• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საკვები, რომელსაც პრინცესა დაიანა თავს არიდებდა, თუმცა შვილებს დაგემოვნების უფლებას აძლევდა

August 26, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უელსის პრინცესა დაიანა ყოველთვის ლამაზი აღნაგობით გამოირჩეოდა, მაგრამ ამისთვის გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა უწევდა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი იხსენებს, რომ დიანა სახლში ტკბილეულს არ ინახავდა.. იმ დღეების გარდა, როდესაც  პრინცები – უილიამი და ჰარი ინტერნატიდან ბრუნდებოდნენ.

 

 

დარენ მაკგრეიდი პრინცესასთან ოთხი წლის განმავლობაში, მის გარდაცვალებამდე მუშაობდა, მანამდე კი 11 წლის განმავლობაში დედოფალ ელისაბედ II-ს ბაკინგემის სასახლეში ემსახურებოდა.

 

„დაიანა ჯანსაღი კვების მიმდევარი იყო, ამიტომ თუ პრინცები სახლში არ იყვნენ, ჩვენს მენიუში ძროხის ხორცი არ შედიოდა. დიანა ღორის ხორცს საერთოდ არ მიირთმევდა. ზოგჯერ სტუმრებისთვის ცხვრის ხორცს ამზადებდა, მაგრამ მის სუფრაზე ძირითადად ქათამი, თევზი და ვეგეტარიანული კერძები იყო.
დიანასთან მუშაობის დროს ჩემი კულინარიული სტილის შეცვლა მომიწია. უარი ვთქვი  მძიმე სოუსებზე, რომლებსაც დედოფლისთვის ვამზადებდი და მსუბუქი კერძების მზადება დავიწყე ცხიმებისა და ნახშირწყლების გარეშე. პრინცესას ძალიან უყვარდა ტომატის მუსი და მთხოვდა მისი უცხიმო ვერსია მომემზადებინა. ის ხშირად მეხუმრებოდა – „შენ ცხიმებზე იზრუნე, ნახშირწყლებს კი მე სპორტდარბაზში მივხედავ“-  იხსენებს მაკგრეიდი.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაიანა საკუთარ კვებას ყურადღებით ეკიდებოდა, სასწავლებლიდან დაბრუნებულ შვილებს ყოველთვის ანებივრებდა.

 

„პრინცესას შვილების განებივრება უყვარდა, ამიტომ ბიჭებს შოკოლადის და ტკბილეულის ჭამა შეეძლოთ. მათთვის სპეციალურად ვამზადებდი, როცა სახლში ბრუნდებოდნენ.
პრინცებს სახლში მომზადებული კერძები უყვარდათ, განსაკუთრებით ბანანის ფლანი, ბანანის ნაყინი და ყველაფერი რაც ბანანს შეიცავდა. ბიჭებს ძალიან მოსწონდათ გრილის ასორტი, ბურგერები, პიცა, სპაგეტი „ფრიკადელკებით“, ქათამი ნაღების სოუსში და ა.შ. ისინი სამეფო ოჯახის შვილები იყვნენ, მაგრამ გემოვნება მაინც ბავშვური ჰქონდათ“ – ამბობს მაკგრეიდი.

 

 

დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უელსის პრინცესა შვილებს „არასამეფო საკვების“ დაგემოვნების უფლებას აძლევდა. როგორც ბავშვების უმეტესობას, უილიამსა და ჰარის ძალიან უყვარდათ სწრაფი კვების პროდუქტები, განსაკუთრებით კარტოფილი ფრი და შემწვარი ქათამი. ზოგჯერ დიანა შვილებს KFC-ში სადილობის უფლებასაც აძლევდა.

 

 

პრინცესას კომფორტული ურთიერთობისთვის შექმნილი მყუდრო სივრცეები უყვარდა. მას მრგვალი მაგიდა, სადაც ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა, სამზარეულოს ინტერიერის აუცილებელ ელემენტად მიაჩნდა. დარენ მაკგრედის თქმით, როდესაც დიანა სამზარეულოში მარტო იყო, სადილობის დროს მზარეულთან და მიმტანებთან საუბრობდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ დიანას კომუნიკაბელურობა არ აკლდა.

 

 

ცნობისთვის, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული დარენ მაკგრეიდი წიგნების  „Eating Royally“ და „The Royal Chef at Home“-ს ავტორია, სადაც მკითხველებს სამეფო ოჯახისათვის მომზადებული კერძების რეცეპტებს უზიარებს.

ასევე, დაგაინტერესებთ: 

#OK! ერთი რჩევა სიყვარულზე, რომელიც პრინცესა დაიანამ სიკვდილამდე პრინც უილიამს დაუტოვა

გაიგე მეტი: #princessDiana#პრინცესადაიანა

ასევე გაეცანი

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა
OK! News

#OK! New Wave Hotel-ში ღია კარის დღე გაიმართა

October 21, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?
OK! News

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში
OK! News

#OK! CHRONOS – ქართული დიზაინით შექმნილი გამორჩეული სივრცე ნიუ-იორკში

October 20, 2026
#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს
OK! News

#OK! გიორგი ფოცხიშვილი „წლის მოცეკვავის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

October 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

#OK! „ურთულესი დღეები გავიარე“ – ნანუკა გულუა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე!

December 23, 2023
#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

#OK! „ეს ყველაფერი ამად ღირდა“ – თეა დარჩიას და მარიამ მათიაშვილის ემოციური საუბარი!

February 27, 2024
#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

#OK! კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი: მოდელი Alias Mae-ს ძვირადღირებული ფეხსაცმლით!

May 27, 2021
#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

#OK! კანის 79-ე კინოფესტივალის მეორე დღე – ემოციური მომენტები და განსაკუთრებული სტუმრები

May 14, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები