• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული ღვინო რომ ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის ნაწილია, ეს არავისთვისაა სიახლე. ამ მემკვიდრეობის პატივისცემისა და გაგრძელების გზა კი ყველასთვის განსხვავებულია. Kakhta Batoni (SEPE) სწორედ ის ბრენდია, რომელიც ამაყობს თითოეული რეგიონის ავთენტიკური ჯიშებით, მათი გამორჩეული არომატებითა თუ გემოვნური თვისებებით. ბრენდის კონცეფცია კახეთსა და, განსაკუთრებით, მეფე ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ SEPE-ს შემთხვევაში ნაფიქრია თითოეულ დეტალზე, როგორიცაა: ბრენდის სახელწოდება, ეტიკეტი, ლოგო თუ შერჩეული ვაზის ჯიშები. თითოეული მათგანი ერთიან კონცეფციას ქმნის, რომლის მიზანიც ქართული ისტორიისა და კულტურის თანამედროვე ფორმით გაცოცხლებაა. ბრენდის სურვილია, ადამიანმა SEPE-ს ღვინის არომატის შეგრძნებისას იგრძნოს ორგანული კავშირი საკუთარ ფესვებთან. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ღვინის ბრენდს SEPE–ს, რომლის განსაკუთრებულობასაც პირველივე ყლუპის გასინჯვისას შეიგრძნობთ.

 

 

თინათინ ჭავჭანიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი: ბრენდის შექმნის იდეა 2023 წელს დაიბადა. იგი უკავშირდება თელავზე, კახეთსა და ზოგადად, ქართული ღვინის კულტურაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, ვილიამინ ალექსიძეს. ოჯახის ახალგაზრდა თაობამ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა წინაპრებისა და ბაბუის დანატოვარი მდიდარი ტრადიციები, პატივი ეცა ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორიისთვის და შეექმნა პროდუქტი, რომელიც ამ მემკვიდრეობას ღირსეულად წარადგენდა. 2023 წლიდან Kakhta Batoni აქტიურად პოზიციონირებს ბაზარზე და მომხმარებელს ტრადიციისა და თანამედროვე ხარისხის სინთეზს სთავაზობს.

 

ბრენდის კონცეფცია

ბრენდის დასახელება SEPE და მისი კონცეფცია მთლიანად უკავშირდება ერეკლე II-ის პიროვნებას. დამფუძნებელ ვილიამინ ალექსიძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებს ერეკლე მეფესთან, იმდენად, რომ შინაურ თუ ფორმალურ საუბრებშიც კი მას სითბოთი „პაპას“ უწოდებს. სწორედ ამიტომ, ოჯახში ყოველთვის იცოდნენ, რომ ღვინის შექმნისას ბრენდი აუცილებლად მის პატივისცემას მიეძღვნებოდა. ამ საქმეში ვილიამინის მთავარი დასაყრდენი და თანამოაზრე მისი და, ნუცა ალექსიძეა, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით უდგას მას და ოჯახთან ერთად მონაწილეობს ბრენდის შენებაში.

 

სიტყვა „სეფე“ ისტორიულად, XIII-XVII საუკუნეებში, საუფლოს, სამეფოს, მეფესა და უფალს უკავშირდებოდა, ჩვენს შემთხვევაში კი SEPE სწორედ ერეკლე II-ს განასახიერებს. ამ უნიკალურ კონცეფციასა და ვიზუალურ იდენტობას ფრთები დიზაინერულმა სტუდია „ჩუბკო დიზაინმა“ შეასხა. ეტიკეტზე დატანილი წელი 1720 ერეკლე II-ის დაბადების წელია. მის ქვემოთ ოქროს ასოებით დატანილი წარწერა („Dedicated to the birth of Georgia’s legendary king Erekle II, a premium wine with a royal character“) ხაზს უსვამს, რომ ეს ღვინო ეძღვნება საქართველოს ლეგენდარულ მეფეს, ერეკლე II-ს და ჩვენი პრემიუმ ღვინო სწორედ მის სამეფო, ღირსეულ ხასიათს ატარებს.

ბრენდის ლოგოზეც გამოსახულია ცხენზე ამხედრებული ერეკლე მეფე, რომლის უკანაც თელავის „ბატონის ციხე“ მოჩანს.

ეტიკეტზე დატანილი თითოეული სიმბოლო შექმნილია იმისთვის, რომ ჭიქა ღვინოსთან ერთად ადამიანი დააფიქროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. გაახსენოს ყველა ის საუკუნე, ლეგენდარული მეფე თუ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი, რომელთა დამსახურებაცაა, რომ დღეს ვამაყობთ ქართველობით, ჩვენი უნიკალური ენით, დამწერლობითა და იმით, რომ ღვინის სამშობლო ვართ.

 

დღეს SEPE-ს ასორტიმენტში სამი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად ამ ჯიშებზე?

საწყის ეტაპზე ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის ბრენდის გაცნობა სწორედ იმ კლასიკური, ნაცნობი გემოებით დაგვეწყო, როგორიცაა: „ქინძმარაული“, „რქაწითელი“ და ქვევრში დაყენებული „საფერავი“, და ისინი კიდევ უფრო ახლებურად შეგვეთავაზებინა ღვინის მოყვარულთათვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, გავცდეთ კახეთის რეგიონს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ავთენტიკური ვაზის ჯიშების ღვინო შევთავაზოთ მომხმარებელს.

 

რა არის მთავარი გამოწვევა SEPE-ს შექმნისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში?

გამოწვევა არა, უფრო შესაძლებლობაა, რომ გავუწიოთ ჯანსაღი კონკურენცია ღვინის მწარმოებლებს, გავამდიდროთ ქართული ღვინის ბაზარი და გავხადოთ იგი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე.

უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ქართველი ღვინოს აყენებს, ის ვალდებულია, დაიცვას ყველა ტრადიციული თუ ტექნოლოგიური წესი და შექმნას აბსოლუტურად ნატურალური, უმაღლესი სტანდარტის პროდუქტი. ამ ქვეყნის შვილებსა და ჩვენს მემკვიდრეობას სხვაგვარი მიდგომა, უბრალოდ, არ ეკადრება.

 

როგორი ემოცია გსურთ დარჩეს ადამიანს, როცა პირველად დააგემოვნებს თქვენს ღვინოს?

SEPE-ს მთავარი განსაკუთრებულობა მის აბსოლუტურ ნამდვილობაში, სუფთა ორგანულ ბუნებასა და ტერუარის (მიწისა და კლიმატის) პატივისცემაშია. ვენახის მოვლიდან დაწყებული, ბოთლში ჩამოსხმით დამთავრებული, მთელი პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივი მეთოდების მაქსიმალური დაცვით, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე.

რაც შეეხება ემოციას, ჩვენთვის ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ეს არის ფილოსოფია. გვსურს, ადამიანმა ბოთლის გახსნის, არომატის შეგრძნებისა და პირველი ყლუპის გასინჯვისთანავე იგრძნოს ორგანული კავშირი საკუთარ ფესვებთან.

 

სამომავლო გეგმები

უახლოეს მომავალში ვაპირებთ საკუთარი ღვინის საწარმოსა და ტრადიციული მარნის აშენებას, რაც საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ გავზარდოთ წარმოება, არამედ ვუმასპინძლოთ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს. გვსურს, შევქმნათ ისეთი ავთენტიკური გარემო, სადაც მოსული ადამიანი დააგემოვნებს ჩვენს ღვინოს და მიიღებს დაუვიწყარ გამოცდილებას. გარდა ამისა, ბრენდის ქვეშ ვგეგმავთ HoReCa მიმართულებით სხვადასხვა კონცეპტუალური სივრცის შექმნასაც.

 

2027 წლიდან აქტიურად დავიწყებთ მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებით. მანამდე კი მაქსიმალურად გამოვიყენებთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას, ვიაქტიურებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებსა თუ კონკურსებში, რათა SEPE და ქართული ღვინის კულტურა მსოფლიო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე წარვადგინოთ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა
OK! Business

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი
Slider Area

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

February 16, 2023
#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

May 19, 2024
#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები