• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ლაივ სკეტჩი, ანუ ხელოვნების ნიმუში რამდენიმე წუთში

June 12, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ალბათ წარმოუდგენელია, როგორ უნდა შექმნას ხელოვანმა ნამუშევარი 5 წუთში მაშინ, როდესაც ერთი ნახატი რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ელის მზის სინათლეს. მოდის ილუსტრატორი, მარიამ მაისურაძე ღონისძიებებზე, როგორც წესი, ყველასგან მოშორებით, ცალკე, ფერადი ფუნჯებითა და მარკერებით სავსე მაგიდასთან ზის და ქაღალდზე გადმოაქვს იქ მყოფი ადამიანების პორტრეტები, უფრო ზუსტად, სწრაფი ჩანახატები. მარიამის ცოცხალი ილუსტრაციები უკვე მოექცა ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ყურადღების არეალში, როგორებიცაა: „შანელი“, „დიორი“, „ჯო მალოუნი“, „პორშე“ და „რენჯ როვერი“. თავის პროფესიასა და სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ის თავად მოგვიყვება.

რა არის „ლაივ სკეტჩინგი“ და რით განსხვავდება ის ტრადიციული მხატვრობისგან?

ეს არის სწრაფი ჩანახატის სტილი, რომელიც სრულდება რეალურ დროში. ეს მიმდინარეობა არ განსხვავდება ტრადიციული მხატვრობისგან, პირიქით, მისი ნაწილი იყო ყოველთვის. მრავალი წლის წინ, როდესაც ფოტოგრაფია არ არსებობდა, არსებობდნენ მხატვრები, რომლებიც მნიშვნელოვან მომენტებს ხატავდნენ. ასე იქმნებოდა დიდი ტილოები და ეს მიმდინარეობაც ამის გაგრძელებაა. დიდი ტილოს შექმნა იწყება მარტივი სწრაფი სკეტჩებით და ესეც პასუხია იმისა, რომ ეს მიმდინარეობა ნამდვილად ნაწილია ტრადიციული მხატვრობისა. ჩვენს რეალობაში, როდესაც სამყარო აჩქარებულია და მოგონებები კიდევ უფრო ადვილად გვეკარგება მეხსიერებიდან, ეს მიმდინარეობა ინახავს ტილოზე ან ქაღალდზე აღბეჭდილ მომენტს. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩემმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ვქმნიდით ხელშესახებ მოგონებებს და ვფიქრობ, ეს ამ საქმიანობის საუკეთესო აღწერაა.

 

 

 

მარიამ, მოგვიყევი, როგორ გაჩნდა შენს ცხოვრებაში ხელოვნების ეს განსხვავებული მიმართულება? მანამდე რას საქმიანობდი?

მოდის ილუსტრაციისადმი ჩემი ინტერესი ძალიან ბუნებრივად წარმოიშვა. ჩემი ბებია წარმატებული დიზაინერი და ჭრა-კერვის სპეციალისტი იყო ცხინვალის რეგიონში. ბავშვობიდან მუდმივად ვხედავდი ქსოვილებს, ძაფებსა და ქაღალდზე გაკეთებული სამოსის ტექნიკურ ნახაზებს. ეს სურათები, როგორც ჩანს, განმაპირობებელი გახდა იმისა, რომ პატარაობიდანვე ვხატავდი სამოსს. შემდეგ სკოლის მასწავლებელმა დამარწმუნა, რომ ხატვა კარგად გამომდიოდა და ამ მიმართულებას უნდა გავყოლოდი. ამ ფაქტმაც მომცა დამატებითი სტიმული და საბოლოოდ სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. აკადემიაში ჩემი ინერტული ნახაზები თანდათან ნახატებად იქცა. რაღაც დროის შემდეგ კი მივხვდი, რომ სამოსის შექმნაზე მეტად მისი ხატვა, იდეაზე მუშაობა და ფაქტურების გადმოცემა მომწონდა. ჩემი პირველი კავშირი ამ მიმდინარეობასთან ძალიან მოუმზადებლად დაიწყო. 2022 წელს პირველად დავხატე ქორწილის ცერემონია ერთ-ერთი ქორწილის ორგანიზატორის დაკვეთით, ბრიტანელ-ქართველი წყვილისთვის, ეს ძალიან ამაღელვებელი დღე იყო. უზომოდ ვნერვიულობდი, რადგან არავინ იყო საქართველოში ამ გამოცდილებით, რომ რაიმე რჩევა მიმეღო, მეც იმდენად სწრაფად მოვხვდი ამ სიტუაციაში, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. საბედნიეროდ, ამ დღემ ძალიან კარგად ჩაიარა და უკვე მომდევნო წლის სეზონის მიწურულს აქტიურად დავიწყე მუშაობა. ნელ-ნელა წამოვიდა ინტერესი „ლაივ“ ჩანახატების მიმართაც. დღესდღეობით აქტიურად ვმუშაობ მაღალბიუჯეტიან, პრემიუმ ქორწილებზე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. იქიდან გამომდინარე, რომ მოდის ილუსტრაციები ჩემი ძირითადი მიმართულებაა, მის მიმართ უზომოდ დიდი სიყვარული მაქვს.

რა არის ის, რის გამოც ყველაზე მეტად გიყვარს შენი პროფესია?

ჩემი პროფესიის მიმართ სიყვარულის ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს. პირველ რიგში ის, რომ თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ მუშაობის პროცესში. დროის გაჩერება რომ შეიძლებოდეს, ალბათ სულ ამ პროცესში ვიქნებოდი. მუშაობისას მიყვარს იმის გააზრება, რომ რაღაც ლამაზის შექმნა შემიძლია. თუ ახლა არ გამომდის ამ კონკრეტულ ნამუშევარზე მუშაობა, ეს პრობლემა არაა და კიდევ შემიძლია ვცადო… ხელოვნების ამ მიმდინარეობას უამრავი ფორმულირება შეიძლება მოუძებნო და ესეც აძლიერებს სიყვარულს. მუდმივად შეიძლება იყო ახლის ძიებაში, აღმოჩენასა და ახალ იდეაზე მუშაობაში. არასდროს ხდება მოსაწყენი და ერთფეროვანი. „ლაივ სკეტჩინგმა“ მრავალფეროვნების მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გამიზარდა. სხვადასხვა ბრენდსა და მათ კონცეფციასთან მუშაობა მუდმივი სიახლეების ძიებაა. ყველა კოლაბორაცია ახალ ტილოზე მუშაობას ჰგავს და განსხვავდება სხვა რომელიმესგან.

როგორია შენთვის ხალხმრავალ და ხმაურიან გარემოში მუშაობა?

ცხოვრების რაღაც ეტაპზე ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ უამრავი ადამიანის თვალწინ კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. ახლაც მიყვარს განცალკევებით მუშაობა და ვისურვებდი, რომ ამისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მქონდეს. მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე ყოფნისას რაღაცნაირად ჩემი კომფორტის ზონაში ვექცევი. სტუმრები ყოველთვის სიფრთხილით აკვირდებიან მუშაობის პროცესს და ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან სიამოვნებთ ყურება. როცა ამას ვიგებ, ორმაგად ბედნიერი ვმუშაობ, რადგან ვხვდები, რომ ჩემი საქმით მხოლოდ რაღაცის შექმნა კი არა, სხვისი სიხარულიც შემიძლია გამოვიწვიო. ამ ემოციების მიმოცვლამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაამარტივა მუშაობა. ძალიან ვნერვიულობდი პარიზის მოდის კვირეულზე. ვფიქრობდი, გამიჭირდებოდა უამრავი ადამიანის თვალწინ, ფეხზე დგომით ხატვა, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი ქაოსს და მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში ყოფნამ უფრო გამიღვიძა შემოქმედებითი უნარი.

საშუალოდ რამდენი წუთი სჭირდება ერთი სკეტჩის შექმნას? რა მასალები გამოიყენება?

ერთი სტუმრის სკეტჩის შექმნას საშუალოდ 5-7 წუთი სჭირდება. ერთ ღონისძიებაზე დაახლოებით 50-60 სტუმრის ილუსტრაციას ვასწრებ მხოლოდ მე, მაგრამ, რადგან უკვე დიდი გუნდი მყავს, მასშტაბურ ღონისძიებებსაც მშვენივრად ვუმკლავდებით. სამუშაო მასალის შერჩევა ყველაზე სასიამოვნო პროცესია, ქაღალდის შემადგენლობიდან დაწყებული, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ. მასალას მხოლოდ იმის მიხედვით არ ვარჩევ, თუ რომელი მომწონს, არამედ იმ კატეგორიითაც, რომ სწრაფად შრებოდეს, მარტივად აკეთებდეს შტრიხებსა და მონასმებს. ძირითადად მაინც აკვარელია ჩემი საყვარელი მასალა სკეტჩისთვის, მარკერები უკვე დამატებითი ატრიბუტია. დანარჩენ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, რადგან ტექნიკა და მასალის დეტალები დროთა განმავლობაში განმაპირობებელი გახდა იდეალურად შესრულებული ილუსტრაციისა და ასე ვთქვათ, ჩვენი გუნდის კრედო გახდა.

 

 

 

გვითხარი ვორქშოპის იდეაზეც. რის შესაძლებლობას აძლევ ამით მსურველებს?

ვორქშოპების იდეა დიდი ხანია მაქვს და ამის სწორ ფორმირებასა და ტექნიკაზე მუშაობამ დროში გაწელა იდეის რეალობამდე მიყვანის მომენტი. ჩემი ვორქშოპი ადამიანისა და ბუნების სიახლოვეზე იქნება. მინდა შეირჩეს ისეთი ლოკაციები, რომლებიც ადამიანს სიახლოვეს აგრძნობინებს ბუნებასა და შემოქმედებით გარემოსთან. პირველი ორი ლოკაცია უკვე შერჩეულია, ლავანდების ბაღი და ვენახები. თავდაპირველად სტუმარს გავაცნობ ჩემს ტექნიკას, რომელიც, ვფიქრობ, ნებისმიერი სამხატვრო გამოცდილების მქონე ადამიანს თავს კომფორტულად აგრძნობინებს. მთავარი იდეაც ხომ ესაა, რომ სტუმარმა სიამოვნება მიიღოს პროცესით და მოსწყდეს აჩქარებულ, ქაოსურ გარემოს.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები