• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

ომს შეწირული ნიჭი – ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

August 17, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა 13 თვე და 13 დღე გასტანა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამ დროის განმავლობაში ომის არაერთი მსხვერპლის ისტორია დავიწყებას მიეცა, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთა სახელები ქართულ კულტურას,  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირდებოდა.

ზოგი მათგანი ომამდე სცენაზე იდგა, ზოგი კინოში თამაშობდა, ზოგი წარმატებულ კარიერას ქმნიდა, ზოგი კი უკვე ცნობილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწე იყო.

ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძის სახელი აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველებს შორის ყველაზე ცნობილია.

მსახიობი 1963 წლის 22 მაისს თბილისში დაიბადა. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ასაკში ქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ სახედ იქცა.

მისი კინოდებიუტი 14 წლის ასაკში შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“. მოგვიანებით ითამაშა გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში“, ტატო კოტეტიშვილის „ანემიაში“, ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალში“, გიორგი მგელაძის „ფესვებში“, თემურ კალატოზიშვილის „სკაპენის ოინებში“ და სხვა ფილმებში.

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ ლევან აბაშიძემ სცენა და კამერები დატოვა და ფრონტზე წავიდა.

მანამდე ბათუმში იმყოფებოდა, ფილმის გადაღებებზე. 4 სექტემბერს თბილისში დაბრუნდა და დედას პირდაპირ უთხრა:

„დედა, მე სოხუმში მივდივარ!“

მანანა ხიდაშელი იხსენებს, რომ ამ სიტყვების გაგონებისას გაშეშდა. ცდილობდა, შვილი გადაერწმუნებინა, თუმცა ლევანს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

„იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო?“ — უთქვამს მისთვის მსახიობს.

1992 წლის 6 სექტემბერს ლევანი სოხუმში ჩავიდა. მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ზემო ეშერის მიდამოებში, საბრძოლო მოქმედებების დროს, 29 წლის მსახიობი დაიღუპა. იმავე დღეს დაიღუპნენ მისი მეგობრები გიორგი ნადირაშვილი და სულხან სულხანიშვილი.

ლევან აბაშიძის დაღუპვამ განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია — ქართულმა კინომ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მსახიობი დაკარგა.

ირაკლი ამირეჯიბი

ცნობილი ქართველი მწერლის, „დათა თუთაშხიას“ ავტორის, ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი 1963 წლის 29 აპრილს დაიბადა.

მას სამხედრო განათლება ლიტვაში ჰქონდა მიღებული და გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთაც ცხოვრობდა. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

ოჯახის მონათხრობის მიხედვით, ირაკლი ომში სწორედ ლევან აბაშიძის დაღუპვის შემდეგ წავიდა. ტელევიზიით შეიტყო, რომ მისი მეგობარი მსახიობი აფხაზეთში დაიღუპა და იმავე დღეს გადაწყვიტა, ფრონტზე წასულიყო.

როდესაც დედამ ჰკითხა, არ ეშინოდა თუ არა ომის, ირაკლიმ უპასუხა:

„ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებ.“

ირაკლი 1992 წლის 17 ნოემბერს, ტამიშთან დაიღუპა. მისი თანამებრძოლების მონათხრობის მიხედვით, იმ დღეს მოწინააღმდეგემ უცხოელების მანქანა ააფეთქა. ირაკლიმ მანქანიდან დაჭრილი ქალი გამოიყვანა და სწორედ ამ დროს სნაიპერის ტყვია მოხვდა.

თავად ჭაბუა ამირეჯიბი შვილზე იშვიათად საუბრობდა. თუმცა 2009 წელს გამოქვეყნებულ ავტოინტერვიუში მწერალმა ირაკლის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა.

„უფროსი – ირაკლი,  არმიაში სამსახურის შემდეგ მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა და წაიღო ჩემი ურყევი ჯანმრთელობა – სამი ინსულტი! ირაკლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. დანარჩენმა სამმაც მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ღმერთმა დამინდო, სამივე გადარჩა.“

ალექსანდრე იოსელიანი

აფხაზეთის ომს შეეწირა ქართველი მსახიობი ალექსანდრე “საშკა” იოსელიანი.

იგი მხოლოდ მსახიობი არ ყოფილა. თეატრში მუშაობის პარალელურად  საქართველოს პირველ არხზე დილის გადაცემას „ალიონს“ უძღვებოდა, მოგვიანებით კი კამერა თავად აიღო ხელში და საკუთარი სიუჟეტების მომზადებაც დაიწყო.

აფხაზეთის ომში იგი პირველი დღიდან წავიდა და იარაღთან ერთად კამერითაც იბრძოდა — გადაღებული მასალები თბილისში ჩამოჰქონდა და შემდეგ ისევ ფრონტზე ბრუნდებოდა. მისი კამერით გადაღებული კადრები ომის ქრონიკის ნაწილად დარჩა.

1993 წლის 19 სექტემბერს, გუმისთაში, ომის დასრულებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, საშკა იოსელიანი დაიღუპა. ოჯახის მონათხრობის მიხედვით, იგი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

ლევან ლოგუა

ლევან ლოგუა 1954 წლის 9 იანვარს დაიბადა. 1970-1975 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა და პარალელურად მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა.

შემდეგ  სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი გახდა. ლოგუა გამორჩეული დეკლამატორი იყო და მისი ჩანაწერები აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში ინახებოდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ლევან ლოგუა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მისი ადგილსამყოფელი  წლების განმავლობაში უცნობი იყო. მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში მოხერხდა მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენება.

ვასო ჩხეიძე

ვასო ჩხეიძე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართულ დრამატულ თეატრში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა.

ომის დაწყების შემდეგ ჩხეიძე თავდაცვის ძალებში ჩაერთო. 1993 წლის თებერვლიდან იგი მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა.

1993 წლის 29 მარტს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მისი საბრძოლო მანქანა ნაღმზე აფეთქდა. ვასო მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ომარ და ვახტანგ ელერდაშვილები

ეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ოჯახური ისტორიაა.

ომარ ელერდაშვილი პროფესიით მსახიობი იყო და ზუგდიდისა და სოხუმის თეატრებში მუშაობდა. მას აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდებაც ჰქონდა მინიჭებული. მისი ერთადერთი ვაჟი, ვახტანგ ელერდაშვილი, 23 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა. სოფელ სომხურ ათარასთან ნაღმმა სწორედ ის ტანკი ააფეთქა, რომელსაც ვახტანგი მართავდა.

შვილის დაღუპვის ამბის გაგების შემდეგ მამა, ომარ ელერდაშვილი, საკუთარი საცხოვრებელი ბინის მე-9 სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა.

სანდრო ვაჩეიშვილი

ალექსანდრე „სანდრო“ ვაჩეიშვილი 1960 წლის 31 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. ის ფერმწერი და გრაფიკოსი იყო.

მისი ნამუშევრები სიცოცხლეშივე არაერთ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მონაწილეობდა საქართველოს ახალგაზრდა მხატვართა გამოფენაში, ავანგარდისტ მხატვართა გამოფენაში და სხვა ექსპოზიციებში. მისი ნამუშევრები ასევე იყო წარმოდგენილი ზაგრებსა და ვენაში გამართულ გამოფენებზე.

ვაჩეიშვილმა 1991 წლის დეკემბერში სამაჩაბლოში იბრძოდა, ხოლო აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კვლავ მოხალისედ წავიდა. ბიოგრაფიული წყაროების მიხედვით, იგი 1992 წლის 13 აგვისტოს გაემგზავრა აფხაზეთში და 1992 წლის 15 აგვისტოს, დაბა განთიადში, გაგრის მუნიციპალიტეტში დაიღუპა.

ზურაბ იარაჯული

აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ისტორია ზურაბ იარაჯულს უკავშირდება.

ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. ბავშვობიდან ავიაციით იყო დაინტერესებული. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა, სკოლის დასრულების შემდეგ კი, 1988 წელს, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში მდებარეობდა. 1992 წელს, აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე გადამზადება გაიარა. იმავე წელს ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ომში იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა. ის ქართული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ახალგაზრდა პილოტი იყო, რომელიც მოწინააღმდეგის პოზიციებზე საბრძოლო დავალებებს ასრულებდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, იარაჯული არაერთ წარმატებულ იერიშში მონაწილეობდა.

1993 წლის 13 ივლისს იარაჯული სოხუმის მისადგომებთან, სოფელ შრომის დაცვის ოპერაციაში მონაწილეობდა.

მეორე გაფრენის დროს მისი სუ-25 მოწინააღმდეგემ ჩამოაგდო. კატაპულტირება მოახერხა, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა, მოწინააღმდეგის გარემოცვაში აღმოჩნდა.

იარაჯული გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკებისას დაიღუპა მას შემდეგ, რაც დანებებაზე უარი განაცხადა.

ჟიული შარტავა

1993 წლის სექტემბერი აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთია. სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ქალაქში დარჩენილთა შორის იყო ჟიული შარტავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. კარგად იცოდა, რომ სოხუმში დარჩენა სიცოცხლისთვის საფრთხეს ნიშნავდა, თუმცა ქალაქის დატოვებაზე უარი თქვა. 49 წლის შარტავა ტყვედ აიყვანეს და იმავე დღეს დახვრიტეს.

994 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელზე აფხაზეთიდან საიდუმლო წერილი მივიდა. წერილის ავტორი აფხაზი გლეხი იყო, რომელიც 1993 წლის 2 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი გამხდარა.

როგორც წერილშია აღწერილი, მას ტყიდან შეშა მოჰქონდა, როდესაც დაინახა, რომ ხიდის ქვეშ რამდენიმე ადამიანს ხვრეტდნენ. ერთ-ერთ ტყვეს მკვლელები დაჩოქებას აიძულებდნენ, თუმცა მან ამ მოთხოვნაზე უარი თქვა.

„ერთს უყვიროდნენ, დაიჩოქეო, იმ უცნობმა კი არ დაიჩოქა და რამდენჯერმე ესროლეს. ძალიან გამაკვირვა მისმა საქციელმა, უცნაური სახელი ერქვა. რომ არ დამვიწყებოდა, ასანთს წავუკიდე და ნამწვავით კოლოფზე დავწერე მისი სახელი — ჟიული.“

ასევე გაეცანი

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე
OK! კულტურა

#OK! გრეის კელი – ჰოლივუდის ვარსკვლავიდან მონაკოს პრინცესამდე

September 14, 2026
#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია
OK! News

#OK! ქართველი არტისტის დიდი აღიარება ჩინეთში – დავით კენჭიაშვილი ,,Silk Way Star”-ის უცვლელი ჟიურის წევრია

September 14, 2026
#OK! Back to Black: ემი უაინჰაუსი – ტრაგიკული ცხოვრება დაუვიწყარი მუსიკის მიღმა
OK! კულტურა

#OK! Back to Black: ემი უაინჰაუსი – ტრაგიკული ცხოვრება დაუვიწყარი მუსიკის მიღმა

September 14, 2026
#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა
OK! კულტურა

#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა

September 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

December 15, 2025
#OK! „სწორედ ამ დროს მივიღეთ ერთმანეთი“ – ნინო კასრაძისა და სალომე თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ

#OK! „სწორედ ამ დროს მივიღეთ ერთმანეთი“ – ნინო კასრაძისა და სალომე თოფურიას გულწრფელი ინტერვიუ

September 3, 2026
#OK! კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის რომანი გრძელდება – წყვილი ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს

#OK! კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის რომანი გრძელდება – წყვილი ზაფხულს ოჯახთან ერთად ატარებს

July 15, 2026
#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

#OK! Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

April 8, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 10, 2026
#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

September 9, 2026
#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 11, 2026
#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები