• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Malibu – ვიზუალი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას

June 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ყველა განსაკუთრებული ღონისძიების უკან დგას იდეა, რომელსაც სჭირდება სწორი ხედვა, დეტალებზე ზრუნვა და ადამიანების გუნდი, რომელიც თითოეულ პროექტს ინდივიდუალური მიდგომით ქმნის. სწორედ ამ ხედვას აერთიანებენ „მალიბუს“ დამფუძნებლები – გუნდი, რომლისთვისაც ღონისძიების ორგანიზება არა მხოლოდ პროცესის მართვა, არამედ სრულყოფილი გამოცდილების შექმნაა. თითოეული პროექტი იწყება იდეით, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება – კონცეფციიდან, ფერებისა და მასალების შერჩევიდან, საბოლოო ატმოსფეროს შექმნამდე. გუნდის მთავარი მიზანია, ღონისძიება იყოს არა უბრალოდ ლამაზი, არამედ დასამახსოვრებელი – სივრცე, სადაც ვიზუალი, ემოცია და ორგანიზება ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება.

 

რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

ერეკლე ლურსმანაშვილი: ხშირად გვეკითხებიან – საიდან იწყება იდეა? იდეა ჩვენამდე მოაქვთ გოგოებს: მარიამს და ლიკას. ისინი გვაძლევენ მოტივაციას, რომ თითოეული პროექტი განსაკუთრებული და ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს უკვე პრაქტიკაში. პირველი განწყობა წყვილებთან შეხვედრის დროს იქმნება. შემდეგ ვქმნით ღონისძიების მონახაზს, ჩანახატს და ერთი შეხედვით წარმოუდგენელ იდეას ვაქცევთ რეალობად.

ჩვენთვის შთაგონება მხოლოდ იდეა არ არის. შთაგონებაა ის ნდობა, როცა იცი, რომ შენს ჩანაფიქრს ადამიანი ზუსტად ისე გააცოცხლებს, როგორც წარმოიდგინე – ან უფრო უკეთესადაც. ალბათ ამიტომ არის, რომ ყოველი ახალი პროექტი ჩვენთვის მხოლოდ სამუშაო არ არის. ეს არის საერთო შექმნის პროცესი, სადაც ემოცია, გამოცდილება და ერთმანეთის მხარდაჭერა ერთ დიდ ისტორიად ერთიანდება.

 

 

როგორები იყავით საქმიანობის დასაწყისში და ახლა? რას ცვლის გამოცდილება?

ბექა ბურჯანაძე: საქმიანობის დასაწყისში ყველაფერი მხოლოდ იდეებითა და დიდი ენთუზიაზმით იწყებოდა.

გვქონდა სურვილი, შეგვექმნა რაღაც გამორჩეული, თუმცა ბევრი რამ პროცესში ვისწავლეთ – პრაქტიკით, შეცდომებით, მუდმივი ძიებითა და გამოცდილებით.

ერეკლე ლურსმანაშვილი: თუ ადრე უფრო ემოციით ვმოქმედებდით, ახლა ემოციასთან ერთად დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაც გვმართავს. დღეს უკვე წინასწარ ვხედავთ და განვსაზღვრავთ ბევრ დეტალს. ვიცით, როგორ მივიყვანოთ თითოეული პროექტი ზუსტად იმ შედეგამდე, რომელსაც ჩვენს დამკვეთს ვპირდებით.

 

უფრო კონკრეტულად რა იგულისხმება ღონისძიების „დეკორსა და ორგანიზებაში“?

ერეკლე ლურსმანაშვილი: დეკორის ნაწილი მოიცავს კონცეფციის შექმნას, ფერისა და სტილის შერჩევას, ფლორისტიკას, დეკორის ელემენტებს, სივრცის ვიზუალურ მოწყობას, ინდივიდუალური კონსტრუქციების დაგეგმვასა და აწყობას, სცენის, ფოტოზონებისა და სხვადასხვა დეტალის შექმნას – ეს ყველაფერი ღონისძიების საერთო განწყობას ქმნის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ პროცესს სრულად თავად ვაკონტროლებთ – იდეიდან განხორციელებამდე.

ორგანიზება ბევრად ფართო პროცესია – დროის მართვა, სხვადასხვა სერვისისა და გუნდის კოორდინაცია, ლოკაციასთან მუშაობა, ტექნიკური დეტალების გათვლა, მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის მართვა და ყველა იმ საკითხის კონტროლი, რაც საბოლოოდ ღონისძიებას გამართულ და კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ბრენდი ან ადამიანი, სანამ უშუალოდ დეკორის შექმნას დავიწყებთ?

ბექა ბურჯანაძე: სანამ დიზაინზე მუშაობას დავიწყებთ, ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად გავიგოთ, ვინ დგას ამ პროექტის უკან – როგორი სტილი მოსწონს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რა ემოცია უნდა იგრძნოს სტუმარმა ან მაყურებელმა. ბრენდთან მუშაობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი იდენტობის, ფერების, ხასიათისა და კომუნიკაციის სტილის გააზრება, რადგან დეკორი ბრენდის ვიზუალური გაგრძელება ხდება.

 

 

რა როლი აქვს თქვენს სფეროში განათლებას? თუ ამ საქმიანობის შესწავლა ადვილია?

ერეკლე ლურსმანაშვილი: ვფიქრობ, ჩვენს სფეროში შემოქმედებითი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს ხედვას, კომპოზიციის, ფერების, ფორმებისა და სივრცის აღქმის უნარს, თუმცა ღონისძიების დაგეგმვა მხოლოდ თეორიული ცოდნით წარმოუდგენელია. მაგრამ, ჩვენი დაკვირვებით, ჯერ კიდევ ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა იმ ტექნიკურ მხარეს, რომელიც რეალურად ამ სფეროს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. როგორ იქმნება კონსტრუქცია იდეიდან რეალურ სივრცემდე, რა ტექნიკური გადაწყვეტილებები დგას ეფექტური ვიზუალის უკან – ეს არის ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში წლების განმავლობაში ვაგროვებდით და რომელიც ხშირად კადრს მიღმა რჩება.

 

რა ხდება ღონისძიების დასრულების შემდეგ?

ბექა ბურჯანაძე: ღონისძიების დასრულების შემდეგ იწყება პროცესის ის ნაწილი, რომელსაც სტუმრები თითქმის ვერასდროს ხედავენ. როდესაც სივრცე ცარიელდება, ჩვენთვის სამუშაო ჯერ კიდევ არ სრულდება, ტექნიკურად ერთდღიანი ღონისძიებისთვის გუნდი მინიმუმ 3 დღის განმავლობაში მუშაობს, თუ მასშტაბურია ღონისძიება, სამუშაო პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივია. დაშლის პროცესი ხშირად ისეთივე რთულია, როგორიც აწყობა – ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა დაიშალოს, გაიწეროს, გადანაწილდეს და მომდევნო პროექტებისთვის მომზადდეს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად დაღლილობისა, ძალიან მალე ისევ ახალ იდეებზე ფიქრს ვიწყებთ,რადგან ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთდღიანი შედეგი არ არის – ეს მუდმივი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ყოველ ახალ პროექტთან ერთად თავიდან იწყება.

 

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები