• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სელენა გომესი – წარმატებული კარიერა, რთული ბრძოლები და სიყვარული

July 22, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

22 ივლისს მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და ბიზნესვუმენი, სელენა გომესი, 34 წლის გახდა. ქალი, რომელმაც კარიერა საბავშვო ტელეშოუდან დაიწყო, დღეს მუსიკის, კინოსა და სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა.

 

 

სელენა მარი გომესი 1993 წლის 22 ივლისს ტეხასის შტატის ქალაქ გრანდ-პრერიში დაიბადა. სახელი ლეგენდარული მექსიკელ-ამერიკელი მომღერლის, სელენას, პატივსაცემად დაარქვეს.

მომავალი ვარსკვლავი ძირითადად დედამ, მენდი ტიფიმ, გაზარდა. ოჯახს ფინანსურად ძალიან  უჭირდა. მოგვიანებით სელენა არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედა ხშირად გადასახადების გადახდასაც კი ვერ ახერხებდა.

სელენას კარიერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. პირველად ეკრანზე საბავშვო პროექტში Barney & Friends გამოჩნდა, სადაც მისი პარტნიორი მომავალში კიდევ ერთი მეგავარსკვლავი, დემი ლოვატო იყო.

 

 

ნამდვილი პოპულარობა კი Disney Channel-ის სერიალმა Wizards of Waverly Place-მა მოუტანა. ალექს რუსოს როლმა იგი თინეიჯერების კერპად და დისნეის ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავად აქცია.

მალევე დაიწყო მუსიკალური კარიერაც. ჯგუფთან Selena Gomez & the Scene ერთად გამოშვებულმა ჰიტებმა — Naturally, Love You Like a Love Song, Who Says — საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. ამას მოჰყვა სოლო კარიერაც: ალბომებმა Revival და Rare კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სელენა მხოლოდ დისნეის ვარსკვლავი აღარ იყო.

 

 

2020 წელს კოსმეტიკური ბრენდი Rare Beauty დააარსა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სილამაზის ბრენდად ითვლება.  მთავარი იდეა მხოლოდ მაკიაჟი არ არის — Rare Beauty მნიშვნელოვან ყურადღებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასაც უთმობს.

“არ მინდა, Rare Beauty ადამიანებს აგრძნობინებდეს, რომ ვიღაც სხვას უნდა ჰგავდნენ. მინდა,  საკუთარი თავი შეიყვარონ ისეთი, როგორებიც არიან. სრულყოფილება არ არსებობს. სილამაზე ნიშნავს, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.“

ბრძოლა მძიმე დაავადებასთან

 

 

2015 წელს სელენამ  გაამხილა, რომ აუტოიმუნური დაავადება – ლუპუსი – დაუდგინდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაავადების გართულების გამო თირკმლის გადანერგვა დასჭირდა.

თირკმელი მას ბავშვობის მეგობარმა და მსახიობმა ფრანსია რაისამ აჩუქა. ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ ემოციურად მიიღო. მოგვიანებით ვარსკვლავმა ღიად ისაუბრა შფოთვაზე, დეპრესიასა და ბიპოლარულ აშლილობაზეც.

„იმედი მაქვს, ჩემი ისტორიის გაზიარებით ვინმეს დავეხმარები. უბრალოდ მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან,“ — ამბობდა მომღერალი.

პირადი ცხოვრება

 

 

სელენა გომესისა და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობა 2010-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სიყვარულის ისტორია გახდა.

ახალგაზრდები თითქმის რვა წლის განმავლობაში პერიოდულად შორდებოდნენ და ისევ რიგდებოდნენ, რის გამოც მათი რომანი მუდმივად მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში იყო.

 

 

2018 წელს წყვილის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა, ხოლო სელენამ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობაზე, კარიერასა და პირად განვითარებაზე გადაიტანა.

ყველაფერი 2023 წელს შეიცვალა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის მუსიკალურ პროდიუსერს, ბენი ბლანკოს ხვდებოდა.

სელენა და ბენი ერთმანეთს წლების განმავლობაში პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდნენ.  ერთად არაერთ მუსიკალურ პროექტზე უმუშავიათ, თუმცა მეგობრობა მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა.

 

სელენა არ მალავდა, რომ ბენისთან სრულიად განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, პირველად იგრძნო, რას ნიშნავს, როცა პარტნიორი პატივს გცემს, გისმენს და თავს დაცულად გაგრძნობინებს.

„ასე არასდროს არავის ვყვარებივარ” – ამბობდა მომღერალი. 

2025 წლის სექტემბერში, სელენა გომესი და ბენი ბლანკო ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ.

ქორწილის შემდეგ სელენამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეს ცხოვრების ყველაზე მშვიდ და ბედნიერ ეტაპზეა.

ასევე გაეცანი

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია
OK! კულტურა

#OK! კლაუდია შიფერიდან კაილი ჯენერამდე – Fantasy Bra: ძვირადღირებული ბიუსტჰალტერი და მისი გამორჩეული ისტორია

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები