• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ გპარავენ მონაცემებს ერთი შეტყობინებით — SMS ფიშინგის საფრთხე საქართველოში

June 18, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო პერიოდში საქართველოში  SMS ფიშინგის შემთხვევები გახშირდა – თაღლითები ბანკების და საკურიერო სერვისების სახელით ყალბ შეტყობინებებს აგზავნიან: “თქვენი ანგარიში დაბლოკილია”, “გადახდა ვერ შესრულდა”, “დაადასტურეთ ბმულით” – თითქოს ჩვეულებრივი SMS-ია, მაგრამ ერთი კლიკიც საკმარისია იმისთვის, რომ თქვენი პირადი მონაცემები  თაღლითების ხელში აღმოჩნდეს.

რა არის SMS ფიშინგი?

SMS ფიშინგი, რომელსაც კიბერუსაფრთხოების სფეროში ხშირად „სმიშინგს“ (Smishing) უწოდებენ, კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მიზანი მომხმარებლის მოტყუება და ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებაა, როგორიცაა საბანკო ბარათის მონაცემები, ინტერნეტბანკის პაროლები, ერთჯერადი კოდები ან სხვა პერსონალური ინფორმაცია.

სქემა, როგორც წესი, ერთი შეხედვით უვნებელი ტექსტური შეტყობინებით იწყება. მომხმარებელი იღებს SMS-ს, რომელიც თითქოს სანდო ორგანიზაციისგანაა გამოგზავნილი — ბანკისგან, საკურიერო კომპანიისგან, სახელმწიფო უწყებისგან ან სხვა ცნობილი სერვისისგან. შეტყობინება ხშირად შეიცავს გადაუდებელ ან შემაშფოთებელ ინფორმაციას, მაგალითად, რომ ანგარიში დაიბლოკა, გადახდა ვერ შესრულდა, ამანათის მისაღებად დამატებითი მოქმედებაა საჭირო ან ანგარიშზე საეჭვო აქტივობა დაფიქსირდა.

მსგავს შეტყობინებებს, როგორც წესი, თან ახლავს ბმული, რომელიც მომხმარებელს ყალბ ვებგვერდზე ამისამართებს. ეს გვერდი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ნამდვილი ორგანიზაციის ოფიციალურ საიტს, რის გამოც ბევრ ადამიანს უჭირს მისი გარჩევა. თუ მომხმარებელი ასეთ გვერდზე საკუთარ მონაცემებს შეიყვანს, ინფორმაცია პირდაპირ თაღლითების ხელში ხვდება.

როგორ მუშაობს ეს სქემა, რატომ ახერხებენ კიბერდამნაშავეები ადამიანების მოტყუებას და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ საკუთარი თავის დასაცავად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე OK Magazine საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორს, ინგა ქარჩავას ესაუბრა.

რამდენად გაიზარდა ბოლო პერიოდში SMS ფიშინგის შემთხვევები საქართველოში, სადაც თაღლითები ბანკების სახელით გზავნიან შეტყობინებებს?

ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია sms და საკომუნიკაციო პლატფორმებზე ფინანსური ინსტიტუტის სახელით გაგზავნილი ფიშინგ შეტყობინებების ფაქტები.

რა ტიპის შეტყობინებებს იყენებენ ყველაზე ხშირად თაღლითები თქვენი ბანკის სახელის გამოყენებით?

ბანკის სახელით სატყუარა შეტყობინებების გაგზავნისას, ყველაზე ხშირად თაღლითები იყენებენ საბანკო საქმიანობასთან ასოციირებული შინაარსის ტექსტს, როგორიცაა მაგ. ტრანზაქციისთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება, საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის ყალბი მოწოდება და ა.შ.

დაფიქსირდა თუ არა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაზარალდნენ მსგავსი სქემებით?

ფიშინგის შემთხვევები პერიოდულად ფიქსირდება, თუმცა ბანკები აქტიურად ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს ფიშინგის წინააღმდეგ და ყველა საკომუნიკაციო არხში მუდმივად აფრთხილებენ მომხარებლებს და აუმჯობესებენ მათი ცნობიერების დონეს.

რა ტექნიკურ ან ორგანიზაციულ ზომებს იღებს ბანკი მსგავსი შეტევების წინააღმდეგ?

ბანკები იყენებენ ტექნიკური და ორგანიზაციული კონტროლების ერთობლიობას ფიშინგის ტიპის შეტევების წინააღმდეგ, მათ შორის მრავალშრიან ავთენტიფიკაციას ციფრულ არხებში, ტრანზაქციების რეალურ დროში მონიტორინგს და საეჭვო ოპერაციების ავტომატურ დაბლოკვას, პაროლების ცვლილების შეხსენებებს, გაფრთხილებებს ბანკის სანდო საკომუნიკაციო არხებში  და სოცმედიაში, ასევე ბანკის მხრიდან მყისიერ რეაგირებას მომხმარებლის შეტყობინებებზე.

აქვს თუ არა ბანკს სისტემა, რომელიც ცდილობს ასეთი SMS-ების იდენტიფიცირებას ან გაფილტვრას?

ბანკს მკაცრად დაცული და აქტიურად განხორციელებული აქვს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები ფიშინგ შეტევების წინააღმდე, თუმცა ფიშინგ სქემები ძირითადად ეყრდნობა ადამიანურ შეცდომას. მომხმარებელს მისდის თაღლითური sms-ით შეტყობინება და სამწუხაროდ დაუფიქრებლად მიჰყვება ამ თაღლითურ შეტყობინებაში მავნე ბმულზე გადასვლის მოწოდებას. მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს გამომგზავნს და არ მიჰყვეს საეჭვო მითითებებს.

რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი აცნობებს ბანკს, რომ მიიღო მსგავსი შეტყობინება?

ბანკი აფიქსირებს მსგავს შეტყობინებას თავის სისტემაში, ამოწმებს მომხმარებელთან, თუ რა მონაცემები გააზიარა მან სავარაუდოდ თაღლითურ გვერდზე და რჩევას გასცემს შესაბამისად. ასევე, აფრთხილებს სხვა მომხმარებლებს სავარაუდო ფიშინგ შეტევის თაობაზე და ახსენებს საბაზისო კიბერჰიგიენის წესების დაცვას.

მომხმარებლისთვის გასათვალისიწნებელი რეკომენდაციები:

  • გახსოვდეთ: ბანკი არასდროს მოგთხოვთ საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლას უცხო ბმულზე გადასვლით. არასდროს მიჰყვეთ მსგავს მოწოდებებს, ვინაიდან ისინი დიდი ალბათობით თაღლითურია. გამოიყენეთ მხოლოდ ბანკის ოფიციალური გვერდი
  • ყოველთვის გადაამოწმეთ ვებ-გვერდის დასახელება და მისამართი, სადაც შეგყავთ კონფიდენციალური პირადი და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის ბარათის ნომერი, ვადა და მისი ვერიფიკაციის კოდი
  • თუ მოტყუებით აღმოჩნდით ყალბ გვერდზე და გააზიარეთ ინფორმაცია, პაროლის გაზიარების შემთხვევაში სასწრაფოდ შეცვალეთ ის ყველგან, სადაც ამ პაროლს იყენებთ და ბარათის შემთხვევაში – დაბლოკეთ ის და აღარ გამოიყენოთ.

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს
OK! News

#OK! “მძიმე ავადმყოფობა, რა თქმა უნდა, უამრავ ფიზიკურ სირთულეს უკავშირდება“ – ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების რთულ გზაზე საუბრობს

November 12, 2026
#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა
OK! News

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია
OK! News

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

#OK! ექიმი არის პროფესია უფლისგან, ექიმად უნდა დაიბადო – ლიკა ფიფია

March 28, 2026
#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

#OK! ,,თუ ასაკს არ მიაქცევ ყურადღებას, არც ასაკი დაინტერესდება შენით” – 80 წლის შერის რჩევები ქალბატონებს

May 20, 2026
OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

OK! საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა

May 12, 2024
#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

#OK! Emily In Paris-ის მე-5 სეზონის პრემიერა 18 დეკემბერს შედგება

August 21, 2025

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე – Dildora Kasimova, DVALI, LIYA და SYNDROM-ის ჩვენებები

November 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები