• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მწვანე უბანი ქუთაისში“ – პირველი ინოვაციური პროექტი West Development-ისგან

June 4, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

West development-ი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომლის მიზანი სამშენებლო სექტორში პოზიციების გამყარება და ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონი დოლარია, ხოლო დასრულების ვადა 2026 წლის მაისია.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა – ასეთი იქნება „მწვანე უბანი“, სადაც ინვესტიციას კომპანია „ვესტ დეველოპმენტის“ დამფუძნებლები, გიორგი ტურაბელიძე და მიხეილ ჯიმშიაშვილი განახორციელებენ. თუ რა ტიპის პროექტია „მწვანე უბანი“ და რითია ის გამორჩეული, ამის შესახებ დეტალურად კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდი გვესაუბრება.

 

 

„მწვანე უბანი“ კომპანიის მიმდინარე პროექტია. რატომ შეარჩიეთ ეს სახელი? რამდენად ინოვაციურია და რითია მიმზიდველი?

„მწვანე უბანი“ ინოვაციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისში სრულიად ახალი, პრემიუმ ტიპის უბნის გაშენებას, ეკომეგობრულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობით. შესაბამისად, სახელწოდებაც აქედან შევარჩიეთ. გვსურდა, რომ ყოფილიყო პროექტის შინაარსსა და მწვანე გარემოსთან ასოცირებული.

პროექტი მომხმარებელს სთავაზობს მიწის ნაკვეთებს, რომელიც განთავსებულია 18 ჰექტარ ტერიტორიაზე. პროექტის მიმზიდველობა და ინოვაციურობა სწორედ იმაშია, რომ „ვესთ დეველოპმენტი“ სრულად უზრუნველყოფს შიდა რეკრეაციის მოწყობას, რაც გულისხმობს 10 000კვ.მ-ზე გაშენებულ ცენტრალურ პარკსა და სპორტულ მოედნებს.

„მწვანე უბანი“ ინოვაციურია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ ზოგადად რეგიონისთვის, რადგან დასავლეთ საქართველოში მსგავსი მასშტაბის და კონცეფციის პროექტი პირველად ხორციელდება. ეს იქნება კერძო დასახლება, რომელიც აერთიანებს 200-მდე ოჯახს ერთ სივრცეში. ყველა მიწის ნაკვეთთან მიყვანილი იქნება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. „მწვანე უბანი“ არის დაცული ტერიტორია, სადაც მხოლოდ მობინადრეებსა და მათ სტუმრებს შეეძლებათ შესვლა. მობინადრეების სიმშვიდეზე კი იზრუნებს 24-საათიანი დაცვა.

მეორე მხრივ, პროექტს მიმზიდველობას ისიც მატებს, რომ ჩვენი მხრიდან მობინადრეებს შეზღუდვას არ ვუწესებთ მშენებლობის კუთხით. მათ ექნებათ თავისუფალი არჩევანი, ააშენონ მათთვის მისაღები არქიტექტურული სტილის სახლი. თუმცა მათ მოუწევთ საკანონმდებლო ნორმებისა და რეგულაციების გათვალისწინება.

რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის მწვანე გარემო და ეკოლოგიაზე ზრუნვა?

ჩვენი არჩევანია ეკოლოგიაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, აქცენტი გავაკეთეთ მწვანე უბანზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც მიწის ნაკვეთების სახით ვთავაზობთ მომხმარებელს, გაწმენდითი სამუშაოების გარდა, სხვა ტიპის ჩარევა არ მომხდარა. სამუშაოების პარალელურად, დაირგვება მწვანე ნარგავები. უკვე დაწყებულია ხე-მცენარეების შერჩევა, უმეტესობა მათგანი იქნება მარადმწვანე.

 

 

რა ტიპის და მასშტაბების პროექტია „მწვანე უბანი ქუთაისში“, რა არის მისი საერთო ჯამური საინვესტიციო ღირებულება?

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. ამ ეტაპზე დახარჯულია 1 500 000 ლარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 3 ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი მოიცავს წყალმომარაგების სისტემისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, ასევე გაზიფიცირებას. მეორე ეტაპია ღვარსადენის გამართვა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათება და ელექტროენერგიის ქსელის გაყვანა. მესამე ეტაპი კი მოიცავს რეკრეაციული ზონის მოწყობას 10 000 კვ.მ-ზე, შიდა გზების მოპირკეთებას და გამწვანებას.

პროექტი დასრულების ვადაა 2026 წლის მაისი.

კონკრეტულად რისი შეძენა შეუძლია მომხმარებელს „მწვანე უბანში“? როგორი ინფრასტრუქტურა და ეკოგარემო დახვდება მას ადგილზე?

პირველ რიგში, „მწვანე უბანი“ არის სრულად დაცული და უსაფრთხო ტერიტორია, რომელსაც გარს აკრავს 3-კილომეტრიანი გალავანი. ასევე, საერთო ინფრასტრუქტურის შენარჩუნების მიზნით, კომპანია უზრუნველყოფს უბნის მთლიან ზონაში მიწის ნაკვეთების გამყოფი ღობეების აშენებას.

„მწვანე უბნის“ შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, განსაკუთრებით რეკრეაციული ზონები. ასე რომ, მობინადრეებს შეუძლიათ მშვიდად და უსაფრთხოდ დაისვენონ და გაატარონ თავისუფალი დრო პარკსა თუ სპორტულ მოედანზე.

ტერიტორია იქნება ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული, მწვანე საფარით, ცენტრალური პარკით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ასევე ქვიშის მოედნით, კორტებითა და ველობილიკით. მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებისთვის რამდენიმე ადგილზე ვაპირებთ მოვაწყოთ სამეზობლო შეკრების სივრცეები.

 „მწვანე უბანი“ გათვლილია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე, რაც გამორიცხავს მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობის არსებობას.

 

 

როდიდან შეიძლება საკუთრების შეძენა და როგორია გადახდის პირობები?

გაყიდვებს რაც შეეხება, დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ მიწის ნაკვეთები. მშენებლობის დაწყება კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მიწის ნაკვეთის შეძენის მომენტიდან.

გადახდის პირობებს რაც შეეხება, გვაქვს ორი ტიპის შეთავაზება. პირველი გულისხმობს ერთიან გადახდას და ამ შემთხვევაში საკუთრების ჯამურ ღირებულებას აკლდება 10%, ხოლო მეორე პირობის თანახმად, მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება, რაც გულისხმობს პირველადი შენატანის სახით ჯამური ღირებულების 30%-ის გადახდას და დარჩენილი თანხის გადანაწილებას მომდევნო 12 თვეზე.

რა ეტაპზეა ახლა განაშენიანება და როდის დასრულდება?

ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური გზისა და „მწვანე უბნის“ დამაკავშირებელი 200-მეტრიანი მონაკვეთის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება მობინადრეებისთვის აუცილებელი სამომხმარებლო საჭიროების ობიექტები. მისასვლელი გზის მოპირკეთების შემდეგ განხორციელდება პირველი ეტაპის სამუშაოები.

რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი „ვესტ დეველოპმენტზე“?

თუ თქვენი მიზანია იცხოვროთ ეკომეგობრულ გარემოში, სიმყუდროვესა და სიმშვიდეში, პროექტი „მწვანე უბანი“ ნამდვილად თქვენთვის არის.

როგორია „ვესტ დეველოპმენტის“ სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი ერთადერთი პროექტი, ვგეგმავთ, კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელიც ასევე ქუთაისთანაა დაკავშირებული და ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს თანმიმდევრულად მივაწვდით.

 

 

მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი, თიკო ტურაბელიძე: კომპანიის მიზანია შექმნას მშვიდი, უსაფრთხო და ეკომეგობრული გარემო ჩვენი მობინადრეებისთვის.

გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი, თაკო კინწურაშვილი:

პროექტის განხორციელებით მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს თანამედროვე, კომფორტულ გარემოში ცხოვრება შევთავაზოთ. ამისათვის ვქმნით ყველა პირობას, რომ „მწვანე უბანი“ მაღალ დონეზე, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოეწყოს.

კომერციული დირექტორი,

ზურა ლოლაძე:

მიწის ნაკვეთის შერჩევისას მობინადრეები სამ ძირითად ფაქტორს ითვალისწინებენ. ესენია: ფასი, ადგილმდებარეობა და კომფორტული გარემო. ჩვენ შევეცადეთ „მწვანე უბნის“ პროექტში სამივე კრიტერიუმი მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა და მიგვაჩნია, რომ ამ დავალებას ღირსეულად გავართვით თავი.

 

ტექსტი:  დეა მანაგაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები