• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ჯონ ლენონი 86 წლის გახდებოდა – საინტერესო ფაქტები ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრებიდან

October 9, 2026
საკითხავი დრო: 7 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

9 ოქტომბერი ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის დაბადების დღეა – ლენონის ცხოვრება მხოლოდ მსოფლიო ჰიტებითა და თაყვანისმცემლებით არ შემოიფარგლება – იყო რთული ბავშვობა, სიყვარული, ოჯახური დრამები, ხმაურიანი განცხადებები და პოლიტიკური აქტივიზმი.

OK! Magazine გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მუსიკოსის ცხოვრებიდან, რომლებიც მის პიროვნებასა და შემოქმედებას ახლებურად დაგანახებთ.

მუსიკა დედამ შეაყვარა

 

ჯონ ლენონის ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. მამა, ალფრედ ლენონი, შვილს იშვიათად ნახულობდა, მოგვიანებით კი მის აღზრდაში მონაწილეობა თითქმის შეწყვიტა. მუსიკოსი ძირითადად დეიდასთან, მიმი სმითთან იზრდებოდა, თუმცა დედასთან, ჯულია ლენონთან, ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა.

სწორედ ჯულიამ ასწავლა შვილს ბანჯოზე დაკვრა და ელვის პრესლის მუსიკის სიყვარული გაუღვივა. 1957 წელს მან ჯონს პირველი გიტარაც უყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დეიდა მიმი მუსიკალურ კარიერას სერიოზულ პროფესიად არ მიიჩნევდა, მოგვიანებით ლენონი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი გახდა.

 

შეხვედრა პოლ მაკარტნისთან და ისტორიის დასაწყისი

 

1957 წლის 6 ივლისს, ლივერპულში, წმინდა პეტრეს ეკლესიის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე 15 წლის პოლ მაკარტნი ჯონ ლენონის ჯგუფის, The Quarrymen-ის, გამოსვლას დაესწრო – ეს შეხვედრა ორივეს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

მალევე პოლი ჯგუფს შეუერთდა, მოგვიანებით კი მათ ჯორჯ ჰარისონიც დაემატა. ასე დაიწყო თანამშრომლობა, რომელმაც საბოლოოდ „ბითლზის“ შექმნამდე მივიდა.

პირველი ქორწინება და რთული ურთიერთობა შვილთან

1962 წელს ლენონმა სინტია პაუელზე იქორწინა, რომელსაც ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას შეხვდა. წყვილს ერთი ვაჟი, ჯულიან ლენონი შეეძინა.

ჯონისა და სინტიას ქორწინება 1968 წელს დასრულდა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსის ცხოვრებაში იოკო ონო გამოჩნდა. ჯულიანისთვის მშობლების დაშორება მტკივნეული აღმოჩნდა. მთელი ცხოვრება მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა და არაერთხელ უთქვამს, რომ ბავშვობაში ჯონისგან სათანადო ყურადღებასა და სითბოს ვერ იღებდა.

საინტერესოა, რომ ჯულიანი თავადაც მუსიკოსი გახდა, დამოუკიდებელი კარიერა შექმნა და ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Too Late for Goodbyes და Saltwater.

„ბითლზი უფრო პოპულარულია, ვიდრე იესო“ – განცხადება, რომელმაც სკანდალი გამოიწვია

 

1966 წელს ჯონ ლენონის ერთ-ერთმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრიტანელმა მუსიკოსმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბითლზი იესოზე პოპულარული იყო. მისი სიტყვები განსაკუთრებით მწვავედ მიიღეს შეერთებულ შტატებში. რელიგიურმა ჯგუფებმა კი მის მუსიკის წინააღმდეგ კამპანიაც წამოიწყეს.

 

„Imagine“ – სიმღერა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოდ იქცა

 

ჯონ ლენონის სოლო კარიერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, „Imagine“, 1971 წელს გამოვიდა.კომპოზიცია მხოლოდ მუსიკალური ჰიტი არ ყოფილა. დროთა განმავლობაში ის მშვიდობის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა. დღესაც კი სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენებსა თუ სამახსოვრო ღონისძიებებზე სრულდება.

 

იოკო ონოსთან ურთიერთობამ მისი ცხოვრება და შემოქმედება შეცვალა

 

ლენონი იაპონელ ხელოვან იოკო ონოს 1966 წელს შეხვდა. მათი ურთიერთობა მალევე რომანტიკულ კავშირში გადაიზარდა, 1969 წელს კი დაქორწინდნენ. წყვილი ერთად მონაწილეობდა მშვიდობის მხარდამჭერ კამპანიებში.

მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი 1969 წელს ამსტერდამსა და მონრეალში გამართული ე.წ. Bed-In for Peace იყო – მშვიდობის პროტესტი, რომლის დროსაც ლენონი და ონო სასტუმროს საწოლში ისხდნენ და ჟურნალისტებს ომის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციაზე ესაუბრებოდნენ.

მათი ურთიერთობა საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო. იოკო ონოს ხშირად „ბითლზის“ დაშლაშიც კი ადანაშაულებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტოები აღმოაჩინეს

 

 

 

#OK! ჯონ ლენონის იშვიათი და ბევრისთვის აქამდე უცნობი 16 ვინტაჟური ფოტო არქივიდან

 

 

ასევე გაეცანი

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა
OK! კულტურა

#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა

November 2, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები
OK! კულტურა

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები