• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რა წავიკითხოთ სანაპიროზე? – 7 წიგნი ზაფხულის არდადეგებისთვის

August 10, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზაფხულის არდადეგები წიგნის წასაკითხად იდეალური პერიოდია. თუ სანაპიროზე გასვლისას ჯერ კიდევ ფიქრობთ, რა წაიღოთ თან, გთავაზობთ 7 გამორჩეულ ნაწარმოებს, რომლებიც სიყვარულზე, თავგადასავლებზე, მოგზაურობასა და ცხოვრების მნიშვნელოვან არჩევანზე გვიყვება. ყველა მათგანი ზაფხულის მშვიდ დღეებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

„დიდი გეტსბი“ — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“, რომელიც პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა, ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწერა, მისი თემები — სიყვარული, სიმდიდრე, სოციალური უთანასწორობა და მიუწვდომელი ოცნებები — დღესაც აქტუალურია.

ისტორია 1920-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ნიუ-იორკი ფუფუნების, წვეულებებისა და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ცხოვრობს. ახალგაზრდა ნიკ კერავეი ქალაქში გადადის და ლონგ აილენდზე სახლდება. სწორედ აქ ის თავისი იდუმალი და წარმოუდგენლად მდიდარი მეზობლის, ჯეი გეტსბის, სამყაროში აღმოჩნდება.

„დიდი გეტსბი“ ზაფხულისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანია მისი ატმოსფეროს გამოც: მზიანი ლონგ აილენდი, მდიდრული სახლები, აუზები, მანქანები, საღამოს წვეულებები და 1920-იანი წლების ნიუ-იორკის ენერგია წიგნს თითქმის კინემატოგრაფიულ ხასიათს აძლევს.

„რებეკა“ — დაფნე დიუ მორიე

ბრიტანელი მწერლის ეს ცნობილი რომანი 1938 წელს გამოქვეყნდა და დღესაც გოთიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა.

წიგნის მთავარი გმირი ახალგაზრდა ქალია, რომლის სახელიც მკითხველმა საერთოდ არ იცის. ის მდიდარ ქვრივ მაქსიმ დე ვინტერს ხვდება და მალევე ცოლად მიჰყვება. ქორწინების შემდეგ ქალი ქმრის უზარმაზარ მამულში, მანდერლიში, გადადის.

მაქსიმის პირველი ცოლი, რებეკა, უკვე გარდაცვლილია, თუმცა მისი გავლენა ყველგან იგრძნობა. სახლის მსახურები მას განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებენ.

მაგრამ „რებეკა“ მხოლოდ ეჭვიანობისა და სიყვარულის ისტორია არ არის. რომანის მთავარი ძალა ფსიქოლოგიურ დაძაბულობაშია — მკითხველი მუდმივად ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო სინამდვილეში რებეკა და რა საიდუმლოს მალავს მანდერლი.

„აღმოხდება მზე”— ერნესტ ჰემინგუეი

ამერიკელმა მწერალმა რომანი 1926 წელს გამოაქვეყნა და ნაწარმოები მალევე მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი გახდა.

ისტორია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მცხოვრები ადამიანების ჯგუფს მიჰყვება. მთავარი პერსონაჟი ჯეიკ ბარნსი ჟურნალისტია, რომელიც ომის გამოცდილების შემდეგ პარიზში ცხოვრობს.

„აღმოხდება მზე“ კარგი საზაფხულო საკითხავია მათთვის, ვისაც მოგზაურობა, ევროპული ქალაქები, მეგობრობა, სიყვარული და თავგადასავალი სურს.

„მალიბუს აღზევება“ — ტეილორ ჯენკინს რიდი


თუ კლასიკური ლიტერატურის პარალელურად თანამედროვე და სწრაფად წასაკითხ წიგნსაც ეძებთ, ტეილორ ჯენკინს რიდის „მალიბუს აღზევება“ ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი არჩევანია.

მოქმედება 1983 წელს, მალიბუში ვითარდება. ოთხი და-ძმა — ნინა, ჯეი, ჰადსონი და კიტი — ცნობილი ოჯახის წევრები არიან, თუმცა მათი ისტორია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

რომანის მთავარი მოვლენა გრანდიოზული წვეულებაა, რომელსაც და-ძმები ყოველწლიურად მართავენ. სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანები, მოდელები, მუსიკოსები და ჰოლივუდის წარმომადგენლები არიან. თუმცა ღამის განმავლობაში ძველი საიდუმლოებები ზედაპირზე ამოდის…

წიგნის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი სწორედ მალიბუს ატმოსფეროა – ოკეანე, სანაპირო სახლი, ცნობილი ადამიანები, მუსიკა და ზაფხულის ღამე. ამ ყველაფერს კი ოჯახური დრამა და საიდუმლოებები ემატება.

„ჩვეულებრივი ადამიანები“ — სალი რუნი

წიგნი 2018 წელს გამოქვეყნდა და თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად რომანად იქცა.

მთავარი გმირები, კონელი და მარიანი, ერთი სკოლიდან არიან, მაგრამ სრულიად განსხვავებულ სოციალურ გარემოს ეკუთვნიან. კონელი პოპულარული და წარმატებული მოსწავლეა, მარიანი კი თანაკლასელებთან თითქმის არ ურთიერთობს.

მათ შორის  ნელ-ნელა ურთიერთობა იწყება და სკოლის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

რუნი მკითხველს არ სთავაზობს იდეალიზებულ სიყვარულის ისტორიას. პირიქით, მისი პერსონაჟები შეცდომებს უშვებენ, ერთმანეთს შორდებიან, კვლავ უახლოვდებიან და ხშირად ვერ ახერხებენ იმის თქმას, რასაც სინამდვილეში გრძნობენ.

„ალქიმიკოსი“ — პაულო კოელიო

ზაფხულის ერთ-ერთ წიგნად პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ შეგვიძლია ავირჩიოთ — ნაწარმოები, რომლის მთავარი თემაც მოგზაურობაა. ბრაზილიელმა მწერალმა რომანი 1988 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე ნაწარმოებად იქცა.

წიგნის მთავარი გმირი სანტიაგოა, რომელიც განმეორებად სიზმარს ხედავს. სიზმარი მას ეგვიპტის პირამიდებთან დამალული განძის არსებობაზე მიანიშნებს. სანტიაგო გადაწყვეტს, ნაცნობი ცხოვრება დატოვოს და საკუთარი ოცნებას გაჰყვეს.

„სიყვარული ჟამიანობის დროს“ — გაბრიელ გარსია მარკესი

ზაფხულის არდადეგებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული არჩევანია კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“. რომანი პირველად 1985 წელს გამოქვეყნდა და მარკესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად იქცა.

წიგნის მთავარი გმირები ფერმინა დასა და ფლორენტინო არიზა არიან. მათი სიყვარულის ისტორია ახალგაზრდობაში იწყება, თუმცა ცხოვრება ორივეს სხვადასხვა გზით წაიყვანს. ფლორენტინო ფერმინას წლების განმავლობაში უგზავნის სასიყვარულო წერილებს და მისი სიყვარულის ერთგული რჩება, მაგრამ ფერმინა საბოლოოდ სხვა მამაკაცზე — ექიმ იუვენალ ურბინოზე — ქორწინდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! ათასობით წიგნი ერთ აპლიკაციაში – როგორ აქცია Blinkist-მა სწავლა მარტივ ყოველდღიურ ჩვევად

#OK! 3 წიგნი, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ სამყაროს

ასევე გაეცანი

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია
OK! კულტურა

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 28, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები
OK! კულტურა

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით
OK! კულტურა

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?
OK! კულტურა

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები