• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მისაღწევად

August 13, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღევანდელი ჩვენი გმირი თავდაჯერებული, მიზანსწრაფული, წარმატებული და ენერგიული ქალია, რომელმაც თავისი კარიერა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო და დღეს წარმატებული ბიზნესვუმენია. რასაკვირველია, აქამდე მოსასვლელად საკმაოდ ვრცელი გზა გაიარა, რომელიც დაკავშირებული იყო უამრავ წინაღობასთან, თუმცა არცერთი წუთით არ დაუხევია უკან და ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. ჟურნალი OK! გაგაცნობთ მარი შათირიშვილს, რომელიც თავად გვიამბობს თავისი კარიერის, განვლილი გზისა და ცხოვრების შესახებ.

 

მარი, გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

პროფესიით იურისტი ვარ. 10 წლის წინ სრულიად შემთხვევით გავიცანი ჩემი მეუღლე – ზაზა ქუთათელაძე, რომელსაც ჩურჩხელების ბიზნესი ჰქონდა, თავად აწარმოებდა და მთელ მცხეთას ამარაგებდა. ამ დროს თბილისში ვცხოვრობდი. ჩემმა ახლობელმა მთხოვა, ზაზასთან მივსულიყავი და მისგან ჩურჩხელები წამომეღო. ასე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. როგორც აღმოჩნდა, ზაზას თავიდანვე მოვეწონე და დაახლოების მიზნით შემომთავაზა, მცხეთაში მომეძებნა ადგილი, სადაც საწარმო გაკეთდებოდა და პირდაპირ აქედან მომარაგდებოდა ჩურჩხელები სხვადასხვა ლოკაციაზე. რა თქმა უნდა, მალევე მოვიძიე, მასაც მოეწონა და ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენი საერთო ბიზნესი. მიზანი იყო ის, რომ მცხეთის სხვადასხვა ობიექტი პირდაპირ ამ ლოკაციიდან მომარაგებულიყო და არა თბილისიდან.

ამის შემდეგ ზაზას ჩვენს ობიექტზე ალკოჰოლური სასმელების დამატება შევთავაზე. მე თვითონ კახელი ვარ, მქონდა ვენახები, რომლებსაც მანამდე დიდ ყურადღებას არ ვუთმობდი, ამიტომ გადავწყვიტე, ყურძენი თავად დაგვედუღებინა და შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის. თავდაპირველად პლასტმასის ბოთლებში ვასხამდით ღვინოს, შემდეგ მინაში. მორჩენილი ჭაჭით კი არაყი ჩამოვასხით, შემდეგ ტარხუნის არომატი დავუმატეთ.

„საფერავისა“ და ბროწეულის ღვინის ექსკლუზივი მე მეკუთვნის. დავიწყე ტკბილი ღვინის ბროწეულთან ერთად დადუღება, რამდენიმე ცდის და მომხმარებლების მხრიდან დუგუსტაციის შემდეგ უგემრიელესი ღვინო მივიღეთ. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ დეგუსტაცია აღმოჩნდა ძალიან კარგი მარკეტინგული ხრიკი, ამიტომ ღვინოსთან ერთად ჩურჩხელასაც ვთავაზობდით, შედეგად ბევრმა მომხმარებელმა გაიცნო და შეიყვარა ჩვენი წარმოება.

რა იყო შემდეგი ეტაპი?

თავდაპირველად ჩვეულებრივ საცობებს ვუკეთებდით, შემდეგ ვიყიდეთ სპეციალური დანადგარები, მივაკვლიეთ საუკეთესო საცობებს, რათა მომხმარებლებს შორ მანძილზეც შესძლებოდათ მათი წაღება. ამასთან ერთად, დავხვეწეთ მთლიანად წარმოების პროცესი, რაც ბოთლის სწორად გარეცხვასაც მოიცავდა, რათა კარგად შენარჩუნებულიყო გემოვნური თვისებები.

ჩემი მეუღლე იმერელია და, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუთხეში ყურძენი ნაკლებადაა, გაუჩნდა იდეა, მაყვლის ღვინო დაგვეყენებინა. სოფელი გვაქვს წყალტუბოში და ტყის მაყვალი დავაკრეფინეთ. როდესაც დავადუღეთ, ბლანტი და მწკლარტე გამოვიდა, ამიტომ გადავწყვიტე ღვინოში გადამერია, შედეგად ძალიან კარგი არომატი მივიღეთ. ამასთან ერთად, ვიცოდი, რომ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ძალიან სასარგებლო იყო, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა.

ასევე, ვაწარმოებდით სხვადასხვა ხილის არაყს, მათ შორის მარწყვისას, რომლითაც თავდაპირველად დიდად არ აღფრთოვანდა მომხმარებელი, ამიტომ მაყვლის ღვინოში გავურიე და საოცარი არომატი მიეცა. ასე შეიქმნა კენკრის ღვინო.

შემდეგი იყო ნუშის ღვინო „რქაწითელთან“ ერთად, რომელსაც სპეციალური დანადგარით ვაწარმოებდით. გავიხსენეთ ძველი ტრადიციები და დავადუღეთ ქვევრში, გავაჩერეთ რამდენიმე თვის განმავლობაში, გავფილტრეთ ბუნებრივად და შევინარჩუნეთ სასარგებლო თვისებები. გამოვიდა მსუბუქი დასალევი. ვიცოდი, რომ ბელგიაში არსებობდა ამ ტიპის ღვინო, შემდეგ საქართველოშიც ვნახე, მაგრამ არ მომეწონა, სწორედ ამიტომ ვიფიქრე, გამერია ნუში და უგემრიელესი არომატი მივიღე. შემდეგ „რქაწითელს“ გავურიე „ქისი“, დავადუღე ქვევრში, გადავიტანი ცისტერნებში და ჩამოვასხი „საფერავი“.

შემდეგი იყო ვარდის არომატის არაყი. მინდოდა აქაც ჩემი ხელწერა გამომეკვეთა და გადავწყვიტე მთლიანი ვარდი ჩამედო სასმელში. ბევრი მცდელობის შემდეგ საოცარი შედეგი მივიღე. მივედი იქამდე, რომ ჩემმა მეგობარმა ეტიკეტების დამზადება შემომთავაზა. ვიფიქრე სახელწოდებაზეც. მინდოდა მარტივი წარმოსათქმელი ყოფილიყო, ამასთან ერთად, ჩემს სახელსა და კეხეთთან ყოფილიყო კავშირში და დავარქვით – „მაშ“.

 

 

როდის გადაწყვიტეთ ჩურჩხელების ნუშითა და ჩირეულით დამზადება?

ჩირის ჩურჩხელა მე და ჩემმა მეუღლემ გამოვიგონეთ. 8 წლის წინ ჩვენი ხელით ვავლებდით. იდეა იქიდან დაიბადა, რომ გვყავდა სტუმარი საზღვარგარეთიდან, რომლის შვილსაც თხილზე, ნუშსა და ნიგოზზე ალერგია ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე მომეფიქრებინა ალტერნატივა და ასე დაიბადა ჩირის ჩურჩხლის იდეა. ავასხით ნიგვზის, კურაგას, შავი ქლიავის ჩურჩხელები. შემდეგ ლეღვი და ვაშლი დავუმატეთ. ეს ჩვენი ექსკლუზივია დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაიწყო მათი წარმოება.

რა იყო ამ დროს თქვენი მთავარი მიზანი?

ჩემი მთავარი მიზანი მხოლოდ ფინანსური სარგებელი არასოდეს ყოფილა, მეკეთებინა საქმე, რომელიც ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა. პირველ რიგში, მე ვყოფილიყავი შედეგით კმაყოფილი, რაც შემდგომ მომხმარებელზეც აისახებოდა. ვცდილობდი ხარისხი არასოდეს გამეფუჭებინა. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ ვამარაგებდით არცერთ ობიექტს, რადგან ადგილზე გვჭირდებოდა დიდი რაოდენობა. შემდეგ გავხსენით მაღაზიები თბილისში – ისანში, „კარფურში“, საბურთალოზე, „აქსის პალასის“ სავაჭრო ცენტრში.

რამ მოგცათ მოტივაცია და ძალა ამ გზის გასავლელად?

პირველ რიგში, რასაც აკეთებ, ის უნდა გსიამოვნებდეს. შემოსავალი უნდა მოგიტანოს, მაგრამ არ უნდა იყო ამაზე ორიენტირებული. მთავარია ხარისხი, რასაც მომხმარებლების ნდობა მოაქვს. თავისთავად მოდის შედეგი, როდესაც გულით აკეთებ.

მიუხედავად ამისა, უამრავ პრობლემას წავაწყდით. არ დავნებდი და ყოველთვის ვპოულობდი გამოსავალს. მიმაჩნია, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ პრობლემებს არ წააწყდები, რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ უნდა წამოდგე.

როგორია სახლში მარი შათირიშვილი?

ვცდილობ მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო სახლში, ჩემს შვილებთან. შვებას მაძლევს ჩემს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, ეს არის ჩემი განტვირთვა. კვირაში 1-2 ჯერ აუცილებლად ვაწყობ მეგობრულ შეხვედრებს და ამით ძალიან ვიმუხტები. ვარ მეოჯახე ადამიანი, ყოველთვის თავად ვამზადებ საუზმეს, სადილს, ვახშამს. არ მიყვარს უმოქმედოდ ყოფნა, მიყვარს სიცოცხლე და მაქსიმალურად ვიყენებ ყოველ წუთს.

 

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

სამომავლოდ მინდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანო ჩვენი წარმოება და ნაწარმი. თუმცა მანამდე გადავწყვიტე, ამეშენებინა სასტუმრო თავისი მარნით თბილისში, სადაც სტუმრებიც შეძლებენ ჩურჩხლისა და სხვადასხვა სასმლის დეგუსტაციას. პირველ სართულზე მარანი და საკონფერენციოა. ნებისმიერი აქ მოსული ადამიანი შეძლებს დატკბეს ულამაზესი ხედებით, რომელიც მეოთხე სართულის ვერანდიდან მთელ თბილისს გადაჰყურებს. ასევე, აქვე მინდა გავაკეთო ორი აპარტამენტი შუშებში, სადაც იქნება ჯაკუზი და მომხმარებლები მიიღებენ ღვინის აბაზანებს. მოგეხსენებათ, კანისთვის ძალიან სასარგებლოა თუნდაც ერთი საათით ღვინის აბაზანა. სასტუმროს სახელწოდებაც ღვინოსა და მარანთან ასოცირდება, ამიტომ ერქმევა – „შატო მაშ“.

მალე თბილისის მასშტაბით ადგილზე მიწოდების სერვისსაც დავნერგავ.

დაბოლოს…

არ არსებობს – „არ გამომივიდა“, „ვერ შევძლებ“, „ვიღაცას გაუმართლა“. უნდა იბრძოლო! ყველა საღად მოაზროვნე, ჯანსაღ ადამიანს ყველაფერი გამოუვა. მთავარია იპოვო საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებს და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები