• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! პირველად Dior-ის ისტორიაში – ბრენდის სრული კოლექცია მუსიკოსის მონაწილეობით შეიქმნა

ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტისა და Dior-ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორის კიმ ჯონსის პირველი წარმატებული კოლაბორაცია

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

პარიზში, Dior-ის შოურუმში მიმავალ დამთვალიერებელს გზა ტრევის სკოტის თაყვანისმცემლებს შორის უნდა გაევლოთ, რომელიც 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის საბოლოო დეტალებზე ჩვენების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი თავდაუზოგავად მუშაობდა. კოლექციის, რომელიც ამერიკელმა რეპერმა ბრენდის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელთან კიმ ჯონსთან ერთად სულ რაღაც ექვს თვეში შექმნა.

1947 წელს კრისტიან დიორი სადებიუტო კოლექციის აღსანიშნავად ამერიკაში გაემგზავრა. მისი ერთ-ერთი პირველი გაჩერება ტეხასი იყო – მოულოდნელი დანიშნულების ადგილი, რომლის გასაოცარმა კანიონებმა და უზარმაზარმა უდაბნოებმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

ბრენდის ისტორიაში პირველად, Dior-ის “ღრმა ფესვებით” შთაგონებულმა კიმ ჯონსმა ამერიკელ მუსიკოსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არც ინანა. ტეხასელი რეპერი, ტექსტების ავტორი და პროდიუსერი ტრევის სკოტი საკუთარი ლეიბლის Cactus Jack Records-ის დამფუძნებელია, რაც ბრენდისთვის ორმაგად სიმბოლურია, რადგან ახალგაზრდა არტისტის ინსპირაციის წყარო სწორედ კაკტუსია.

რა ხდება მაშინ, როდესაც ერთი შეხედვით განსხვავებული, ამავდროულად კი საერთო მიზნებისა და იდეების მქონე ორი პროდუქტიული კოლაბორატორი გადაწყვეტს თანამშრომლობას? შედეგი მაყურებელმა Dior-ის მამაკაცის ხაზის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების შემდეგ იხილა.

ბრენდის ჩვენება სწორედ კრისტიან დიორის ზღაპრული ბაღის ინსპირაციით გაფორმებულ დარბაზში გაიმართა. უდაბნოს მსგავს ფონზე არსებული უზარმაზარი ყვავილებისა და კაქტუსების დეკორაციები სიმბოლურად როგორც კრისტიან დიორის ბაღს, ასევე ტრევის სკოტის მუდმივ ინსპირაციულ მცენარეებს წარმოადგენდა.

დიორის 2022 წლის კოლექცია იყო ნამდვილი კომუნიკაცია ორ მეგობარს შორის. საუბარი, რომელიც მოიცავდა ჯოუნსსა და სკოტს, საფრანგეთსა და ამერიკას, წარსულსა და აწმყოს, და რაც ყველაზე მთავარია კავშირს კრისტიან დიორთან და მის უკვდავ მემკვიდრეობასთან.

ამერიკელი რეპერის განცხადებით ბრენდის ახალ კოლექციაზე მუშაობის დროს ზეგავლენა როგორც Dior-ის დამფუძნებელმა, ასევე მისი ბესტსელერი ამბომის Astroworld-ის სიქუელმა იქონია.

“ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობ, რაც ფსიქოდელიურ როკს ჰგავს, ამიტომ ჩემთვის სრულიად ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ადამიანმა ინსპირაცია შეიძლება კაქტუსებითა და სოკოებით სავსე ველში მიიღოს.”

“ჩემსა და კიმს შორის არსებული ურთიერთოიბა უბრალოდ გასაოცარია. ის არის დიზაინერი, რომელმაც ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა, რის შექმნას ცდილობს და ამით რისი თქმა სურს. მეც ზუსტად ასეთი ადამიანი ვარ, შესაბამისად ჩვენს შორის კავშირი უფრო მეტად გამართული, პროდუქტიული და შედეგისმომტანია.”

ტრევის სკოტი 2019 წლის Met Gala-ზე დიორის კოსტიუმით წარსდგა, მას შემდეგ კი ბრენდის სამოსით არაერთი გლამურული ღონისძიების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. როგორც რეპერი აღნიშნავს, თანამშრომლობის დროს „დიორის“ მოდის სახლის მუშაობის სისწრაფითა და ხარისხით აღფრთოვანებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მზად არის დიზაინერებთან და მაღალი მოდის ბრენდებთან ითანამშრომლოს და მომხმარებელს საინტერესო პროდუქტი შესთავაზოს, ტრევის სკოტს საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება, სამუშაოს უზარმაზარი ზეწოლისა და საზოგადოების კრიტიკის გამო ჯერჯერობით წარმოუდგენლად მიაჩნია.

Travis Scott has collaborated with Dior on a menswear collection - CNN Style

“მხოლოდ ერთი საქმით არასდროს ვარ დაკავებული, ვცდილობ ჩემს პროფესიაში მრავალფეროვნება შევიტანო. მომწონს ამ ინდუსტრიაში მიღვაწეობა და ის ფაქტი, რომ მოდა უფრო და უფრო ემსგავსება მუსიკას იმით, რომ ახალგაზრდა თაობის ყოველდღიურ რუტინასა და მოთხოვნილებებს ერგება.“

“ყოველთვის მზად ვარ მაღალი მოდის ბრენდებთან და დიზაინერებთან ვითანამშრომლო. ნებისმიერი სახის კოლაბორაცია ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა საკუთარი ხაზის ან ბრენდის შექმნაზე ფიქრი ზედმეტია, ეს ყველაფერი დიდ შრომასთან ასოცირდება და არ ვიცი რამდენად შევძლებ გავუმკლავდე საზოგადოების კრიტიკას.”

ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ადამიანების მოთხოვნილებებთან ერთად მოდის ტენდენციებიც იცვლება. თუმცა, მაშინ, როდესაც ბევრი მუსიკოსი ცდილობს დროს მოერგოს, ტრევის სკოტი მაინც პერსონალური სტილის მქონე ავთენტურ არტისტად რჩება.

სწორედ ამიტომ, კიმ ჯონსმა სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის უამრავ თანამედროვე მუსიკოსს შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, თანამედროვე და ინოვაციური იდეების მქონე რეპერი – ტრევის სკოტი შეარჩია.

“ის არის კულტურული ფენომენი და კულტურა არის ის, რასაც ახალგაზრდა თაობა ცდილობს დაუკავშირდეს… ჩვენი ბრენდის სამოსი ყველანაირი ასაკის და გემოვნების ადამიანს მოსწონს. გასულ წელს, ყველგან სადაც წახვიდოდით, დიორის მაღაზიების წინ დიდი რიგი იდგა. ჩვენი შემოქმედებითი გუნდი ცდილობს მყიდველს ყველანაირი ნივთი და აქსესუარი მოარგოს. მომხმარებელთან ურთიერთობა ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა, რომ ჩვენ ერთი კონკრეტული მესიჯის გზავნა გავაგრძელოთ, რომ “დიორი  ყველასთვისაა.”

“ტრევისი ლიდერია და არა მიმდევარი. ფაქტი, რომ მას შეუძლია იმუშაოს McDonald’s-ისთვის და შემდეგ შექმნას კოლექცია Dior-ისთვის, ბევრ რამეზე მეტყველებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სკოტთან თანამშრომლობა გადავწყვიტე სწორედ ახალგაზრდებთან არსებული ძლიერი კავშირია. მას შეუძლია ახალ თაობასთან ურთიერთობა, ისეცე როგორც მე… მე ვხედავ იმას, რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ და ვხედავ იმას, რასაც ტრევისი აკეთებს. მისი შრომისუნარიანობა, ინოვაციური იდეები და მიზანდასახულობა კი ჩემში მისდამი მძლავრ ინტერესს იწვევს.” –   ბრენდის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი კიმ ჯონსი.

როგორც თავად დიზაინერმა იწინასწარმეტყველა, მისი და ტრევისის კოლაბორაციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდმა სრული კოლექცია მუსიკოსთან თანამშრომლობით შექმნა.

„ჩემი ცხოვრების სტილიდან და პროფესიიდან გამომდინარე ძირითადად  კონცენტრირებული ვიყავი “ქუჩის სტილზე”, შესაბამისად მოდის სახლში მოსვლა, რომელიც ოტ კურიურის დონის სამოსს ქმნის, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმიანობა ბევრ შრომასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის თითოეული წუთი საინტერესო და შემეცნებითი იყო.“

“ჩვენ ავირჩიეთ კონკრეტული გზა ბრენდის ახალი კოლექციის შესაქმნელად. მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვერჩია ტექსტურა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად კომფორტული იქნებოდა. გვინდოდა შეგვექმნა სამოსი, რომელშიც იქნებოდა ისევე როგორც მაღალი მოდის, ასევე “ქუჩის სტილის” ელემენტები. ახალი კოლექცია მორგებულია თანამედროვეობაზე, ადამიანებს შეუძლიათ ჩაიცვან დიორის სამოსი ისევე როგორც მნიშვნელოვან შეხვედრებსა და გლამურულ საღამოებზე, ასევე ახლობლების სანახავად გამართულ ოჯახურ წვეულებებზე.“ – ტრევის სკოტი.

გაიგე მეტი: დიორიკიმ ჯონსიკოლაბორაციატრევის სკოტი

ასევე გაეცანი

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა
OK! News

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა
OK! News

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

February 12, 2026
#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება
OK! News

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა
OK! News

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქეთევან ქვარცხავა

#OK! ქეთევან ქვარცხავა

March 5, 2021
#OK! ნათია ბერძენიშვილი – თითოეული მადლიერი პაციენტი ჩემი წარმატება და გამარჯვებაა

#OK! ნათია ბერძენიშვილი – თითოეული მადლიერი პაციენტი ჩემი წარმატება და გამარჯვებაა

October 21, 2024
#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ “ბალენსიაგას” სამოსს ირგებს: სომხურ რესტორანში მიმავალი ვარსკვლავის გლამურული იმიჯი

#OK! კიმ კარდაშიანი კვლავ “ბალენსიაგას” სამოსს ირგებს: სომხურ რესტორანში მიმავალი ვარსკვლავის გლამურული იმიჯი

September 29, 2021
#OK! სააღდგომო კვერცხის შეღებვის ყველაზე მარტივი გზა ნუცა სურგულაძისა და ნინო გაჩეჩილაძისგან

#OK! სააღდგომო კვერცხის შეღებვის ყველაზე მარტივი გზა ნუცა სურგულაძისა და ნინო გაჩეჩილაძისგან

April 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

#OK! 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

February 7, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები