• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ აღმოჩნდა რობერტ დე ნირო საქართველოში და რატომ ვერ იცნეს ის ქართველებმა?

January 25, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

17 იანვარს ნიუ იორკში, კარნეგი ჰოლის ცნობილმა დარბაზმა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს „სუხიშვილები“ უმასპინძლა. კონცერტს, რომელმაც სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა, ოსკაროსანი მსახიობი, რობერტ დე ნირო მეუღლესთან ერთად დაესწრო და კონცერტის შემდეგ ილიკო და ნინო სუხიშვილებს გაესაუბრა. ცნობილი მსახიობის „სუხიშვილების“ კონცერტზე გამოჩენამ ბევრს შორეული 1987 წელი გაახსენა, როდესაც ჰოლივუდის ლეგენდა  გოგონას სახლში აცილებდა და თბილისში აღმოჩნდა..

 

ყველაფერი მოსკოვის XV საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიწყო, რომელიც ვარსკვლავთცვენით გამოირჩეოდა. სტუმრებს შორის ისეთი ლეგენდები იყვნენ, როგორებიცაა: ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ჟერარ დეპარდიე, ტონინო გუერა, ჯულიეტა მაზინა, ჯუზეპე დე სანტისი, ემირ კუსტურიცა და სხვები. ფესტივალის დიდ ჟიურის კი რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობდა.

 

Звезды ММКФ разных лет | КиноРепортер

კინოთეატრ „როსიას“ სცენაზე, რობერტ დე ნიროს გვერდით, უამრავი საბჭოთა მსახიობი ქალი შეიკრიბა. ჟიურის თავმჯდომარეს შესთავაზეს, მათ შორის ყველაზე ლამაზი ქალი აერჩია, რომელიც მასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გაივლიდა. დე ნირომ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა არჩევანი სცენაზე კი არა, დარბაზში მყოფი ქალებიდან გაეკეთებინა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, მესამე რიგში მჯდომ 20 წლის შავგვრემან გოგონაზე მიუთითა, რომელიც მსახიობი ია ფარულავა აღმოჩნდა.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავმა „მის მოსკოვის კინოფესტივალს“ სახლამდე მიცილება შესთავაზა. იამ უპასუხა, რომ შეთავაზებამ ძალიან გაახარა, თუმცა მისი მიღება არ შეეძლო, რადგან მისი სახლი მოსკოვში კი არა, თბილისში იყო. დე ნირო დაფიქრდა და მაშინვე არაფერი უპასუხა, თუმცა, კინოფესტივალის დასრულებისთანავე, ქართველ მსახიობთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდა და თბილისში გაფრინდა.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

საბჭოთა საქართველოში ჰოლივუდის ვარსკვლავის სტუმრობა წარმოუდგენელი მასშტაბის მოვლენა იყო. საქართველოს დედაქალაქს ფილმის „ერთხელ ამერიკაში“ მთავარი გმირის ჩასვლის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო. ოსკაროსან მსახიობს მთელი ქართული კინობომონდი დახვდა. სტუმარს ძველი თბილისი, მცხეთა და ქუთაისი დაათვალიერებინეს. დე ნირომ თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლს უყურა, რის შემდეგაც პირდაპირ სცენაზე მსახიობებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

 

Как герой «Однажды в Америке», провожая домой девушку, оказался однажды в Грузии

ერთ საღამოს რობერტ დე ნირო თავის თბილისურ სახლში ცნობილმა მოქანდაკემ, ზურაბ წერეთელმა მიიპატიჟა. სახლის შესასვლელთან მსახიობს მისი უამრავი თაყვანისმცემელი დახვდა. როდესაც სტუმარმა კარის ზღურბლს გადააბიჯა და გემრიელი კერძებით სავსე  გრძელი სუფრა დაინახა, დაინტერესდა რა დღესასწაული იყო ქვეყანაში და რის აღსანიშნავად გაიშალა ასეთი სუფრა. მას აუხსნეს, რომ საქართველოში ძვირფას სტუმრებს ასე ხვდებიან და ეს ეროვნული ტრადიციაა.

 

Как герой «Однажды в Америке», провожая домой девушку, оказался однажды в Грузии

სამწუხაროდ, მსახიობმა ქართული სამზარეულოს სრულად დაგემოვნება ვერ მოახერა, რადგან იმ პერიოდში ვეგეტარიანელი იყო. ეს 80-იანი წლების საქართველოში ნამდვილი „კულინარიული კატასტროფა“ აღმოჩნდა – ქართული სუფრა ხომ ძირითადად მწვადსა და ხორცეულზეა აგებული. ჰყვებიან, რომ ზურაბ წერეთლის სახლში გამართულ სუფრაზე მსახიობს ძირითადად მწვანილით, ყველით, ნიგვზიანი ფხალეულითა და ხილით უმასპინძლდებოდნენ. დე ნირო აღფრთოვანებული დარჩენილა იმით, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ მცენარეული საკვებით ასეთი მრავალფეროვანი სუფრის გაშლა.

 

Как герой «Однажды в Америке», провожая домой девушку, оказался однажды в Грузии

თბილისში ყოფნისას რობერტ დე ნირო სომხებით დასახლებულ უბანში, ავლაბარში, სასტუმროში ცხოვრობდა. ერთ დღეს, მსახიობი თავისი ოთახიდან გავიდა, ქუჩაში გაისეირნა და ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა. მოგვიანებით, ამ გასეირნების შესახებ დე ნირომ რეჟისორ რეზო თაბუკაშვილს უამბო და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ქართველებმა დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს. დე ნიროს მაშინდელი იმიჯი – მოკლე, ოდნავ ჭაღარა თმა და უბრალო ჩაცმულობა ტიპური თბილისელი გარეგნობას იმდენად ჰგავდა, რომ ხალხს აზრადაც არ მოსვლია, რომ მათ გვერდით სკამზე მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა იჯდა.

სხვათა შორის, იმავე პერიოდში საქართველოში მარჩელო მასტროიანიც იმყოფებოდა ( ფილმის „შავი თვალების“ გადაღებებზე). თბილისში ხუმრობდნენ კიდეც, რომ ქალაქის ქუჩებში მსოფლიოს ორი ყველაზე სასურველი მამაკაცი ერთდროულად დადიოდა.

1991 წელს რობერტ დე ნირომ თავისი ქართველი მეგობარი ჰოლივუდში მიიწვია, სადაც იამ ორწლიანი სტაჟირება გაიარა და რამდენიმე ეპიზოდურ როლში გადაიღეს. ერთ-ერთი ინტერვიუში იამ გაიხსენა, რომ დე ნირომ მას ძვირადღირებული ფოტოაპარატი აჩუქა, რათა ამერიკული ცხოვრება ფოტოზე აღებეჭდა.1993 წელს ია ფარულავა თბილისში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ჰოლივუდში დიდი კარიერა ვერ ააწყო, დე ნიროსთან მეგობრობა მისთვის უდიდესი სკოლა აღმოჩნდა.

 

Как герой «Однажды в Америке», провожая домой девушку, оказался однажды в Грузии

 

აღსანიშნავია, რომ ია ფარულავა ამ ამბის ბევრ დეტალს წლების განმავლობაში არ ასაჯაროებდა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ცნობილი მსახიობი  განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! 7 ყველაზე საინტერესო ფაქტი რობერტ დე ნიროს შესახებ

გაიგე მეტი: ია ფარულავარობერტ დე ნირო

ასევე გაეცანი

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან
OK! News

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! მეგან მარკლის მამას ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ფლობაში ადანაშაულებენ – ჰერცოგინია განცხადებას ავრცელებს
OK! News

#OK! მეგან მარკლის მამას ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ფლობაში ადანაშაულებენ – ჰერცოგინია განცხადებას ავრცელებს

October 27, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ
OK! News

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ
OK! News

#OK! მერაბ ნინიძე გარი ოლდმანისა და ჯეკ ლოუდენის გვერდით – ქართველ მსახიობს Slow Horses-ის ახალ სეზონში ვიხილავთ

October 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

#OK! სამეფო ოჯახის მოულოდნელი კომენტარი მეგან მარკლის მხრიდან რასიზმის ბრალდებაზე

March 11, 2021
#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

#OK! კაილი ჯენერმა და ტრევის სკოტმა ვაჟიშვილს სახელი შეუცვალეს

March 22, 2022
#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

#OK! ,,პრო ჰაბი’’ სწავლების პროგრამას იწყებს

February 10, 2024
#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

#OK! “ქანიემ ქალიშვილს დედინაცვალი გააცნო” – ოჯახური შეკრება მალიბუში

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები