პარიზის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის, ბრენდის Situationist-ის ახალი კოლექცია ვიხილეთ. 6 ოქტომბერს გამართულ ჩვენებაზე 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია საერთაშორისო მოდის ინდუსტრიის არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო.
Situationist-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე პოდიუმზე სამი ქართველი მოდელი – ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი, მატილდა გვარლიანი და სანდრო ვეფხვაძე – გამოჩნდა. მათთან ერთად შოუში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიც არიან პალომა ელსესერი, მალგოსია ბელა და ანჯელინა კენდალი.
Situationist ირაკლი რუსაძემ 2016 წელს თბილისში დაარსა. ბრენდის მთავარი მიმართულება მკაფიო სილუეტები, დახვეწილი თარგი და ხელით დამზადებული სამოსია. მისი თითოეული ნივთი თბილისის ატელიეში იქმნება. აღსანიშნავია, რომ ბრენდი მასობრივ წარმოებაზე უარს ამბობს – თითოეული სამოსი უნიკალურია და მასზე იმ მკერავის ხელმოწერაც არის, რომელმაც კონკრეტულ ნივთზე იმუშავა.
Situationist-ის საერთაშორისო აღიარება სიახლე არ არის. ბრენდი პარიზში კოლექციებს 2021 წლიდან წარადგენს, ხოლო მის სამოსს წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი სახეებიც ირგებდნენ, როგორებიც არიან ბელა ჰადიდი, ბიონსე და დოიჩი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე











