• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რადიო GIPA-ს ახალი ხმა

May 14, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თინათინ კლდიაშვილი GIPA-ს კურსდამთავრებულია. ამავე უნივერსიტეტში მისი ბოლო პოზიცია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ამჟამად რადიო GIPA-ს ხელმძღვანელობს, რომელიც 2005 წელს დაარსდა, როგორც პირველი ინგლისურენოვანი სტუდენტური რადიო საქართველოში. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. „რადიოს სულ სხვა სპეციფიკა აქვს, დანარჩენი საკომუნიკაციო არხებისგან განსხვავებით, თუმცა ვფიქრობ მის განსაკუთრებულობას ისიც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ის კვლავ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს…“

რა ისტორია აქვს რადიო GIPA-ს?

GIPA-ში სტუდენტური მედიის შექმნაზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო. ამის შემდეგ გაჩნდა და განვითარდა მაუწყებლობის შექმნის იდეა. GIPA-ს კურსდამთავრებულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ძალისხმევის დამსახურებით, რადიო GIPA-მ მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. ის იყო პირველი ინგლისურენოვანი, სტუდენტური რადიო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც.

რადიო GIPA-ს შესაქმნელად ფინანსური გრანტი აშშ-ის საელჩომ გამოყო. ფინანსურ მხარდაჭერაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით პოლონეთის საელჩოსა და BBC-ის.

რადიო GIPA-ს სარედაქციო პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში ჩართულები იყვნენ ისეთი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორებიცაა BBC, Washington Post, Wall Street Journal, Financial Times და რამდენიმე ფრანგული მედიასაშუალება. მათი წარმომადგენლები რეგულარულად უწევდნენ კონსულტაციებს ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, უზიარებდნენ მათ საკუთარ გამოცდილებას და ეხმარებოდნენ ინგლისურენოვანი გადაცემების მომზადებაში.

 

 

რადიო GIPA დღეს…

რადიო GIPA დამოუკიდებელ, ორენოვან რადიოპლატფორმას წარმოადგენს. FM-სიხშირისა (94.3) და მის ბაზაზე არსებული სხვა ონლაინპლატფორმების მეშვეობით, რადიო GIPA შემეცნებითი, კულტურული თუ სოციალური ინფორმაციის მაუწყებლობას ახორციელებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკულ ნაციონალურ რადიოსთან (NPR) და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციასთან (BBC). პარტნიორობის ფარგლებში, რადიო GIPA BBC-ისა და NPR-ის პროგრამებისა და გადაცემების რეტრანსლირებას ახორციელებს. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს, საინფორმაციო ომისა და რუსული პროპაგანდის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლურ მედიასთან პარტნიორობა.

რატომ რადიო?

უპირველესად, ჩემს დამოკიდებულებას გეტყვით: რადიო მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს, შესაბამისად FM-სიხშირეს ჩემთვის იმ პერიოდის განწყობა დაჰყვება, როდესაც ის ერთადერთ საკომუნიკაციო პლატფორმას წარმოადგენდა. გარდა ამისა, დღემდე, ასტრონავტები, როგორც ერთმანეთში, ასევე კოსმოსიდან დედამიწაზე, რადიოს მეშვეობით კომუნიცირებენ; კოსმოსში არსებული ვაკუუმი ახშობს ხმას, შესაბამისად მათ ერთმანეთში კომუნიკაცია რადიოტალღების მეშვეობით აქვთ. ეს ფაქტორები ჩემთვის მიმზიდველს ხდის რადიოს, როგორც საკომუნიკაციო არხის ფენომენს.

სხვა საკომუნიკაციო არხებისგან განსხვავებით, რადიოს სულ სხვა სპეციფიკა აქვს, თუმცა ვფიქრობ მის განსაკუთრებულობას ისიც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში რადიო კვლავ აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ჩემი აზრით, უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ დანარჩენი ონლაინპლატფორმებისგან განსხვავებით, რადიო რჩება ერთადერთ უფასო პლატფორმად, სადაც შესაძლებელია მოუსმინო შენთვის სასურველ მუსიკას თუ პოდკასტს, ან თუნდაც მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად, გადაადგილების პირობებშიც კი. ის 24/7 ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. თუმცა, ის ადაპტირებადია, მას შეგიძლია უსმინო ლეპტოპიდან, სმარტფონიდან, პლანშეტიდან და ა.შ. უამრავი კვლევა არსებობს მსოფლიოში, რომლის მიხედვით რადიო რჩება ერთ-ერთ მოწინავე მედიუმად კომუნიკაციისთვის, ამის მიზეზებად სახელდება სეგმენტირებული აუდიტორია, მომხმარებლის ფინანსური ეფექტიანობა, სანდოობა, ინტერაქტიულობა და ტელევიზიისა და ინტერნეტისგან განსხვავებით, უვიზუალო, მხოლოდ აუდიოკონტენტის გამო ტვინის წარმოსახვითი ნაწილის გამოყენება/განვითარება/გაუმჯობესება.

 

პროექტები…

რადიო GIPA რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა გადაცემა „ლაპარაკობს კინო“, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ კინემატოგრაფიას ფილოსოფიურ და ფსიქოანალიტიკურ ჭრილში განიხილავს. მისი ავტორი და წამყვანია კინომკვლევარი თინა ყანდიაშვილი, რომელიც ასევე კინომუსიკის მიმართულებაზე მუშაობს. TBC Concept-თან პარტნიორობის ფარგლებში, შემეცნებითი პოდკასტების სერიას ვახორციელებთ, რომლებიც განსხვავებულ თემებს აერთიანებს. პირველი ციკლი თბილისურ ისტორიებს ეხება. ცირა ელისაშვილი, ზაზა აბაშიძე, დათო ტურაშვილი − ეს იმ სპიკერების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს ქალაქში არსებული ლეგენდების, სასიყვარულო ურთიერთობებისა და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ამბების შესახებ საუბრობენ. მეორე ნაწილი საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლების ისტორიებს ეხება. გარდა ამისა, რადიო GIPA-ს პლატფორმას GIPA-ს ლექტორები და პროფესორები აქტუალური თემების დასაფარად თუ დისკუსიების მოსაწყობად იყენებენ, ისევე, როგორც შემეცნებითი, ფსიქოლოგიური თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის გადაცემებისთვის. ბუნებრივია, ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვერც დავამთავრებ…

მუსიკა…

ეს ყველაზე სასიამოვნო ნაწილია, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან მოგწონს ის მუსიკა, რომელსაც მსმენელს სთავაზობ. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიშო ურუშაძეს, რომელიც მუსიკალურ მიმართულებას ხელმძღვანელობს და დიდი პასუხისმგებლობით აკეთებს მუსიკალური კომპოზიციების სელექციას. ჩვენს სიხშირეზე (94.3) მოისმენთ ურბანულ მუსიკას, ჯაზს, ფანკს, დისკოს თუ R&B-მიმართულებებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, თუმცა მხარდაჭერაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი საკმარისად დაფასებული არ არიან, პირიქით − ჩვენ, რადიო GIPA-ს გუნდი, თავად ვართ ამ ხელოვანების მიერ შექმნილი მუსიკის მსმენელები და ვფიქრობთ, რომ მათი მუსიკის ჩვენი მსმენელებისთვის გაზიარება დიდი პრივილეგიაა. შესაბამისად, ჩვენს პლეილისტში შეხვდებით როგორც მაილს დევისის, პრინსისა და ჰერბი ჰენკოკის, ასევე კორძის, ბექა გოჩიაშვილისა და მიშო ურუშაძის ნაწარმოებებს, და მე მგონი ძალიან ისიამოვნებთ.

ფოტო: ანა დავითაშვილი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები