• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

January 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო. სასამართლომ  მისი ყოფილი მეუღლის მოთხოვნა მათი ქალიშვილის ესპანეთიდან წაყვანის შესახებ უარყო. ჯორჯინა უზკატეგი თავისი წლინახევრის ქალიშვილის ქვეყნიდან წაყვანას მანამ ვერ შეძლებს, სანამ განქორწინების გადაწყვეტილება არ გამოიცემა და თოფურიას ვიზიტების გრაფიკი არ დადგინდება.

Суд не разрешил Илии Топурии вывезти дочь из Испании | Все спортивные новости в одном месте — Sportnews.az

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, მას შემდეგ, რაც ჯორჯინამ ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა ოფიციალურად მოითხოვა, ილია თოფურია მოსტოლესის ქალთა მიმართ ძალადობის სპეციალიზებულ სასამართლოში გამოცხადდა.

ქალმა ესპანეთიდან აუცილებელი წასვლა სოციალურ ქსელებში შევიწროების მოტივით გაამართლა, თუმცა მოსამართლემ ეს არგუმენტები უარყო და მიუთითა, რომ მოგზაურობის ბილეთები ილია თოფურიას მედიაში განცხადების გაკეთებამდე 12 დღით ადრე იყო შეძენილი.

სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ ჯორჯინამ დაბლოკა მამასა და შვილს შორის კონტაქტი და ილია თოფურიას ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა არ ჰქონდა თავისი ქალიშვილი  ენახა.

„აბსოლუტურად მშვიდად ვარ. არ ვნერვიულობ. ძალიან მალე ვნახავ ჩემს პატარა გოგონას. ჩემი პრიორიტეტი ჩემი ქალიშვილია, ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი“, – განაცხადა თოფურიამ ჟურნალისტებთან.

UFC Чемпион Топурия: Скандал, Карьерная Пауза и Потенциальное Лишение Титула

ჩემპიონის ცხოვრებაში არსებული პრობლემების შესახებ ცნობილი 2025 წლის 28 იანვარს გახდა, როდესაც თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერას წყვეტს.

„მომავალი წლის პირველ კვარტალში ბრძოლას არ ვაპირებ. პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ. მინდა, ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა დივიზიონის შეფერხება. UFC საჭირო შეჯიბრებებს ჩაატარებს და როგორც კი საკითხები მოგვარდება, UFC-ს შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ“, – წერდა სპორტსმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Илия Топурия: биография, карьерный путь, личная жизнь, интересные факты

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ის ოჯახში ძალადობის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

თოფურია აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბოლო თვეებში იღებდა მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები გავრცელდებოდა.

„მე ვიღებ იმ ფასს, რაც საჯარო ცხოვრებას ახლავს, მაგრამ ეს არ ამართლებს დაუდასტურებელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან არასრულწლოვანის საკითხების გამჟღავნებას. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც მე განქორწინების განაცხადი შევიტანე, ჩვენი დაშორების შემდეგ. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად არაგონივრული ფინანსური მოთხოვნების მიღებაზე, რამდენიმე კვირაში შეტანილ იქნა ძალადობის ბრალდებით საჩივარი, რითიც ადრე უკვე დამემუქრნენ და რომელიც ამჟამად სასამართლოს მიერ განიხილება.

მე კვლავ ვენდობი ღმერთს, სამართალს და ადამიანებს. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და რომ მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთი ჩემი ვაჟის, ჰუგოს გვერდით ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა“– წერს ილია თოფურია მიმართვაში, რომელიც 3 იანვარს გამოქვეყნდა.

Илия Топурия: биография бойца UFC — жизнь и карьера мастера смешанных единоборств из Грузии и Испании. Спорт-Экспресс

ახლახან ცნობილი გახდა, რომ UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია, განქორწინების პროცესის გამო, ტიტულის დაცვას 2026 წლის ბოლომდე გაზაფხულამდე ან ზაფხულამდე ვერ დაუბრუნდება.

Илия Топурия: Король возвращается, пусть никто не чувствует себя в безопасности! - Zamin.uz, 07.10.2025

წყაროს ცნობით, თოფურიას მომავალ ტურნირებში მონაწილეობა პირდაპირ დამოკიდებულია მისი პირადი და სამართლებრივი საქმეების მოგვარებაზე. აღნიშნულია, რომ ჩემპიონი ვარჯიშსა და შეჯიბრებებში დაბრუნებას არ გეგმავს მანამ, სანამ ყველა სამართლებრივი საკითხი საბოლოოდ არ მოგვარდება. თუმცა, UFC უკვე განიხილავს პოტენციურ მეტოქეს მისი დაბრუნების შემდეგ პირველი ტიტულის დაცვისთვის.

29 წლის ილია თოფურია UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს. 2024 წელს ის გახდა მსუბუქი წონის ჩემპიონი (65 კგ-მდე), რის შემდეგაც ერთხელ დაიცვა ტიტული. ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 9-0 აქვს დამყარებული. 2025 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, ილია თოფურია მამაკაცთა შორის UFC-ის pound-for-pound რეიტინგში პირველ ადგილზეა. ის ერთხელაც არ დამარცხებულა. ის და მისი ძმა ალექსანდრე თოფურია პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

გაიგე მეტი: ილია თოფურიაჯორჯინა უზკატეგი

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა
OK! News

#OK! Netflix-მა გრეტა გერვიგის „ნარნიას“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

October 16, 2026
#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?
OK! News

#OK! Victoria’s Secret-მა 2026 წლის შოუს მონაწილეთა სია გამოაქვეყნა – ვის ვიხილავთ პოდიუმზე?

October 16, 2026
#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია
OK! News

#OK! ადრიანა ლიმას გარეგნობამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია

October 16, 2026
#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?
OK! News

#OK! კენდალ ჯენერი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა – რას ამბობს მოდელი?

October 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები