• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბალეტის სამყაროში ესთეტიკა ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე გადის. აქ ყოველი ჰაეროვანი მოძრაობა, ყოველი უწონადობის ილუზია, სინამდვილეში დიდი ბრძოლის შედეგია. ეს სახელოვნებო სფერო სინაზისა და რკინის ნებისყოფის ყველაზე უცნაური, თითქმის პარადოქსული ნაზავია. ბალეტის მოცეკვავის თითოეული პა სცენაზე, ყვავილის ფურცლების უნაზეს ფარფატს ჰგავს, თუმცა ამ ილუზიური სიმსუბუქის მიღმა უდიდესი შინაგანი დისციპლინა დგას. მე ღრმად მწამს, რომ ბალეტი ქალური სიძლიერის ყველაზე ნატიფი ფორმაა. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს – გარდაქმნა ფიზიკური ტკივილი სილამაზედ, დაღლილობა – სიმსუბუქედ, ხოლო ნებისყოფა – გრაციად. ძნელად თუ მოიძებნება სამყაროში იმაზე დიდი ძალის გამოვლინება, როდესაც ქალს შეუძლია უარყოს გრავიტაცია, გაიმარჯვოს მიწაზე და მთელი სხეულის წონა ერთ წერტილში – პუანტის წვერზე დაატიოს. ეს არის წამიერი გამარჯვება სამყაროზე, სადაც მთავარი იარაღი თვითფლობა და სინატიფეა. სწორედ ამ ჰაეროვანი სიმტკიცის განსახიერებაა დღეს ქართული საბალეტო სცენის პრიმაბალერინა ნინო სამადაშვილი – მოცეკვავე, რომლისთვისაც სცენა არა მხოლოდ ცეკვის, არამედ ქალური ძალის უსიტყვო მანიფესტაციის ადგილია.

 

ბალეტი ისეთი სახელოვნებო სფეროა, სადაც მოცეკვავე სრულად აკონტროლებს საკუთარი სხეულის თითოეულ მილიმეტრს. არის თუ არა ეს თქვენთვის ქალური სიძლიერის გამოხატვის ფორმა?

ჩვენ ყოველდღიურად საათობით ვვარჯიშობთ დარბაზში, ვანვითარებთ ჩვენს სხეულს, თითიეულ დეტალს, რათა ჩვენი მოძრაობა მაქსიმალურად დახვეწილი და იდეალური იყოს, თუმცა ბალეტი ასევე ანვითარებს ხასიათის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შტრიხს – სიმტკიცეს, მიზანდასახულობას, ნებისყოფას, ტკივილის ატანას, რომელიც საბოლოო ჯამში ძლიერ ქალს ქმნის.

 

 

სპექტაკლის წინ კოსტიუმის მორგება ერთგვარი რიტუალია. რა იცვლება თქვენს ენერგეტიკაში იმ წამს, როდესაც ნინო სამადაშვილიდან სცენის მთავარ გმირად გარდაიქმნებით?

ყველაზე საყვარელი პროცესი სპექტაკლის წინ თმისა და მაკიაჟის გაკეთებაა, როდესაც სრულ სიმშვიდეში მთელი კონცენტრაციით ნელ-ნელა გადადიხარ იმ სამყაროში, რომელიც მომდევნო 2-3 საათის განმავლობაში უნდა შექმნა. მე თავად ძალიან მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, რადგან სახეზე პირდაპირ შენი ხელით ხატავ შენი პერსონაჟისთვის სახასიათო დეტალებს. სწორედ აქედან იწყება როლის შექმნა, შემდეგ კი კოსტიუმის მორგება აგვირგვინებს ვიზუალ მხარეს. ეს არის მომენტი, როდესაც სარკეში შენს თავს აღარ ხედავ, არამედ იქიდან შენი პერსონაჟი გიმზერს, მაგალითად, ჩელიტა, ჯულიეტა, ჟიზელი, ნიკია და ა.შ. სწორედ ამ დროს სხეულის თითოეულ წერტილში ხდება გარდასახვა, სისხლი სხვანაირად ჩქეფს ორგანიზმში, შინაგანად მუსიკას შეიგრძნობ, სრულიად მზად ხარ იმ სამყაროში გადასასვლელად, რომელიც შენ თავად უნდა გააცოცხლო. ერთი სული გაქვს, როდის გახვალ სცენაზე.

 

 

ბევრი საბალეტო როლი რადიკალურად განსხვავებულ ქალურ არქეტიპებს ატარებს. რომელი მათგანია თქვენს რეალურ „მე“-სთან ყველაზე ახლოს და რატომ?

ჩემს რეალურ „მე“-სთან ახლოს მგონია, რომ არაერთი როლია, მაგალითად, ჟიზელი. ეს პერსონაჟი ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა, ასევე, ოდეტა, თუმცა ჩემი ხასიათისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისებები, რომელიც სულ პატარაობიდან მაქვს, ალბათ ლაურენსიას აქვს. კეკლუცობასთან ერთად ის უშიშარი, ძლიერი, მებრძოლი ქალია, რომელსაც არ აშინებს უსამართლობასთან ბრძოლა.

 

თქვენი აზრით, რა არის ქალური ენერგია?

ქალური ენერგია ჩემთვის სინაზის, ძლიერებისა და მრავალფეროვნების სინთეზია.

 

როდესაც რეპეტიციის შემდეგ სახლში ბრუნდებით, ფიზიკურად გამოფიტული, მაგრამ სულიერად სავსე, არის თუ არა ეს მომენტი ყველაზე ნამდვილი გამოხატულება ქალური სიძლიერისა?

როდესაც დღის ბოლოს სახლში ფიზიკურად სრულიად გამოფიტული ბრუნდები და ფიქრობ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯე, მაქსიმალურად გაეცი და ეს, თავის მხრივ, გაძლევს ძალას მომავალი დღის შედეგისთვის, სწორედ აი ამ დინამიკაში ვლინდება ქალური სიძლიერე.

 

 

 

თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა სინაზე იყოს ქალის ყველაზე მძლავრი იარაღი?

ჩემი აზრით, სინაზე მართლაც არის ქალის ყველაზე მძლავრი და მიმზიდველი იარაღი, თუმცა ცალსახად ვერ ვიტყვით. გარკვეულწილად სიხისტეც შეიძლება იყოს ხასიათში გამოვლენილი და სხვა შტრიხებიც, რომელიც მრავალმხრივს და საინტერესოს ხდის ქალს.

 

 

რას ხედავთ სარკეში მაშინ, როცა იქ პრიმაბალერინა არ დგას?

ჰა-ჰა-ჰა, ძალიან კარგი კითხვააა. პირველ რიგში, ვხედავ, უბრალოდ, გოგონას, რომელსაც ბავშვობიდანვე მტკიცე და საკმაოდ პრინციპული ხასიათი ჰქონდა. ასევე, ვხედავ ადამიანს, რომელიც არასდროს ზოგავს საკუთარ თავს, თუმცა ამ პროფესიული სიმკაცრის მიღმა ის მაინც ახერხებს იყოს ისეთივე ბავშვური და გულწრფელი, როგორიც გზის დასაწყისში.

რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ თქვენმა ცეკვამ იმ გოგონებს გადასცეს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ძალის პოვნას?

იცეკვე! იცეკვე! იცეკვე!..

 

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები