• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ზოგჯერ ერთი მელოდიაა საკმარისი, რომ საღამო განსაკუთრებული გახდეს და ადამიანებს ის ემოცია დაუტოვოს, რომელიც ღონისძიების დასრულების შემდეგაც გაჰყვებათ. სწორედ ასეთ ემოციურ ატმოსფეროს ქმნის ქუთაისელი მევიოლინე, მარიამ კაკუშაძე, როცა თავის საყვარელ ინსტრუმენტზე, ვიოლინოზე ასრულებს ნაწარმოებს. მის რეპერტუარში კლასიკური მუსიკის გარდა, კინომუსიკის ცნობილი ნაწარმოებები, ქართული კინომუსიკა, საესტრადო და ქალაქური სიმღერებიცაა. მარიამის მუსიკალური მოგზაურობა ოთხი წლის ასაკში, ვიოლინოს პირველად დანახვით დაიწყო. ბავშვობის სურვილი წლების განმავლობაში პროფესიულ გზად აქცია. ამჟამად ის თავისი შესრულებით ხელის მოწერის ცერემონიებს, ქორწილებს, ფურშეტებს, ველქამებსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

 

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? და რატომ ვიოლინო?

პირველ რიგში, ამ ინსტრუმენტმა მიმიზიდა თავისი ვიზუალით. ვიოლინო პირველად 4 წლის ასაკში ტელევიზორში დავინახე და ამოვიჩემე მუსიკალურ სკოლაში სწავლა. შემდგომ კი, რა თქმა უნდა, შემიყვარდა მისი ჟღერადობა და დავიწყე პროფესიონალი შემსრულებლების მოსმენა. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში პოპულარული იყო ვანესა მეის შემოქმედება და სახლში გვქონდა მისი დისკი. მას ხშირად ვუსმენდი და დღესაც მიყვარს.

 

რომელი კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულება გიყვართ ყველაზე მეტად?

არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ ვივალდი მევიოლინეებისთვის ერთ-ერთი პირველია, ამ გენიოსი კომპოზიტორის ნაწარმოებები არა მარტო სასიამოვნო მოსასმენია, არამედ აუცილებელი და საჭიროა ინსტრუმენტალისტის პროფესიული განვითარებისთვის. შეუძლებელია არაფერი ვთქვა იოჰან სებასტიან ბახზე, კამილ სენსანსა და ბევრ სხვაზე, რომლებსაც დიდი ხანია ვეტრფი.

განსაკუთრებით მიყვარს ტანგოების დაკვრა, რადგან ვიოლინოს ამ ტიპის ემოციური, დინამიკური ნაწარმოებები ძალიან შვენის, მაგალითად, როგორიცაა, იაკობ გადეს ტანგო „ჟალუზი“, რომლის სახელწოდება ფრანგულიდან ითარგმნება როგორს „ეჭვიანობა“, ძალიან ეფექტური და ექსტრავაგანტური ნაწარმოებია, რომელიც თავისი ჟღერადობით ნამდვილად ამართლებს სახელწოდებას.

ჩემი რეპერტუარი შედგება კინომუსიკის შედევრებისგან, როგორიცაა მაგალითად კარლოს გარდელის „ქალის სურნელი“, ჩემთვის საყვარელი ნაწარმოები „ესმერალდა“ და ბევრი სხვა.

შეუძლებელია უყურადღებოდ დავტოვო ქართული კინომუსიკა, მაშინ, როდესაც გვყავს ისეთი გენიოსები, როგორებიცაა: გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, რევაზ ლაღიძე და სხვ. ჩემი ნებისმიერი გამოსვლა პირველ რიგში ქართული ნაწარმოებებით იწყება.

ასევე, ძალიან სასიამოვნო და ლამაზია ვიოლინოზე შესრულებული საესტრადო და ქალაქური სიმღერები, რომლებსაც ხშირად ვასრულებ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, მარტო. მოგეხსენებათ, ეს ნაწარმოებები მოიაზრებს მეორე და მესამე ხმას, რაც მათ კიდევ უფრო ლამაზს ხდის. თუმცა. როდესაც მიწევს კოლეგასთან ერთად დაკვრა, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ხმებში ვშლით ყველა ნაწარმოებს, მუშაობის ეს ფორმატი ბევრად სასიამოვნოა.

 

 

შესრულება, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

ეს იყო ერთ-ერთ ქორწილში, როდესაც პირველად დავუკარი ვივალდის „შტორმი“ (ზაფხული). პირველ რიგში, ეს ნაწარმოები ძლიან მიყვარს, სიმართლე რომ გითხრათ, მარტივი სასწავლი და დასაკრავი ნამდვილად არ არის. მახსოვს, საათობით ვრეპეტიციობდი, რომ ამ შედევრის დაკვრა უნაკლოდ შემძლებოდა, და როდესაც სანაცვლოდ ფეხზე დამდგარი აპლოდისმენტები მივიღე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ბავშვობაში დედაჩემს ხშირად დავყავდი თეატრში და ერთ-ერთ კონცერტზე დედამ მითხრა – შემსრულებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო აპლოდისმენტებიაო. და ახლა, როცა ამ სფეროში ვარ, ვხვდები, რომ ის მართალი იყო.

 

რა არის ყველაზე რთული მევიოლინეს პროფესიაში?     

იყო ხელოვანი, ნიშნავს უწყვეტ განვითარებას – არ გაქვს უფლება, შეანელო ტემპი, შეამცირო რეპეტიციები და შეწყვიტო სწავლა, თუ, რა თქმა უნდა, წინსვლა გსურთ. ეს არის მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე და ყოველთვის ახლის ძიებაში ყოფნა.

ხშირად უთქვამთ: „რა უნდა დაკვრას ან სიმღერას“. ზოგს ჰგონია, რომ ეს პროფესია ძალიან ადვილი და სახალისოა. თუმცა იმ ლამაზი შესრულების უკან დიდი შრომა, მოთმინება ,მრავალწლიანი სწავლა, პრაქტიკა და გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, ყველა პროფესია მოითხოვს შრომას, თუმცა ხელოვნება და მუსიკა მხოლოდ სუფთა ბგერების დაკვრა და აღება არ არის, მასში მთელი გული და გრძნობა უნდა ჩააქსოვო.

 

რა გინდათ, რომ ადამიანმა თქვენი შესრულების მოსმენის შემდეგ იგრძნოს?

ალბათ იგივე, რაც მე, – სასიამოვნო სიმსუბუქე, რომელიც ბევრ ჩვენგანს სჭირდება რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდგომ. მახარებს, როცა ვხედავ, ჩემი მუსიკის ფონზე როგორ სასიამოვნოდ იღიმიან ადამიანები, წრუპავენ შამპანურს და ჩუმად მუსიკის რიტმს ფეხს აყოლებენ. ასეთ ღონისძიებებზე მეც სასიამოვნოდ ვატარებ დროს მსმენელთან ერთად.

 

სამომავლო გეგმები

ვცდილობ სამომავლო გეგმები წინასწარ არ დავალაგო, რადგან კარგი იდეები სპონტანურად მოდის, თუმცა ყოველთვის მომწონდა ორკესტრი, და ვისურვებდი ამ სისტემაში საკუთარი თავი გამომეცადა.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ზურა ბოხუა

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები