ვენეციის 83-ე კინოფესტივალზე, რომელიც 2-დან 12 სექტემბრამდე მიმდინარეობს, მსახიობებმა და მოდელებმა უკვე არაერთი დასამახსოვრებელი ლუქი წარმოადგინეს – კლასიკური ჰოლივუდური გლამურიდან თამამ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებამდე.
წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებით გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც – მოდის სახლების არქივებიდან ამოღებული ძველი დიზაინები. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კენდალ ჯენერია, რომელმაც 1995 წლის Armani-ის კაბა აირჩია, თუმცა გამორჩეული ლუქებით ყურადღება არაერთმა სხვა ცნობილმა ქალმაც მიიქცია.
კენდალ ჯენერი — Giorgio Armani

მოდელმა Giorgio Armani-ის 1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ოქროსფერი, ყვავილებიანი კაბა აირჩია.
ვინტაჟური დიზაინი მთლიანად მბზინავი მძივებითა და ყვავილოვანი მოტივებით იყო გაფორმებული და ჯენერის სილუეტს განსაკუთრებულად გამოკვეთდა.
2026 წელს ჯენერი Emporio Armani-ის გლობალური ამბასადორი გახდა.
ამალ კლუნი — Haider Ackermann for Tom Ford

ამალ კლუნიმ ფესტივალის გახსნის საღამოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ლუქი შეარჩია. მას Haider Ackermann-ის მიერ Tom Ford-ისთვის შექმნილი შავი კაბა ეცვა.
ვიტორია ჩერეტი — Armani Privé

იტალიელმა მოდელმა„Wild Horse Nine“-ის პრემიერაზე Armani Privé-ის ხავერდის კაბა მოირგო. ვიტორია წელს Armani Beauty-ის ამბასადორია.
ნიკოლა პელც ბექჰემი — Balenciaga

ნიკოლა პელც ბექჰემი Kinéo Awards-ის წითელ ხალიჩაზე Balenciaga-ს Haute Couture-ის კოლექციის შთამბეჭდავი იისფერი კაბით ვიხილეთ.
სუკი უოთერჰაუსი — Saint Laurent

უოთერჰაუსმა Saint Laurent-ის 2026 წლის Pre-Fall კოლექციის ოქროსფერი მინი-კაბა მოირგო.
ირინა შეიკი — Dolce & Gabbana

ირინა შეიკი „The Echo Chamber“-ის პრემიერაზე Dolce & Gabbana-ს შავი კაბით გამოჩნდა.
ევერ ანდერსონი — Dior

მილა იოვოვიჩის ქალიშვილმა, ევერ ანდერსონმა, ვენეციის წითელ ხალიჩაზე Dior-ის დიზაინი აირჩია.
ალისია ვიკანდერი — Louis Vuitton

ალისია ვიკანდერი „The Echo Chamber“-ის პრემიერაზე Louis Vuitton-ის პასტელისფერი მწვანე კაბით გამოჩნდა და საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და რომანტიკული ლუქი შექმნა.
ბავიტა მანდავა — Chanel

ინდოელი მოდელი ბავიტა მანდავა ვენეციის კინოფესტივალზე Chanel-ის Resort 2027 კოლექციის ლუქით გამოჩნდა.
ჯორჯინა როდრიგესი — Gucci

წითელი ხალიჩისთვის ჯორჯინამ Gucci-ს მუქი ლურჯი, ტანზე მომდგარი კოსტიუმი მოირგო.
მეგი ჯილენჰოლი — Celine

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა მეგი ჯილენჰოლმა გახსნის საღამოსთვის Celine-ის შავი, გრძელი კაბა აირჩია.
სიდნი სვინი — Giorgio Armani

2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე სვინი Armani Beauty-ის ამბასადორის სტატუსით იმყოფებოდა. მსახიობმა ამავე ბრენდის 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ვინტაჟური კაბა მოირგო.
ლორა დერნი — Dior

ლორა დერნმა „Wild Horse Nine“-ის პრემიერაზე არჩევანი Dior-ის შავ კაბაზე გააკეთა.
მარიაკარლა ბოსკონო — Chanel

ვენეციის წითელ ხალიჩაზე მარიაკარლა ბოსკონომ ყურადღება Chanel-ის Cruise 2026/27 კოლექციის გამორჩეული კაბით მიიქცია. შთამბეჭდავი დიზაინი შავ-თეთრ „newspaper print“-ს, ასიმეტრიულად შეკრულ სტრუქტურასა და გრძელ შლეიფს აერთიანებდა.
კლერ ფოი — Bottega Veneta

ფესტივალის გახსნის საღამოს კლერ ფოიმ Bottega Veneta-ს წითელი კაბა მოირგო.
ბიანკა ბალტი — Ilya Migmoon

83-ე ვენეციის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ბიანკა ბალტიმ ყურადღება Ilya Migmoon-ის სპეციალურად მისთვის შექმნილი კაბით მიიქცია.
ნინა დობრევი — Armani Privé

ნინა დობრევმა ვენეციის კინოფესტივალისთვის Armani Privé-ის არქივიდან შერჩეული შავი კაბა მოირგო.
სტელა მაქსველი — Intimissimi

ვენეციის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სტელა მაქსველი Intimissimi-ს შავ კაბაში ვიხილეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ლონდონში ერთად გამოჩნდნენ – წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს












