გამოცემა Us Weekly-ის ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი და სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან. ანონიმური წყაროს ცნობით, წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებას და პაპარაცების ყურადღების მიქცევას მაქსიმალურად ერიდება.
როგორც People წერს, ბრედი და სვეინპოლი მაიამიში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში ერთად დიდ დროს ატარებენ.

მედიის ინფორმაციით, სვეინპოლის ახალ რომანს ახლო მეგობართან, სუპერმოდელ ჯოან სმოლსთან დაძაბულობა მოჰყვა.
სმოლსსა და ბრედის წარსულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ – ისინი ერთმანეთს 2023–2024 წლებში პერიოდულად ხვდებოდნენ, თუმცა ამას სერიოზული სახე არ მიუღია. წყაროს თანახმად, სმოლსი თავს მეგობრისგან მოტყუებულად გრძნობს, რადგან ფეხბურთელთან ურთიერთობის შესახებ სვეინპოლთანაც საუბრობდა.

შესაძლო დაპირისპირებაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მოდელებმა Instagram-ზე ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს.
სმოლსმა სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, სვეინპოლთან მეგობრობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა: „მოღალატეებთან არ ვმეგობრობ“. სხვა, მოგვიანებით წაშლილ კომენტარში კი უპატივცემულობაზე საუბრობდა. თავად მოდელს მომხდარის მიზეზები საჯაროდ დეტალურად არ აუხსნია.
ქენდის სვეინპოლის წარმომადგენელმა Us Weekly-სთან განაცხადა, რომ მოდელი პირად ცხოვრებას უფრთხილდება და ამ ეტაპზე მისთვის მთავარი შვილების აღზრდაა. „მას და ჯოანს ხანგრძლივი ისტორია და მეგობრობა აკავშირებთ, რომელსაც ქენდისი ყოველთვის პატივს სცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განხილვის საგანი გახდა ტომ ბრედის ყოფილი მეუღლის, ჟიზელ ბუნდჰენის, პოზიციაც – თუმცა, ჟიზელს ბრეიდისა და სვეინპოლის სავარაუდო რომანზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია. Us Weekly-ის წყაროს ცნობით, ბუნდჰენი თავს კარგად გრძნობს და ყოფილი მეუღლისთვისაც „საუკეთესო სურს.“
ბრეიდი და ბუნდჰენი 2022 წელს კი განქორწინდნენ – წყვილს ორი საერთო შვილი ჰყვას. სვეინპოლს კი ყოფილი საქმროსგან, ჰერმან ნიკოლისგან, ორი ვაჟი ჰყავს.

ამ ეტაპზე ბრეიდსა და სვეინპოლს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, ხოლო დაძაბულობის მიზეზებზე თავად მოდელებს სრული განმარტება არ გაუკეთებიათ.
ასევე დაგაინტერესებთ:











