• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმატებული ქალის უკან ხშირად რთული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები, დიდი შრომა და გამოწვევებთან ბრძოლა დგას. დღევანდელი ჩემი რესპონდენტი ექიმი-პედიატრია, რომლის გამოცდილება აჩვენებს, რამდენად რთულია ექიმის პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარიერულ პასუხისმგებლობებთან ერთად პირადი ცხოვრების გამოწვევების გავლაც გიწევს. ქალბატონი ნინო ჯიმშელაძე გვიყვება, როგორ იქმნება მრავალწლიანი პროფესიული გზა, რა ფასად მოდის წარმატება და რატომ არის ქალისთვის ოჯახის მხარდაჭერა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

გზა, რომელიც დღევანდლამდე გაიარეთ.

პროფესიით ექიმი-პედიატრი ვარ და უკვე მრავალი წელია ვმუშაობ პედიატრიულ კლინიკა „ნ.ჯ“-ში. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, გზა, რომელიც დღევანდლამდე გავიარე, იყო საკმაოდ რთული და უზომოდ საპასუხისმგებლო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო და უამრავი გამოწვევით დატვირთული, რამაც ჩემი პროფესიული გზა ბევრად უფრო გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა.

როდესაც საკუთარი შრომის შედეგს ხედავ, გყავს უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტი, მადლიერი მშობლები და მათი ახლობლები, უდიდესი მოტივაცია გემატება, მაქსიმალური ჩადო შენს პროფესიაში.

ეს იყო გზა, რომელიც დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტის კედლებში. ამას მოჰყვა განაწილება აჭარაში და 20-წლიანი მუშაობა მახინჯაურში. საკმაოდ დიდ უბანში, სადაც 3 ექიმის შტატს ვემსახურებოდი. შემდეგ კი იყო კლინიკა „ნ.ჯ“, სადაც ამჟამად ვსაქმიანობ და დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩემს პაციენტებს.

 

გქონიათ მომენტი, როცა პროფესიული წარმატებისთვის პირადი ცხოვრების ან კომფორტის დათმობამ მოგიწიათ?

ყველა წარმატება, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოვიდა, დიდი შრომის და პროფესიული თავდადების შედეგია. ეს გზა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სულ რაღაც 24 წლის ექიმი გამანაწილეს მახინჯაურში, სადაც 3 პედიატრის ადგილზე ვმუშაობდი. ეს იყო ერთი ტერიტორია, რომელიც 8 უბანს და 2 დიდ სოფელს აერთიანებდა. ტრანსპორტის გარეშე ფეხით მიწევდა როგორც ახალშობილთა ნახვა, ასევე გამოძახებების შესრულება. კომფორტზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, იძულებული ვიყავი ჩემი თვეების შვილი დედასთან გამეგზავნა გასაზრდელად. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ პროფესიული წინსვლისთვის ამაზეც წავედი, შემდგომ კი იყო მრავალი საპასუხისმგებლო მომენტები, დღეები, წლები, რა დროსაც ჩემი პროფესია მუდამ წინა პლანზე მქონდა დაყენებული და წარმატებაც აქედან მოვიდა.

ამ გზაზე მნიშვნელოვანია მეუღლის მხარდაჭერა, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა თქვენთვის? რამდენად ცვლის ასეთი მხარდაჭერა ქალის შესაძლებლობებს?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მეუღლის, ასევე შვილებისა და შვილიშვილების მხარდაჭერა. გამიმართლა, რომ მათგან მუდმივად ვგრძნობ ყურადღებასა და თანადგომას.

ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ამჟამად თადარიგის პოლიციის პოლკოვნიკია. რომ არა მისი ყოველდღიური მცდელობა, იყოს ჩემ გვერდით, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, ნამდვილად გამიჭირდებოდა ჩემი კარიერული წინსვლა. მუდამ ყურადღებიანი, გულისხმიერი და კაცთმოყვარეა. ასეთი მხარდაჭერა სჭირდება ყველა ქალს, რათა საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს.

თქვენს შვილზეც გვიამბეთ. როგორც ვიცი, ისიც თქვენს გზას გაჰყვა და ექიმის პროფესია აირჩია.

ჩემი შვილი, ხატია დოლიძე, მედიცინის დოქტორანტია. ის ჩვენს კლინიკაში პედიატრად მუშაობს და პარალელურად უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს ლექციებს უკითხავს. მიხარია, რომ წარმატებული ექიმია, რომელსაც ჰყავს საკმაოდ დიდი პაციენტურა, უყვართ როგორც პატარებს, ასევე მათ მშობლებს. ამ ყველაფერთან ერთად, ხატია საუკეთესო შვილების დედაა და თავადაც ასეთივე შვილია ჩვენთვის, მშობლებისთვის.

 

 

თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართველი ქალები, რომლებიც პროფესიულ განვითარებასა და დედობას ერთმანეთს უთავსებენ?

ქართველი ქალებისთვის, რომლებიც ერთდროულად ცდილობენ პროფესიულ განვითარებასა და დედობის პასუხისმგებლობის ტარებას, გამოწვევები დღესაც ძალიან ბევრია.

ვფიქრობ, ასეთ ქალებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ როგორც ოჯახისგან, ისე სახელმწიფოსგან. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ისეთი პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემს, საკუთარი დრო ეფექტიანად გადაანაწილონ და სრულფასოვნად შეძლონ როგორც პროფესიული განვითარება, ისე დედობის როლის შესრულება. როცა ქალი მხარდაჭერას გრძნობს, მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლაურა ზოიძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები