანი საკუთარ თავზე სხვადასხვა პროდუქტსა თუ პროცედურას გამოცდის?

დღეს ინფორმაცია ყველასათვის მისაწვდომია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცოდნას. პროფესიონალთან კონსულტაცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ყველა პროცედურა უნდა ჩაიტაროს. პირიქით, პროფესიონალის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, რომ გითხრათ რა არ გჭირდებათ. მე ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს: ნუ აირჩევთ პროცედურას მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოდურია ან სხვას კარგი შედეგი მისცა.

 

როგორც ესთეტიკოსი, რა შეცდომებს ამჩნევთ ყველაზე ხშირად პაციენტების ყოველდღიურ რუტინაში და რის შეცვლას ურჩევდით მათ?

ყველაზე ხშირად ვხედავ ერთ შეცდომას – ადამიანებს სურთ სწრაფი შედეგი. ამიტომ საჭიროა სახლში მოვლის სისტემის სწორად შერჩევა. ასევე, სპეციალისტის მიერ უნდა იყოს შერჩეული პროდუქცია, რომელიც კონკრეტული კანის სტრუქტურისთვის არის მიზანშეწონილი. კანს სჭირდება საბაზისო, სწორად შერჩეული მოვლა, მზისგან დაცვა. ხშირად, პროფესიონალთან დროული კონსულტაცია ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ათი სხვადასხვა ქილა თაროზე. ყველაზე მთავარია – ნუ მოვთხოვთ კანს იმაზე მეტს, ვიდრე მას შეუძლია. ჯანმრთელი კანი ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე ზედმეტად „დამუშავებული“.

 

თამარ, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პაციენტმა ინექციური პროცედურის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს?

ჩემი აზრით, ინექციური პროცედურის არჩევისას პაციენტმა, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს, რომ ეს არ არის უბრალოდ სილამაზის სერვისი – ეს არის სამედიცინო პროცედურა, რომელსაც აქვს კონკრეტული ჩვენებები, უკუჩვენებები და შესაძლო გართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა პრეპარატი კეთდება, არამედ ვინ, რატომ და როგორ აკეთებს მას. პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ექიმის კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, გამოყენებული პრეპარატის ხარისხსა და წარმომავლობას, პროცედურის უსაფრთხოების სტანდარტებს და, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად ინდივიდუალურად არის შედგენილი მკურნალობის გეგმა. ჩემთვის ესთეტიკურ მედიცინაში კარგი შედეგი არ ნიშნავს სახის შეცვლას, პირიქით, საუკეთესო შედეგია, როდესაც შენარჩუნებულია ადამიანის ინდივიდუალობა, მიმიკა და ბუნებრივი პროპორციები, ხოლო ჩარევა მხოლოდ აუმჯობესებს იმას, რაც უკვე ლამაზია.

 

რა მნიშვნელობა აქვს ექიმის გამოცდილებასა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას ინექციური ესთეტიკური მედიცინის სფეროში?

უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ინექციური ესთეტიკური მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება – იცვლება ტექნიკები, ჩნდება ახალი პრეპარატები, ღრმავდება ჩვენი ცოდნა ანატომიის, ქსოვილების დაბერებისა და გართულებების მართვის შესახებ. მხოლოდ მრავალწლიანი პრაქტიკა საკმარისი არ არის. ექიმი მუდმივად უნდა სწავლობდეს, ესწრებოდეს პროფესიულ კონგრესებსა და ტრენინგებს, ეცნობოდეს თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებს და კრიტიკულად აფასებდეს ახალ მეთოდებს.

ჩემი გამოცდილებით, პროფესიონალიზმი მხოლოდ ლამაზი შედეგის შექმნის უნარი არ არის. ექიმმა უნდა იცოდეს, როდის გააკეთოს პროცედურა, როგორ შეამციროს რისკები, როგორ ამოიცნოს გართულება ადრეულ ეტაპზე და როგორ მართოს ის სწორად. ზოგჯერ პროფესიონალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება სწორედ ის არის, რომ ექიმმა იცის, როდის არ უნდა გააკეთოს ინექცია.

 

როგორც ექიმი, როგორ აფასებთ, ნამდვილად სჭირდება თუ არა პაციენტს კონკრეტული ინექციური პროცედურა და რა შემთხვევაში ურჩევთ მას უარის თქმას?

ჩემთვის ნებისმიერი პროცედურა იწყება არა ინექციით, არამედ კონსულტაციით. ვაფასებ პაციენტის ანატომიას, სახის პროპორციებს, კანისა და რბილი ქსოვილების მდგომარეობას, ასაკობრივ ცვლილებებს, სამედიცინო ისტორიას და, რა თქმა უნდა, მის სურვილსა და მოლოდინებს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგო, რატომ სურს ადამიანს კონკრეტული ცვლილება. ზოგჯერ პაციენტი მოდის უკვე განსაზღვრული მოთხოვნით, თუმცა შეფასების შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მისთვის სხვა მიდგომაა უფრო მიზანშეწონილი, ან საერთოდ არ არის საჭირო ინექციური ჩარევა. უარს ვამბობ პროცედურაზე, როდესაც არსებობს სამედიცინო უკუჩვენება, როდესაც მოთხოვნილი ჩარევა დაარღვევს სახის ბუნებრივ პროპორციებს, როდესაც შედეგის მიმართ მოლოდინი არარეალისტურია ან როდესაც ვფიქრობ, რომ პროცედურა პაციენტს რეალურ ესთეტიკურ სარგებელს არ მოუტანს. ექიმის პასუხისმგებლობა მხოლოდ პაციენტის სურვილის შესრულება არ არის. ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – არ გავაკეთოთ ზედმეტი. ესთეტიკურ მედიცინაში ზოგჯერ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ პროცედურაზე უარის თქმაა.

 

ტექსტი:  მარიამ შულაია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა
ინტერვიუ

#OK! იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – სალომე ბასილაძის გზა

November 23, 2026
#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი
ინტერვიუ

#OK! შრომა, რწმენა და ადამიანების გაძლიერება – სალომე სამუშიას წარმატების ამბავი

November 23, 2026
#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე
ინტერვიუ

#OK! გზა საკუთარი თავის აღმოჩენამდე – ანუკა ცუცუნაშვილის ამბავი ცოდნაზე, გამბედაობასა და ოცნების ერთგულებაზე

November 23, 2026
#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა
ინტერვიუ

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

#OK! ბელა ჰადიდმა, ნაომი კემპბელმა და ირინა შეიკმა ნიუ-იორკის ქუჩებში მოდური ჩვენება გამართეს

April 10, 2021
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

#OK! მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ქალი

March 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

#OK! ინფლუენსერის ბიუთი-რუტინა – სალი დავითაშვილი

November 17, 2026
#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

#OK! ილია თოფურიას ახალი რჩეული – რა ვიცით „სუხიშვილების“ ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ

November 22, 2026
#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა  და ადამიანებს შორის

#OK! MEDFRIEND – სანდო კავშირი სამედიცინო სფეროსა და ადამიანებს შორის

November 21, 2026
#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული  გზამკვლევი ერთ წიგნში

#OK! კლასიკური კოსმეტოლოგიის საფუძვლები – ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული გზამკვლევი ერთ წიგნში

November 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები