• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
საკითხავი დრო: 4 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ხშირად მოდის სახლები ჩვენს ცნობიერებაში კონკრეტულ ფერებთან ასოცირდება. მაგალითად, Bottega Veneta – მწვანესთან, Hermès – ნარინჯისფერთან, Schiaparelli – ვარდისფერთან, Tiffany & Co – ცისფერთან და Valentino რა თქმა უნდა, წითელთან.

ზოგადად, წითელი ფერი ადამიანებში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს. ზოგისთვის ის სითბოსთან ასოცირდება, ზოგისთვის  მრისხანებასა და შფოთვასთან, ბევრისთვის წითელი ვნების, სიყვარულისა და სექსუალობის სიმბოლოა.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, წითელი ძალაუფლებისა ლიდერობის ფერია. ამ ფერის მოყვარულები ხშირად თავდაჯერებითა და მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან. ჩვენ გიამბობთ რატომ არის წითელი ასე მჭიდროდ დაკავშირებული Valentino-ს მოდის სახლის დნმ-თან და რატომ უყვარდა ის ვალენტინო გარავანის გამორჩეულად.

-2

ოპერა „კარმენი“ და საბედისწერო შთაგონება

ვალენტინო გარავანის სიყვარული წითელი ფერის მიმართ ბარსელონაში ჩაისახა. სტუდენტობისას ის ესპანეთის დედაქალაქში, არდადეგებზე გაემგზავრა და ოპერა „კარმენს“ დაესწრო. მაყურებელთა სამოსი, მსახიობების კოსტიუმები, თეატრის სავარძლები თუ ფარდები – ყველაფერი ალისფერი იყო. მომავალი დიზაინერი ნანახმა აღაფრთოვანა.

-3

იმ წუთიდან წითელი ფერი მისი შთაგონების წყაროდ და Valentino-ს კოლექციების განუყოფელ ნაწილად იქცა.
„ვფიქრობ, ქალი წითელში ყოველთვის გამორჩეული და შესანიშნავია,“ – აღნიშნა დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში. გარავანიმ საკუთარი, იდეალური წითელიც კი შექმნა, რომელიც მეწამული, ყვითელი და შავი ფერების გარკვეული რაოდენობის შეზავებით მიიღება. დიზაინერმა ეს უნიკალური ელფერი დააპატენტა და ამ ფერს Rosso Valentino ქვია. აღსანიშნავია, რომ Valentino-ს მსგავსად, Tiffany & Co-საც საკუთარ ფერზე პატენტი აქვს – ბრენდის ცისფერს ოფიციალურად Pantone 1837 ჰქვია.

-4

ვალენტინოს აზრით, წითელი უნიკალური ფერია, რომელიც ერთდროულად სიცოცხლეს, ვნებას, სიყვარულს და სიკვდილს  განასახიერებს და ამავე დროს, სევდის საუკეთესო წამალია. მიუხედავად სიმკვეთრისა, ის ისეთივე ნეიტრალური ფერია, როგორც შავი ან თეთრი, თუმცა მათგან განსხვავებით უსაზღვრო ენერგიას ატარებს.

-6

წითელი ყველა ქალისთვის

ბევრი ქალი წითელი კაბის ჩაცმას იმის შიშით ერიდება, რომ არ მოუხდება, თუმცა გარავანი დარწმუნებული იყო, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც ეს ფერი არ დაამშვენებს. მთავარი საიდუმლო საკუთარი ელფერის პოვნაშია, რომლის არჩევანი უსასრულოა. ამბობენ, რომ მოდის სახლის საარქივო კოლექციებში წითელის 550-მდე სხვადასხვა ელფერი ინახება. თავად ვალენტინო კი თვალის ერთი შევლებით 30-ზე მეტ ელფერს ასხვავებდა.

-7

2008 წელს, როდესაც დიზაინერმა თავისი გამოსამშვიდობებელი ჩვენება გამართა, შოუ 30 მოდელის გამოსვლით დასრულდა, რომლებსაც  უნაკლო წითელი ფერის კაბები ეცვათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფერი ბრენდისთვის.

-8

2022 წელს მოდის სახლმა გამოსცა წიგნი, რომელიც წითელი ფერის განვითარების ისტორიას მოგვითხრობს და მასში 180-მდე ლუქი შევიდა.

-9

Valentino-ს წითელ კაბაში გამოწყობილი ქალისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელია  ის- მყისიერად ყურადღების ცენტრში ხვდება და გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს.

-10

-11

-12

-13

-14

-15

-16

-17

-18

-19

-20

-21

-22

-23

-24

-25

-26

-27

-28

-29

-30

-31

-32

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! იტალიური მოდის უკანასკნელი იმპერატორი – ვალენტინო გარავანი 10 ფოტოში

 

გაიგე მეტი: ვალენტინო გარავანი

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?
OK! News

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
OK! News

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?
OK! News

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები