• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
ასტროლოგია

ასტროლოგია

#OK! ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

October 20, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება
ერთად გავიგოთ თუ როგორი იქნება ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი.

 

ვერძი      

ძვირფასო ვერძებო! 2022 წლის ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თვის დასაწყისში გარკვეული ფინანსური კრიზისია მოსალოდნელი, თუმცა ნუ შეშინდებით − ყველაფერი დროებითია, თქვენი სწორი მენეჯმენტის წყალობით, ამ კრიზისის დაძლევასაც შეძლებთ. ვერძებო, გირჩევთ თქვენი მიზნების მისაღწევად თანამოაზრეები იპოვოთ. აუცილებლად ენდეთ საკუთარ ინტუიციას და თქვენს სურვილებს წინ ვერაფერი დაუდგება.

 

 კურო      

ძვირფასო კუროებო! 2022 წლის ოქტომბერში მეგობრები თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები იქნებიან. აუცილებლად მიაკითხეთ მათ რჩევის სათხოვნელად, ან სულაც პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ის საყრდენია, რომელსაც ამ თვის განმავლობაში თვალდახუჭული უნდა ენდოთ. მოთმინებითა და თავშეკავებით ოქტომბერში იმაზე მეტის მიღწევას შეძლებთ, ვიდრე წარმოიდგენდით.

 ტყუპები           

ძვირფასო ტყუპებო! 2022 წლის ოქტომბერში ნუ დაიშურებთ ძალასა და ენერგიას თქვენი ჩანაფიქრების ასასრულებლად. ყოველი გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით მიიღეთ და არაფრისდიდებით არ დაიხიოთ უკან. ტყუპებო, შესაძლოა თვის განმავლობაში გარკვეული დისკომფორტი იგრძნოთ თქვენი რუტინული ცხოვრების გამო. გირჩევთ შვება საყვარელ ადამიანებში ეძებოთ.

 კირჩხიბი       

ძვირფასო კირჩხიბებო! საკუთარი თავის სიყვარული 2022 წლის ოქტომბრის აფირმაციად დაისახეთ. თქვენ იმაზე მეტს იმსახურებთ, ვიდრე წარმოიდგენთ. თუ საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი გაგიჩნდებათ, მრავალ შეკითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას. ოქტომბერში ელოდეთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც თქვენს კარიერულ მომავალთან იქნება დაკავშირებული.

ლომი        

ძვირფასო ლომებო! 2022 წლის ოქტომბერში უნდა გახსოვდეთ, რომ ხანდახან დათმობაზე წასვლაც საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საყვარელ ადამიანებს ეხებათ. თვის პირველი ნახევარი ლომებისთვის სამსახურებრივ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, რომლის წინააღმდეგ თქვენი გამჭრიახი გონება და ლიდერული თვისებები უნდა გამოიყენოთ. არ აჰყვეთ ემოციებს, იყავით რაციონალური და ყოველთვის მიჰყევით გეგმას.

 ქალწული     

ძვირფასო ქალწულებო! 2022 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული თავდადება და მოთმინება გმართებთ საყვარელი საქმის კეთების პროცესში. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ის, რის მოპოვებასაც ამდენი დრო და ენერგია დაუთმეთ. ოქტომბრის თვეში მოულოდნელმა წარმატებამ შესაძლოა თქვენი მდგომარეობა რადიკალურად ნებისმიერ დროს შეცვალოს.

სასწორი      

ეს თვე წარსულის უკან მოტოვებას და ფიზიკური თუ გონებრივი ძალების სრულ აღდგენას მოიაზრებს. სასწორის ნიშნით დაბადებულებს გირჩევთ, მაქსიმალურად ისიამოვნოთ მომენტით − შეიგრძენით თქვენი თვის სიდიადე, მიიღეთ ენერგია კოსმოსიდან და ის ჯადოსნურ ჯოხად გარდაქმენით, რომლითაც ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აისრულებთ.

 მორიელი     

ძვირფასო მორიელებო! 2022 წლის ოქტომბერში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ოჯახი, განსაკუთრებით კი მშობლები არიან. გამოიჩინეთ მათ მიმართ გულისხმიერება და ნუ მისცემთ ნერვიულობის საბაბს. დაგეგმეთ ერთი იდეალური დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და თავად შეიქმენით განწყობა, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ ყველაფრის გასაგრძელებლად.

 მშვილდოსანი     

ძვირფასო მშვილდოსნებო! 2022 წლის ოქტომბერში ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას, ამით ძალიან გააღიზიანებთ როგორც თქვენს მეგობრებს, აგრეთვე თანამშრომლებს. უფლება მიეცით თქვენს გარშემომყოფებს დაუშვან შეცდომები და მისგან თავად მიიღონ გაკვეთილი, თქვენ კი საკუთარ პრობლემებზე ფოკუსირდით. გახსოვდეთ, რომ მათგან თავის არიდებით პრობლემები არსად გაქრება.

 თხის რქა       

ძვირფასო თხის რქებო! 2022 წლის ოქტომბერში მჭიდრო კავშირი იქონიეთ ბუნებასთან, ამინდის რადიკალური ცვლილების მიუხედავად, დააკვირდით და ყური დაუგდეთ თქვენს გარემოს, რომელიც იმაზე მეტ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს, ვიდრე ამას თავად მოახერხებდით. ოქტომბერში, დაივიწყეთ სხვების დახმარება, ახლა პრობლემების წინაშე მარტო ხართ და მათი გადალახვაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

 

 მერწყული     

ძვირფასო მერწყულებო! 2022 წლის ოქტომბერი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ურთიერთობებისა და საქმეებისთვის წერტილის დასმას და მხოლოდ ამის შემდეგ ახალი გეგმების წამოწყების უფლებას მოგცემთ. ოქტომბერში სერიოზულად მოგიწევთ საკუთარ თავზე და თქვენს უარყოფით თვისებებზე მუშაობა. მთავარია, მოთმინება იქონიოთ, რეალობას თვალი გაუსწოროთ და საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაზე დაიწყოთ მუშაობა.

 თევზები           

ძვირფასო თევზებო! 2022 წლის ოქტომბერში ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. შესაძლოა, ეს სწორედ ის სიახლე აღმოჩნდეს, რომელსაც ასე ძალიან ელოდით. თევზებო, ნუ შეეჭიდებით სირთულეებს, მიჰყევით ცხოვრების დინებას, დატკბით მომენტით და თავს მოდუნების საშუალება მიეცით. გვერწმუნეთ, ოქტომბერში ცხოვრება სწორედ იქ მიგიყვანთ, სადაც მისვლა გჭირდებოდათ.

ტექსტი: ნინო ზაკუტაშვილი

გაიგე მეტი: ჰოროსკოპი

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
OK! News

# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

September 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები