• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

როგორ ვუვლით ცხიმიან, აკნესკენ მიდრეკილ კანს?

October 17, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როგორ ვუვლით ცხიმიან, აკნესკენ მიდრეკილ კანს?

ამ პროცესის მთავარი პრინციპი აგებულია სრულყოფილი წმენდის, ცხიმის გამოყოფის კონტროლის და ფორების მოვლის სწორ ეტაპებსა და ტექნიკაზე.

მაშ ასე, გთავაზობთ ცხიმიანი კანის მოვლის სრულყოფილ რუტინას:

გამწმენდი ფორმულა: ცხიმიანი კანი ის ტიპია, რომლის რუტინაში პრინციპული და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ წმენდაა – კანის სრულყოფილი გასუფთავება დილა-საღამოს. თუკი მშრალი კანის ამოსავალი წერტილი ღრმა დატენიანებაა, ცხიმიანი კანის სიჯანსაღისა და სილამაზის უმთავრესი პირობა სრულფასოვანი წმენდაა. ცხიმიანი კანი, გაფართოებული ფორებისა და ცხიმის ჭარბად გამოყოფის გამო, მიდრეკილია კომედონების, ფერიმჭამელებისა და აკნეს მიმართ. ამიტომ, თუკი კარგად არ გავასუფთავებთ კანს ცხიმის ფენისგან, გარემოდან მიღებული ჭუჭყისგან, ნელ-ნელა კიდევ უფრო დაბინძურდება, ჭუჭყის ერთ ფენას მეორე და მესამე დაემატება, გარდაიქმნება კომედონებად, გაჩნდება ანთების/ინფექციის რისკი, რამაც კანი აკნეს აფეთქებამდეც კი შეიძლება მიიყვანოს. როცა ცხიმიან კანს საფუძვლიანად ვასუფთავებთ, ვიღებთ არაჩვეულებრივ ვიზუალურ ეფექტს: ფორები შესამჩნევად ვიწროვდება და კანი ხდება ერთგვაროვანი, რაც ცხადია, ბევრად ესთეტიკურია, ვიდრე კომედონებით და ცხიმით დატვირთული, გაფართოებული ფორები.

 

 

ვისაც ასეთი ტიპის კანი გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკვირდებოდით, რომ დილას კანზე ჭარბად მოდებული ცხიმის ზეთოვანი ფენით იღვიძებთ – მთელი ღამის განმავლობაში ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეციის პროდუქტით. ამიტომ დილის რუტინაშიც კი უმჯობესია ცოტა უფრო აგრესიული და ქმედითი დასაბანი საშუალების ჩართვა – ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი გელის ან კრემმუსის (რომელიც თქვენ გირჩევნიათ, მე კრემმუსები უფრო მიყვარს და მეკომფორტულება) გამოყენება, რომელიც სრულად აალაგებს ცხიმიანობას კანიდან და დილიდან სისუფთავის სასიამოვნო განცდას მოგგვრით.

 

საღამოს რუტინაში ცხიმიანი კანის გასუფთავებას კიდევ უფრო პრინციპული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ მიმაჩნია იდეალურ გადაწყვეტად ორსაფეხურიანი წმენდის ფორმულა. ეს მიდგომა იმის გარანტია, რომ კანი ნამდვილად სრულყოფილად გაიწმინდოს. პირველ საფეხურად შეუცვლელია ცხიმიანი/კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი ჰიდროფილური ზეთი, რომელიც კარგად გაასუფთავებს კანს მაკიაჟისა და გარემოს ჭუჭყისგან, თუმცა ის საკმარისი არაა. ზეთის შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ კანი ცხიმიანი/კომბინირებული კანის გელით/კრემმუსით, რომელიც დაასრულებს წმენდის პროცესს, ფორებს სრულყოფილად ამოასუფთავებს და გაცხიმიანების უსიამოვნო განცდასაც მოგაშორებთ (ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოარიდეთ თვალების არეს).

 

კიდევ ერთი: სასურველია, ცხიმიანი ან კომბინირებული კანის მქონე ადამიანებმა იხმარონ მსუბუქი, ნაზი სკრაბი კვირაში 1-2-ჯერ, გრანულებიანი დასაბანი საშუალება, რომელიც სიღრმისეულად გაწმენდს კანს, ოდნავ ააშრევებს და კარგად გამორეცხავს ფორებს. სკრაბი გამოიყენეთ ორსაფეხურიანი დაბანის შემდეგ.

 

მიცელარული წყალი: ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოსავლელად ყველაზე მეტადაა გამართლებული რუტინაში მიცელარული წყლის ჩასმა. რატომ? ისევ და ისევ მთავარი პრიორიტეტის გამო: ამ ორი ტიპის კანის წმენდა ზედმეტი არასდროს არ არის. ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მიცელარული წყალი, ფაქტობრივად, წმენდის მესამე ეტაპს შეასრულებს კანის დაბანის გარეშე. ამიტომაც, ორსაფეხურიანი დაბანის შემდეგ მიცელარული წყლით დაასველეთ ბამბის დისკი და კარგად გაიწმინდეთ სახე.

 

ტონიზება: ცხიმიანი კანის ტონიზების დროს უპირატესობას ვანიჭებთ ექსფოლიანტ (ამქერცლავ) ტონერებს, რომელიც განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ასეთი ტონერები, როგორც წესი, შეიცავს გლიკოლის მჟავას, სალიცილის მჟავას, ციტრუსოვან მჟავებს, სხვადასხვა AHA (ალფაჰიდროქსიდ) და BHA (ბეტაჰიდროქსიდ) მჟავებს, რომელიც გარდა იმისა, რომ ზედაპირულად კარგად გაწმენდს კანს ცხიმიანობისგან, უფრო ღრმადაც ამოაშრობს ფორებს ცხიმის სეკრეციის ნარჩენებისგან და დააბალანსებს ცხიმიანობას, ცხიმის გამოყოფის პროცესს. მიხვდით ხომ, როგორი მნიშვნელოვანი ეტაპია ტონიზება? არადა რა ხშირად გვავიწყდება მისი მნიშვნელობა. გული მწყდება, რომ ცოტა არ იყოს, დაუფასებელი პროდუქტია ტონერი.

 

დატენიანება: ცხიმიანი კანის დატენიანებისას მთავარი ამოსავალი პრინციპი ბალანსშია: ზუსტად იმ რაოდენობის ტენი მივაწოდოთ კანს, რაც თან საკმარისად დაატენიანებს და ამასთანავე, არ გამოიწვევს კანის ჰიპერჰიდრატაციას, ჭარბ დატენიანებას. ამიტომ, როცა ცხიმიანი კანისთვის დამატენიანებელს ვარჩევთ, ძალიან ფრთხილად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. პროცესში კი გავითვალისწინოთ შემდეგი პრიორიტეტები: დამატენიანებლის კონსისტენცია უნდა იყოს თხელი, მსუბუქი, ხშირ შემთხვევაში გელისებრი, რომ არ დაამძიმოს კანი და სწრაფად შეიწოვოს. როგორც ტონერის დროს, აქაც უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც შეიცავს AHA და BHA მჟავებს, იმისთვის, რომ კანში ორი საჭირო და ერთმანეთის დამაბალანსებელი პროცესი ერთმანეთის პარალელურად განვითარდეს: კანი საკმარისად დატენიანდეს და ამავდროულად მოხდეს ცხიმის გამოყოფის რეგულირება. უმთავრესი ნიშანი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს ცხიმიანი კანის დამატენიანებელი კრემი, ეს არის არაკომედოგენურობა. არაკომედოგენურია პროდუქტი, რომელიც არ აცობს, არ ბლოკავს ფორებს და კანი მისი წასმის შემდეგაც აგრძელებს სუნთქვას.

 

ნიღაბი: ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ნიღბების მთავარი ფუნქცია ცხიმიანობის შემცირება და ბალანსირებული დატენიანებაა. ძალიან სასარგებლოა ამ ტიპის კანზე მწვანე ჩაის ხის ნიღბები, თიხის ნიღბები, რომლებიც მოაშორებენ კანს ზედმეტ ცხიმს, გაათავისუფლებენ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას მისცემენ. ვერ გეტყვით, რომ ცხიმიან კანს ძალიან სიამოვნებს ნაჭრის ნიღბები, მაგრამ თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ, უპირატესობა აქაც მწვანე ჩაის ხის, კიტრის ან ჰიალურონის ნიღბებს მიანიჭეთ.

 

პატარა ხრიკი: ცხიმიანი/კომბინირებული კანი მიდრეკილია შეშუპებისკენ, რადგან ამ ტიპების კანის მქონე სახის მორფოტიპი სუსტი ლიმფოდრენაჟით ხასიათდება – სითხე ხშირად კავდება და სახე შუპდება. დილით თუ შეშუპებული სახით გაიღვიძებთ, ზემოთ ნახსენები რომელიმე ნაჭრის ნიღაბი 2 წთ-ით მოათავსეთ მაცივარში, შეაგრილეთ, შემდეგ მოირგეთ სახეზე და ათიოდე წუთში, ნიღბის მოხსნის შემდეგ, ნახავთ, როგორი დამშვიდებული დაგხვდებათ კანი (სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა ჯობს თავი შეიკავოთ).

 

შრატები: ცხიმიან კანს ყველაზე მეტად უხდება სალიცილის მჟავას, რეტინოლისა და ნიაცინამიდის შრატები, მათ მიერ ცხიმიანობის დარეგულირების, აკნეს პრევენციის და დაბერების საწინააღმდეგო ფუნქციის გამო. ტრადიციულად, შრატი გამოიყენება დამატენიანებლის წასმის წინ, მთელ სახეზე, თვალებისა და ტუჩების გარდა. შრატის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ერთი მთავარი წესი: არასდროს დაიწყოთ ერთდროულად 2 სახის შრატის გამოყენება. ეცადეთ, სიფრთხილით დაიწყოთ ჯერ ერთი სახეობის შრატის ხმარება და მისი კანზე მორგება, წაისვით ჯერ კვირაში ერთხელ, თუ კანი მარტივად მიიღებს, მალევე გაზარდეთ სიხშირე კვირაში 2-ჯერადობით, ხოლო თუ გაღიზიანდა, პირიქით, შეზღუდეთ. მომდევნო სახეობის შრატის გამოყენება უმჯობესია დაიწყოთ პირველის კანზე მიჩვევიდან 1-2 თვის შემდეგ.

იმედი მაქვს, ჩემი რჩევები დაგეხმარებათ სწორი რუტინის ჩამოყალიბებაში.

 

სიყვარულით,

თაკო გვაზავა

ჟურნალ OK!-ს ბიუთი რედაქტორი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები