• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ვენეციის 83-ე კინოფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა. პირველი დღის მთავარი მოვლენები ჯორჯ კლუნის „ოქროს ლომით“ დაჯილდოება და დენი ბოილის ახალი ფილმის, „Ink“-ის მსოფლიო პრემიერა იყო.

ვენეციის ლიდოზე პირველი დღის მთავარი ღონისძიებისთვის უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, ჯორჯ კლუნისა და მისი მეუღლის, ამალ კლუნის გამოჩენამ მიიპყრო.

 

პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სწორედ ჯორჯ კლუნის დაჯილდოება იყო. გახსნის ცერემონიაზე ამერიკელ მსახიობს, რეჟისორსა და პროდიუსერს „ოქროს ლომი“ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის გადასცეს. კლუნის კანდიდატურა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალბერტო ბარბერამ წარადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი „ლა ბიენალეს“ დირექტორთა საბჭომ მიიღო.

 

ჯილდო კლუნის მისმა მეგობარმა და კოლეგამ, ლორა დერნმა გადასცა. ცერემონიისას დერნმა მსახიობის პროფესიულ მიღწევებთან ერთად მის ადამიანურ თვისებებზეც ისაუბრა. კლუნის კიდევ ერთი ცნობილი მეგობრის, ბრედ პიტის, გზავნილი კი საღამოს ერთ-ერთ სახალისო მომენტად იქცა – პიტმა მეგობარს ხუმრობით „ცუდი მოცეკვავე“ უწოდა, თუმცა ამავე დროს ხაზი გაუსვა მის ადამიანურ და პროფესიულ ღირსებებს.

 

ჯილდოს მიღებისას კლუნიმ იუმორით აღნიშნა, რომ „ოქროს ლომის“ მიღება მისთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ „დაბერდა“.

მისი გამოსვლა მხოლოდ კარიერულ მოგონებებს არ ეხებოდა.

ჯილდოს მიღებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კლუნიმ ჟურნალისტიკის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინ აკონტროლებს მედიას და როგორ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე.

მის გამოსვლაში პოლიტიკური გზავნილიც მკაფიოდ გამოიკვეთა. კლუნიმ ავტორიტარიზმი გააკრიტიკა და იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებიც საზოგადოებაში შიშს ავრცელებენ. მისი მთავარი გზავნილი კი ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობას შეეხო:

“ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ძალაუფლების მქონე ადამიანები და ისინი, ვის ხელშიც ყველაზე მეტი ფულია, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ერთმანეთის უნდა გვეშინოდეს. მაგრამ ჩვენ ხომ უკეთ ვიცით, არა?

 

ავტორიტარები, პირველ რიგში, პოლიტიკოსების გაჩუმებას არ ცდილობენ. ისინი ჟურნალისტების დადუმებას ცდილობენ – ადამიანების, რომლებიც კითხვებს სვამენ. ისინი ებრძვიან ხელოვანებს, რომლებიც მარტივ პასუხებს არ ეგუებიან. უპირისპირდებიან კინორეჟისორებს, მწერლებს, მსახიობებსა და მუსიკოსებს – ადამიანებს, რომლებიც გვახსენებენ, რომ ის, ვისაც არასდროს შევხვედრივართ, მაინც იმსახურებს ჩვენს თანაგრძნობას.

ისტორია ყოველთვის საშიშია მათთვის, ვინც შიშით ვაჭრობს. ადამიანები, რომლებსაც წიგნების, მუსიკისა და ისტორიების ეშინიათ, ისტორიის გმირები არასდროს ხდებიან” – განაცხადა მსახიობმა.

კლუნის დაჯილდოების შემდეგ ყურადღება უკვე ფესტივალის პირველ მთავარ პრემიერაზე გადავიდა.

 

ვენეციის 83-ე კინოფესტივალი დენი ბოილის ფილმით „Ink“ გაიხსნა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2 სექტემბერს, გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, Sala Grande-ში გაიმართა.

„Ink“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დრამაა და 1969 წელს ვითარდება – ფილმი რუპერტ მერდოკის მიერ The Sun-ის გარდაქმნის პროცესზე გვიყვება – როგორ ცდილობდა გამოცემა ახალი, უფრო მასობრივი აუდიტორიისთვის მიმზიდველი გაზეთი გამხდარიყო. თუმცა ამ ცვლილების მეორე მხარე ჟურნალისტური სტანდარტების, ეთიკისა და სენსაციონალიზმის საკითხებია.

მერდოკის როლს ფილმში გაი პირსი ასრულებს, ჯეკ ო’კონელი კი გაზეთის რედაქტორ ლარი ლემს განასახიერებს. ფილმში მონაწილეობს კლერ ფოიც. სცენარის ავტორი ჯეიმს გრეჰემია, ნამუშევარი კი მისივე ცნობილი პიესის ეკრანიზაციას წარმოადგენს.

 

ვენეციის კინოფესტივალის პირველი დღის განმავლობაში ყურადღება მიიპყრო ჟიურის პრეზიდენტის, მეგი ჯილენჰოლის განცხადებებმაც. მსახიობმა და რეჟისორმა ღიად ისაუბრა კინოინდუსტრიაში ქალების მიმართ არსებულ სისტემურ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ რამდენად რთულია ქალი რეჟისორებისთვის დაფინანსების მოპოვება.

ჯილენჰოლმა ამ საკითხზე საუბარი ვენეციის წლევანდელი საკონკურსო პროგრამის გამოც წამოჭრა – 21 საკონკურსო ფილმიდან მხოლოდ ორია ქალი რეჟისორის გადაღებული. მისი თქმით, ეს მხოლოდ კონკრეტული ფესტივალის პრობლემა არ არის და უფრო ფართო, სისტემურ დაბრკოლებაზე მიუთითებს.

გახსნის დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვენეციის წითელმა ხალიჩამაც, სადაც ჰოლივუდისა და კინოსამყაროს არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა. სტუმრებს შორის იყვნენ ჯორჯ და ამალ კლუნები, ლორა დერნი, მეგი ჯილენჰოლი, ჯონათან ბეილი, ნიკოლას გალიცინი, ბიანკა ბალტი, ნინა დობრევი, ალესანდრა ამბროსიო და ქეით მარა:

 

1 of 11
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბერს დასრულდება. ფესტივალის დარჩენილ დღეებში არაერთი მსოფლიო პრემიერა და წითელი ხალიჩის ღონისძიება გაიმართება. მთავარი ჯილდო – „ოქროს ლომი“ – საუკეთესო ფილმს ფესტივალის დასკვნით დღეს გადაეცემა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაფერი, რაც 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალზე უნდა იცოდეთ – ფილმები, ვარსკვლავები და მთავარი მოლოდინები

#OK! ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმი The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალის ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი

ასევე გაეცანი

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება
OK! News

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები
Fashion

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?
OK! News

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?
OK! News

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

#OK! მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly VMA-ის წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღებას იპყრობენ

October 11, 2021
#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

#OK! ტიმოთი შალამეს და კაილი ჯენერის პირველი საერთო კადრები

June 2, 2023
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

#OK! ჰელოუინი 2026: ვარსკვლავების ყველაზე გამორჩეული კოსტიუმები

November 2, 2026
#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

#OK! გიორგი ბახუტაშვილის დიდი წარმატება – ქართველი მსახიობი საერთაშორისო თრილერში მონაწილეობს

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები