• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Tako mekvabidze wedding line – საუკეთესო არჩევანი შენი დღესასწაულისთვის

October 14, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მისი სახელი და გვარი ხარისხთან, წარმატებასთან, გემოვნებასა და, რაც ყველაზე მთავარია, მაღალ მოდასთან ასოცირდება. ყოველთვის სჯერა, რომ იმან, რაშიც მთელ ძალას და ენერგიას დებ, შეუძლებელია საზოგადოების ნდობა და სიყვარული არ დაიმსახუროს. „Ok! ბათუმის“ სტუმარი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა, რომლის ბრენდი წლებია არ კარგავს აქტუალობას. მეტიც, მის მიერ შეკერილი სამოსი არაერთ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს ეცვა. დიზაინერს ძალიან სასიამოვნო სიახლე აქვს მომავალი პატარძლებისთვის და თუ რა, ამას ჟურნალის ფურცლებიდან შეიტყობთ.

 

 

პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წელს როგორც პროფესიული, ასევე ზოგადი კუთხით. რით იყო თქვენთვის გამორჩეული?

ეს წელი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის. გამიჩნდა მესამე შვილი, რომელმაც უდიდესი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ოჯახში. რაც შეეხება პროფესიული თვალსაზრისით წლის შეფასებას, ვიტყვი, რომ ძალიან რთული წელი იყო. არასოდეს ვყოფილვარც ასეთ სტრესულ გარემოში. ბევრი ვალდებულების აღებამ მომოწია ადამიანებთან და მთელი ფეხმძიმობის პერიოდი ვმუშაობდი შეუჩერებლად. ალბათ იგივე პერიოდი რომ დავაბრუნო, მთელი ცხრა თვე ვიქნებოდი სულ სხვანაირად, ანუ მეტ დროს დავუთმობდი საკუთარ თავს. მაგრამ არა უშავს, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და რაც გიყვარს, მას სიამოვნებით აკეთებ ისე, რომ ხშირად ვერ ან გვიან გრძნობ დაღლას.

 

როგორც ვიცით, სასიამოვნო სიახლე გაქვთ მომავალი პატარძლებისთვის. აქტიურად იწყებთ საპატარძლო კაბებზე მუშაობას. რა განსაკუთრებული ნიშა გექნებათ აღნიშნული მისამართით?

დიახ, ბევრი კარგი სიახლე მაქვს. ნელა-ნელა ვიწყებ ძალების აღდგენას. ახალი ენერგიითა და კარგი განწყობით მინდა შევუდგე საქორწინო ხაზის განვითარებას. აღნიშნული მიმართულება ჩემთვის უცხო არ არის. კარგად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემი სადიპლომო ნამუშევრებიც სწორედ საქორწინო კაბებს ეხებოდა. ყოველთვის განსაკუთრებული მიდგომით ვმუშაობ ხოლმე საქორწინო კაბებზე, განსაკუთრებული ხედვით იქმნება თითოეული მათგანი. ესკიზი იქმნება კონკრეტული ადამიანისთვის, შესაბამისად, ყოველი დეტალი არის გათვლილი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ კაბის ესკიზს, რომელსაც ვხატავ, სამახსოვროდ ვჩუქნით პატარძალს.

 

 

საპატარძლო კაბებზე მუშაობისას რაზე გაამახვილებთ ძირითადად აქცენტს, რა ტენდენციაა ამ მხრივ მოდაში?

მინიმალისტური და, ამავდროულად, ეფექტური, ღია ფერი გვაძლევს ამის საშუალებას. ვფიქრობ, საქორწინო კაბებში ტენდენცია არ არსებობს. ბავშვობიდან ალბათ ყველას თავისი ზღაპრული საპატარძლო კაბა აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად, ვითვალისწინებ მათ ინტერესებს.

 

 

რამ განაპირობა, მიჰბრუნებოდით საპატარძლო კაბებზე მუშაობას?

ყოველთვის ვმუშაობდი ამ ხაზზე, უბრალოდ, ახლა უფრო მასშტაბური იქნება. ცალკე გამოვყავი ეს ხაზი და გვექნება ვაით ქორნერი – Tako mekvabidze wedding line-ი, სადაც მომხმარებელი მარტო საქორწილო კოსტიუმებს შეიძენს.

 

ის, ვინც თაკო მექვაბიძის საპატარძლო კაბას მოირგებს…

თავს თავდაჯერებულად იგრძნობს. იგრძნობს, რომ კაბა მხოლოდ მისთვის არის შექმნილი. და, რა თქმა უნდა, ამ კაბას ექნება ჩემი ხელწერა – სადღესასწაულო განწყობა, რაც ჩემი კოლექციების მთავარი ღერძია. წინ არაერთი საინტერესო გეგმა მაქვს, დაელოდეთ სიახლეებს თაკო მექვაბიძისგან.

 

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები