• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბელა ჰადიდი – მძიმე დაავადება, პლასტიკური ოპერაციები და ფსიქოლოგიური პრობლემები: სუპერმოდელის ცხოვრება პოდიუმის მიღმა

October 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

9 ოქტომბერს ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი 30 წლის გახდა – ქალი, რომელმაც თავისი გარეგნობითა თუ სტილით თანამედროვე მოდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თუმცა, კამერების წინ თავდაჯერებული იმიჯის მიღმა იმაზე უფრო რთული ცხოვრება იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

 

იზაბელა ხაირ ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში დაიბადა. იგი პალესტინური წარმოშობის უძრავი ქონების დეველოპერის, მოჰამედ ჰადიდისა და ყოფილი მოდელის, იოლანდა ჰადიდის ქალიშვილია.

ბელას უფროსი და, ჯიჯი ჰადიდი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია, ხოლო უმცროსი ძმა, ანვარი, ასევე სამოდელო სფეროში საქმიანობს.

მამის პირველი ქორწინებიდან ბელას ორი უფროსი ნახევარდა, მარელი და ალანა ჰადიდებიც ჰყავს.

მშობლების განქორწინების შემდეგ, ბავშვები ძირითადად დედასთან, მალიბუში იზრდებოდნენ, მამასთან კი დროს პერიოდულად ატარებდნენ.

 

 

ბელა ადრეული ასაკიდან ცხენოსნობით იყო გატაცებული. მეტიც, სურდა, პროფესიონალი მხედარი გამხდარიყო და ოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა. ცხენებთან ურთიერთობა მისთვის უბრალო ჰობი არ ყოფილა – ეს იყო საქმიანობა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობდა და რომელიც სამოდელო სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობდა.

თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემებმა მისი გეგმები შეცვალა…

 

 

ლაიმის დაავადება

ბელა ჰადიდის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ლაიმის დაავადებას უკავშირდება.

დაავადება, რომელიც ტკიპის ნაკბენით იწყება და შეიძლება  ქრონიკულ მდგომარეობაში გადაიზარდოს, 2012 წელს დაუდგინეს. იგივე დიაგნოზი ექიმებმა მის დედასა და ძმასაც დაუსვეს. მას შემდეგ ბელამ საჯაროდ ისაუბრა იმაზე, როგორ იმოქმედა ლაიმის დაავადებამ მის ცხოვრებაზე.

 

 

„პატარა მე, რომელიც ვიტანჯებოდი, ძალიან ვიამაყებდი ჩემი ზრდასრული თავით, რომ არ დავნებდი“, – დაწერა მან Instagram-ზე 2023 წელს და დასძინა, რომ 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა.

„სანამ ვცდილობდი, რომ ჩემს ოჯახი და იმ ადამიანებს, ვინც მხარს მიჭერდნენ, ჩემით ეამაყათ, ცხოვრება დროთა განმავლობაში გაუარესდა, ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ახსნა არ შემიძლია. იყო ასეთი სევდიანი და ავადმყოფი,  როცა გარშემო ამდენი შესაძლებლობა და სიყვარულია, ალბათ ყველაზე გაუგებარი რამ იყო, რაც კი ოდესმე გამომიცდია“ – აღიარა მოდელმა.

„სამყარო სხვადასხვანაირად არის მოწყობილი: ზოგჯერ ლამაზია, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ თუ გიჭირს, ოდესმე ყველაფერი გამოსწორდება. უნდა გაძლიერდე, შენი გზის და არჩევანის ირწმუნო და ღრუბლები დაიწყებენ გაფანტვას“.

 

 

ლაიმის დაავადებას გარკვეული ტიპის ტკიპების ნაკბენი იწვევს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, სახსრების ტკივილსა და ნევროლოგიურ პრობლემებს. დაავადების გამოვლინება და მიმდინარეობა ინდივიდუალურია.

კარიერა

ბელა ჰადიდის სამოდელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როდესაც IMG Models-თან კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც Parsons School of Design-ში ფოტოგრაფიის შესწავლა სურდა. თუმცა, კარიერული შესაძლებლობები იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ სწავლაზე უარის თქმა და მოდელობაზე კონცენტრირება გადაწყვიტა.

 

 

2015 წელს ბელა ტომ ფორდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა, რის შემდეგაც მისით მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები დაინტერესდნენ.

2022 წელს British Fashion Council-მა ბელა წლის მოდელად დაასახელა. ეს აღიარება მისი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

თუმცა წარმატებულ კარიერას უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა – 2022 წელს Vogue-სთან ინტერვიუში დეპრესიაზე, შფოთვაზე, კვებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საკუთარ თავთან ხანგრძლივ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ხშირად მქონდა განცდა, რომ სხვების მოლოდინებს უნდა მოვრგებოდი და ყველასთვის მოსაწონი ვყოფილიყავი. მოდის ინდუსტრიაში, სადაც გარეგნობა მუდმივად ფასდება, ეს ზეწოლა კიდევ უფრო მძაფრდებოდა.“

 

 

პლასტიკური ოპერაცია

ბელა ჰადიდის გარეგნობა წლების განმავლობაში ინტერნეტში ყველაზე განხილვადი   თემა იყო – თუმცა, მნიშვნელოვანი თავად ბელას მიერ გაკეთებული განცხადებებია.

2022 წელს Vogue-სთან ინტერვიუში მოდელმა პირველად ღიად დაადასტურა, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია 14 წლის ასაკში გაიკეთა. ისიც აღიარა, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებას ნანობს.

 

 

„ნეტავ, ჩემი წინაპრების ცხვირი შემენარჩუნებინა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩემს გარეგნობას შევეჩვეოდი“.

მანამდე მის გარეგნობასთან დაკავშირებული ცვლილებები ხშირად სხვადასხვა ქირურგიულ ჩარევას მიეწერებოდა. თავად მოდელი კი ამბობს, რომ მისი სახის შესახებ გავრცელებული ვარაუდების დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

 

უარყო თვალების პლასტიკური ოპერაციისა და ფილერების გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობები და განამრტა, რომ თვალების ვიზუალური ეფექტის მისაღებად სახის სპეციალურ ლენტს იყენებდა – ეს ხერხი მაკიაჟსა და ფოტოსესიებში ფართოდ გამოიყენება.

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა
OK! კულტურა

#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა

November 2, 2026
#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები
OK! კულტურა

#OK! ვინ არის სანდრო ბაზაძის მეუღლე და როგორია ქართველი მოფარიკავის ოჯახური ცხოვრება – სპორტული წარმატებები და პირადი ამბები

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

#OK! SWAG – ჯასტინის სოლო დაბრუნება და ჰეილის როლი ალბომის შექმნაში

July 18, 2025
#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! Fornasetti

#OK! Fornasetti

May 1, 2022
#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

#OK! ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო შეიძინა

June 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

#OK! Halloween: უძველესი კელტური ტრადიციიდან თანამედროვე დღესასწაულამდე

October 30, 2026
#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები