• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! LOVE STORY – სოფო მეძმარიაშვილისა და ოთო ნემსაძე

ურთიერთპატივისცემა, როგორც მთავარი საყრდენი

August 10, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მსახიობ სოფო მეძმარიაშვილისა და მომღერალ ოთო ნემსაძის ისტორია 11 წლის წინ, ბათუმში დაიწყო. მიუხედავად გავრცელებული წარმოდგენისა, თითქოს ორი ხელოვანის თანაცხოვრება სირთულეებთან არის დაკავშირებული, მათთვის ეს პრობლემა არასდროს გამხდარა. მათი ხასიათები, ინტერესები და მუსიკალური გემოვნება სრულიად განსხვავებულია: ოთოს სიმშვიდე, ჯაზი და თევზაობა ხიბლავს, სოფოს კი – ხალხმრავლობა, პოპი და ცხოვრების დინამიკური რიტმი. თუმცა, ყოველდღიური შემოქმედებითი ქაოსისა თუ წვრილმანი კამათის მიღმა, მათი ურთიერთობა რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება: ურთიერთპატივისცემას, უპირობო ნდობას, ერთმანეთის თავისუფლების მიღებასა და პროფესიული წარმატების გაზიარების უნარს.

გახსოვთ თქვენი პირველი შეხვედრა? როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

სოფო: ჩვენი პირველი შეხვედრა ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ოთოს კონცერტზე ვიყავი მისული, შემდეგ კი ერთ სივრცეში მოვხვდით და იქ გავიცანით ერთმანეთი. იმ დღის შემდეგ ერთმანეთს აღარ დავშორებივართ.

ოთომ თავისი მამაკაცურობით მომხიბლა. პირველად მქონდა ისეთი განცდა, რომ ნამდვილ, ჩამოყალიბებულ კაცთან ვსაუბრობდი და არა პატარა ბიჭთან. ვფიქრობ, მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო, ვიგრძენი, რომ კაცს ვესაუბრებოდი. მის გვერდით თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი.

 

ოთო: ჩემს კონცერტზე დავინახე გოგო, რომელიც წვიმაში ცეკვავდა. ბათუმის კორტებზე იყო კონცერტი და ხალხში ვინმეს გარჩევა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ეს გოგო არ ჩერდებოდა, სულ ცეკვავდა. შემდეგ იმავე კონცერტის after party-ზე ერთად მოვხვდით და მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, ვინც წვიმაში ცეკვავდა. ძალიან მომეწონა. მე, სოფოსგან განსხვავებით, დაცულად თავი არ მიგრძნია, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომლის დაცვაც მთელი ცხოვრება მინდოდა.

11 წლის შემდეგაც, რა არის ის ყოველდღიური დეტალი, რის გამოც ყველაზე ხშირად კამათობთ?

ოთო: ყველაზე ხშირად მაშინ ვჩხუბობთ, როცა მე სულ გადარბენაზე ვარ, სახლში ნივთებს აქეთ-იქით ვყრი და სოფო მეჩხუბება. თუმცა ეს ჩხუბიც ძალიან პირობითია, რადგან არასდროს გვიჩხუბია ისე, რომ ერთი საათის შემდეგ ჩვეულებრივად არ გაგვეგრძელებინა ურთიერთობა.

სოფო: როგორც არ უნდა ვიკამათოთ, მართლა ერთი საათის შემდეგ ორივეს გვავიწყდება. თუმცა უკვე 11 წელია, არ მბეზრდება ერთი და იმავე თემაზე ჩხუბი და შენიშვნის მიცემა, ნივთები თავის ადგილზე დადოს (იცინის).

ხშირად ამბობენ, რომ ორი ხელოვანის თანაცხოვრება რთულია. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?

ოთო: ძალიან ბევრი ამბობს, რომ ორი ხელოვანის თანაცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სრული სისულელეა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეორე ნახევარი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელია. არ გვაქვს პრობლემა მაშინაც კი, როცა ორივე ძალიან დაკავებული ვართ, რადგან როგორც კი დროს გამოვძებნი, მაშინვე სოფოსთან გავრბივარ. სოფოც ზუსტად ასეა.

სოფო: თუ დრო გვაქვს, ყველგან ერთად დავდივართ.

ოთო: ერთადერთი, სათევზაოდ არ მომყვება (იცინის).

 

 

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

სოფო: ოთოსთვის დასვენება თევზაობაა, მე კი საერთოდ არ მომწონს. ბუნება ძალიან მიყვარს, მაგრამ ქვეწარმავლებისა და მწერების მაინც მეშინია. ოთოსთვის იდეალური დასვენება თევზაობაა, ჩემთვის კი ზაფხული, აუზი, მეგობრები, საზამთრო და მუსიკა.

განსხვავებული ხართ თუ უფრო ჰგავხართ ერთმანეთს?

ოთო: სოფოს უფრო ევროპა მოსწონს. მე, მაგალითად, ამერიკაზე გავგიჟდი და დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებდი იქ. ისედაც აბსოლუტურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გვაქვს, განსხვავებულად გვიყვარს გართობაც. მე კლუბებსა და ღია ფესტივალებზე არ დავდივარ, სოფოს კი, პირიქით, ძალიან უყვარს ასეთი ტიპის გართობა.

სოფო: კი, ოთოს ხალხმრავლობა არ უყვარს, მე კი – პირიქით. მარტო გართობაში არა, შეხედულებებშიც განსხვავებულები ვართ. სხვადასხვა ჟანრის წიგნები მოგვწონს და მუსიკაშიც არ ვემთხვევით. მე სიამოვნებით ვუსმენ რეპს და პოპსაც, ოთოს კი უფრო ჯაზი და როკი იზიდავს.

თქვენი აზრით, რა არის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი?

ოთო: ერთად ცხოვრების მთავარი გასაღები ურთიერთპატივისცემაა. თუ ადამიანს პატივს არ სცემ, შესაბამისად, არც გიყვარს. და თუ იმ ადამიანთან ცხოვრობ, რომელიც არ გიყვარს, არც საკუთარი თავი გყვარებია.

სოფო: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მონოგამები ვართ და ერთმანეთის გარდა სხვა არავინ გვაინტერესებს. როცა ზუსტად ვიცი, რომ ადამიანი ერთგულია და მთელი ცხოვრება მე ვეყვარები, არ მაქვს იმის შიში, სად არის, ვისთან არის ან უნდა გადავამოწმო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმშვიდეა, რადგან ზუსტად ვიცი, გვერდით მყავს ერთგული ადამიანი.

 

რამდენად მოქმედებს თქვენზე საზოგადოების ყურადღება და შეფასებები?

ოთო: ვერ ვიტყვი, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე, აღარ მივაქციო ყურადღება არაფერს და ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა. საერთოდ აღარ ვფიქრობ, ვის რა უნდა. არ მაინტერესებს, მაკრიტიკებენ თუ არა, ან მოვწონვარ თუ არა ვინმეს, რადგან აქამდე მუსიკით მოვედი და შესაბამისად, არც მაქვს ისეთი რამ, რაც ვინმესთვის საინტრიგო უნდა იყოს. ჩემთვის მთავარი ჩემი მუსიკაა.

სოფო: მე პირიქით ვარ. მაგალითად, როცა ჩვენი ხელის თხოვნის ვიდეო გავრცელდა, მაშინ ამერიკაში ვიყავით. თაიმზ-სქვერზე ინტერნეტს ვიჭერდი და კომენტარებს ვკითხულობდი. მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ ადამიანები ჩემზე.

ერთმანეთისთვის უფრო გულშემატკივრები ხართ თუ კრიტიკოსები?

ოთო: ორივე. ერთმანეთისთვის მრჩევლებიც ვართ და კრიტიკოსებიც. ცოტა ხნის წინ ჩემი მეორე ალბომის პრეზენტაცია მქონდა და სოფო ძალიან დამეხმარა. სცენოგრაფია იყო გასაკეთებელი, სცენის დეკორი, უამრავი სარეჟისორო დეტალი. სოფო რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა. ბევრი სწორი და საინტერესო რჩევა მომცა.

ზოგადად, არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარი მეორე ნახევარი კონკურენტად აღიქვა. ჩემთვის წარმოუდგენელია, იმის ნაცვლად, რომ ერთად წინ იაროთ, ერთმანეთს უკან სწევდეთ. ეს არც ჩემთვის არსებობს და არც სოფოსთვის.

სოფო, რას ნიშნავს თქვენთვის ოთოს წარმატება?

სოფო: ცხოვრების ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად პასუხობს ამ კითხვას. ერთხელ ოთოს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა და სიხარულისგან გული წამივიდა. სხვანაირად ვერც ავხსნი, რას ნიშნავს ჩემთვის მისი წარმატება.

მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ადამიანს ოთოს მინიმუმ ექვსი სიმღერა მაინც არ მოსწონდეს. როცა მის მუსიკას სიარულის დროს ვუსმენ, მგონია, რომ ყველა სიმღერა ჰიტია და ვერ ვხვდები, რატომ არ აღწევს ადამიანებამდე ისე, როგორც ჩემამდე.

ამ კონკრეტულ, ბოლო ალბომზე ვსაუბრობ. მართლა ძალიან მაგარია – შინაარსობრივად, მუსიკალურად და ტექსტუალურად. ყველანაირად ძლიერი ალბომია. ჩემი ოცნებაა, ადამიანებსაც ისე შეუყვარდეთ, როგორც მე მიყვარს.

ოთო: სანდრიკა ლორთქიფანიძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. თითქმის ყველა ტექსტი მას ეკუთვნის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი წერდა ჩემს სიმღერებს.

ოთო, თქვენთვის სოფოს რომელი პროფესიული წარმატებაა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი?

ოთო: სოფოს ყველა სპექტაკლზე ვარ ნამყოფი. ვფიქრობ, მისი საუკეთესო როლი „დედილო კურაჟია“, რადგან ეს ურთულესი შესასრულებელი პერსონაჟია. ასეთ ასაკში ასეთ როლზე მუშაობა და შემდეგ მისი ასე კარგად შესრულება ძალიან იშვიათია.

სოფო: აზვიადებ (იცინის).

 

ერთი სიტყვით რომ დაგახასიათებინოთ თქვენი ურთიერთობა, რას იტყოდით?

ოთო: ერთ სიტყვაში შემიძლია ჩვენი ურთიერთობა ჩავატიო – სიმარტივე.

სოფო: მე კიდევ ერთ სიტყვას დავამატებდი – ქაოსი. თუ ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, რამდენი გზა გამოვიარეთ, რამდენი საცხოვრებელი შევიცვალეთ, რამდენი ვიმოგზაურეთ… შეიძლება ითქვას, ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ქაოსური იყო და ნაკლებად სტაბილური. ჩვენ არ ვართ ოჯახი, რომელიც დილით სამსახურში მიდის, საღამოს ერთად ვახშმობს და შაბათ-კვირას მეგობრებს ხვდება. შეიძლება ღამის ორზე მეგობართან წავიდეთ, ან უცებ გადავწყვიტოთ ქუთაისში გამგზავრება. ჩვენთან სტუმრები არასდროს რეკავენ კითხვით – „მოვიდეთ?“ უბრალოდ, მოდიან.

ოთო: სანამ „ჯეოსტარს“ მოვიგებდი, ბევრად უფრო რუტინული ცხოვრება მქონდა. შეიძლება ითქვას, ამ პროექტმა სულზე მომისწრო. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მაქვს რაღაც თუ არ მაქვს, ეს აღარ მადარდებს, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მყავს ბედნიერი ოჯახი, ყველანი ჯანმრთელები ვართ და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია.

 

 

ლოკაცია: Qarvasla Hotel

ტექსტი: თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 12, 2026
#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია
ინტერვიუ

#OK! „ემიგრანტი ახალშობილივით ხარ – თავიდან სწავლობ ცხოვრებას“ – ეკატერინე ესებუას ემიგრაციის ისტორია

September 11, 2026
#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! აგურილენდი – აგურისა და კერამიკული მასალების ახალი სტანდარტი საქართველოში

September 11, 2026
#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე
ინტერვიუ

#OK! კატო ებანოიძე – საკუთარი თავის შეცნობიდან სხვების დახმარებამდე

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

#OK! სოფი ტერნერმა საზოგადოებას ეჭვები საკუთარ ბისექსუალობაზე გაუჩინა

June 5, 2021
#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

#OK! კაილი ჯენერი დიზაინერ Masha Popova-ს შარვლით! მოდელი საკუთარი ძვირადღირებული მანქანის ფონზე!

July 12, 2021
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

July 11, 2025

კვირის ჰიტები

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

September 7, 2026
#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

#OK! ომიდან პოდიუმამდე – უკრაინელმა ვეტერანებმა კიევის Fashion Week-ზე ადაპტირებული სამოსი წარადგინეს

September 9, 2026
#OK! „ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ბნელი პერიოდი იყო“ – სანდრა ბულოკი ქმრის ღალატსა და განქორწინებაზე პირველად საუბრობს

#OK! „ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ბნელი პერიოდი იყო“ – სანდრა ბულოკი ქმრის ღალატსა და განქორწინებაზე პირველად საუბრობს

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები