• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა

February 22, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

შევხდით, მისი პორტრეტი უნდა გამეკეთებინა. მინდოდა იმ დიდ ტკივილზეც მეკითხა და რამდენიმე დღე სიტყვებს ვალაგებდი. ზოგადი კითხვით დავიწყე და მერე დიდხანს ვუსმენდი ამბავს მის ორად გაყოფილ ცხოვრებაზე, ფეხზე წამოდგომის მცდელობასა და დაკარგული აღფრთოვანების უნარზე.  ნიკოლოზ წულუკიძის ამბავი.

 

ფიქრი გეხმარება. ყველაზე მეტად მიყვარს ფიქრი. ფიქრით შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი თავი. ფიქრით შემიძლია შევიცნო ადამიანი და მივიღო ისეთი, როგორიც არის. როცა ეს ამბავი დამემართა და გამოვედი ქუჩაში… ადგილიც მახსოვს – იპოდრომი. მაისი იყო, მზიანი ამინდი. გოგო და ბიჭი ბადმინტონს თამაშობდნენ, შეყვარებულები ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, ვიღაც ბავშვს ასეირნებდა ეტლით და ბავშვის წვივი ჩანდა. ალბათ, კიტას ასაკის იყო. იქ დავიჭირე კითხვის ნიშანი ჩემს თავში – ახლა მე ამის დანახვა მაღიზიანებს?! აი, მაშინ შემეშინდა. ვერ დამალავ გაბოროტებას, ბოღმას – თვალები არის ყველაფრის ინდიკატორი.

 

ღმერთს ვთხოვე: ღმერთო, დამეხმარე, რომ  შეყვარებულების, ჩემი შვილის ტოლი ბავშვების დანახვამ, მზის ამოსვლამ კი არ გამაღიზიანოს, არამედ ძველებურად სიამოვნება მომანიჭოს. ამაზე ფიქრი და ჩემს თავთან მუშაობა დამჭირდა.  არ გაბოროტდე – ყველაზე მეტად ეს საფრთხე დგება. ეს ტკივილი სულ შენშია, მაგრამ მეორეა, გარშემო ხალხი როგორ გხედავს. სულ მქონდა ჭიდაობა საკუთარ თავთან და მგონი, მოვერიე – მე ისევ მსიამოვნებს ბავშვების დანახვა. ამაზე არავინ საუბრობს. ეს ის ფიქრებია, რომელსაც მალავ.

 

 

 

გაყოფილი ცხოვრება

 

სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს  ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის. ვემზადები, ყველაფერს ვაკეთებ, რათა თავიდან დავიწყო. მგონია, რომ გავა ეს ერთი წელი – აი, 4 მაისი რომ მოვა, გამოვალ და ვიტყვი, მორჩა, დროა სხვა რაღაცებზე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ არ გამომდის. ასე ორ ნაწილად იყოფა ჩემი ცხოვრება. ახმეტელზე და თამარა წულუკიძეზე ლექციის დროს რამდენჯერაც იმ პერიოდის ამბავს ვყვებოდი, როცა თამარას ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, იმდენჯერ მჭირდებოდა ძალისხმევა, ცრემლები შემეკავებინა. ემოციური მზაობა თუ წინათგრძნობა სულ მქონდა, თითქოს ეს უნდა მომხდარიყო. ისეთი ადვილი გახდა ახლა ჩემთვის ცხოვრება, აღარ მეშინია. მანამდე სახლიდან რომ გავდიოდი, უნდა დამერეკა ყველასთან – დაფეთებული ვიყავი, ცხოვრების, საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში მქონდა. ახლა გაუბრალოვდა ყველაფერი. მერე ცხოვრობ და ემზადები ახალი, დიდი, მარადიული ცხოვრებისთვის. შვილი ხომ გიყვარს და ხომ იცი, რომ უპირობოა ეს სიყვარული, მაგრამ როგორი ძლიერია ეს ემოცია, მხოლოდ იმ მშობლებმა იციან, ვისაც ის დაემართა, რაც მე.

 

 

ფეხზე წამოდგომა

 

რთულია, როცა საჯარო ცხოვრება გაქვს და თავი უნდა შეიკავო მაშინ, როცა ეს ძალიან ძნელია. თუმცა, როცა ამდენი ადამიანის სიყვარულს გრძნობ, ეს ძალასაც გაძლევს. ჩვენ ხომ იმ საზოგადოების წევრები ვართ, რომელსაც დაჩაგრული ადამიანები უყვარს. არ მომწონდა, რომ ეს სიტყვა ჩემთან ასოცირდებოდა, თუმცა ამანაც შემაძლებინა ძალიან მალე დავბრუნებოდი ყოველდღიურობას. ის სიყვარული, რომელსაც ყველა თაობის ადამიანისგან ყოველდღიურად ვიღებ, ისეთი დიდი ძალაა, არ მაძლევს უფლებას, მოვეშვა. ჩვენც ასე, ერთმანეთს ვუვლით, ვცდილობთ შიგნით ვატაროთ ჩვენი დარდი და არ შევაწუხოთ გარშემო მყოფები. არავის სჭირდები ასეთი.

 

მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო.  მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო.

 

თვითშეცნობის პროცესში ვარ. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ლექციის ჩატარებას. არ დამავიწყდება პირველი მისვლა თეატრალურში და ის დახვედრა, რამაც მიმახვედრა, რომ თურმე შეიძლება ისევ წავიკითხო ლექციები. ტელევიზიაში მივედი ორშაბათს და ვერ დავჯექი ეთერში. ვერც სამშაბათს შევძელი, ვერც ოთხშაბათს. ხუთშაბათი იყო, 26 მაისი. დღესაც თუ ვერ დავჯექი ეთერში, მორჩა, აღარ წავალ ტელევიზიაში –გადავწყვიტე. მოვიკრიბე ძალა და დავჯექი. ჩართვა გაიწელა და უცებ… ეთერში ხარო, და ვთქვი ის, რაც ვთქვი. თითქოს ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ეს შევძელი. მერე მითხრეს, ერთი უარყოფითი კომენტარიც არ ყოფილაო. არა მგონია, თვითგვემით ვინმესთვის კარგს აკეთებ. რახან შენ დარჩი, ესე იგი, შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება. ჩემს თავს ყოველ ჯერზე ვუმტკიცებ. რა დარჩა ძველი ნიკოლოზ წულუკიძისგან? ბევრი რამე არ დარჩა. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე. ეს თვისებაც დამეხმარა, რომ წამოვმდგარიყავი. ეს წამოდგომის პროცესი ბოლომდე გაგრძელდება.

 

სესილია

 

სესილიასთან ერთად მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ყველგან დამყავდა. როცა ოჯახში ასეთი ამბავი ხდება, ბავშვები უცებ იზრდებიან. სესილია ძალიან გაიზარდა. ის უფრო ზრუნავს ახლა ჩვენზე. სერიოზული გოგოა, მას პატივი უნდა სცე, ენის მოჩლექით ვერ დაელაპარაკები. გარდა იმისა, რომ მიყვარს, პატივს ვცემ საოცარი პიროვნული თვისებების გამო. ჩვენ მეგობრები ვართ. ყოველ შაბათ-კვირას დავდივართ თეატრში. ერთ საღამოსაც რომ გამოვედით, შევატყვე მსახიობობით აღფრთოვანება. შემომიტრიალდა, შენ არ გინდა მსახიობი გამოვიდეო? არა, მაგრამ შენ ის უნდა გამოხვიდე, ვინც გინდა-მეთქი, ვუპასუხე. რატომო? ვინც მინახავს ერთ სფეროში მამა-შვილი, მამა ინსტინქტამდე მოწოდებულია შვილს გზა გაუკვალოს. ამ გზაზე ხშირად სხვები ითელებიან და მე მირჩევნია, შენ თვითონ გაიკვალო გზა-მეთქი. ეს ისე გაიგო და ისე კარგად მიხვდა… მე მის არჩევანს, ცხადია, პატივს ვცემ და მხარს დავუჭერ.

 

 

 

 

 

 

 

უთქმელი დარდი

 

რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში ვიყავი ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ. საოცარი ემოცია ტრიალებდა, ინგრეოდა გარშემო ყველაფერი. ამ პატარა ბიჭმა შეძლო და ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება შეცვალა იტალიაში, ქართველები იტალიელებისათვის პატივსაცემი გაგვხადა. იმ დროს, როცა სტადიონზე გამარჯვების ემოციები დუღდა, მე არ მქონდა შიგნით ხალასი აღფრთოვანების ემოცია. გარეგნულად თითქოს არ მეტყობოდა. დრო უნდა, ალბათ. ან დრო ვერაფერს შეცვლის. არასოდეს მილაპარაკია ამაზე, შენთან მომინდა.

 

 

 

 

ფოტო: ალექსეი სეროვი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ლოკაცია: IQ Studio

 

მასალის გამოყენების პირობები:

 

#OK! მასალის გამოყენების პირობები

ასევე გაეცანი

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე
Fashion

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

#OK! მონიკა ბელუჩი, ჯენიფერ ლოურენსი, კარა დელევინი და ჯესიკა ჩესტეინი Dior-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ

July 6, 2021
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

#OK! ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო – ვივიენის ახალი არტ-პროექტი

September 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები