• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ლელა აბუსერიძისთვის წარმატება მხოლოდ პროფესიული მიღწევა არაა. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიური არჩევანით, დისციპლინითა და სირთულეების გადალახვით იქმნება. ლელა 21 წელია მედიცინის სფეროში საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი პაციენტის ნდობა და პროფესიული აღიარება მოიპოვა. სამი შვილის დედა, წარმატებული ექიმი-სტომატოლოგი და „ლუსენტის“ დამფუძნებელი OK!-სთან გულწრფელად საუბრობს საკუთარი კლინიკის შექმნის ისტორიაზე, დედობასა და კარიერას შორის ბალანსზე, თანამედროვე ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც წარმატებას განსაზღვრავს.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო წარმატებული და პროფესიონალი საკუთარ საქმეში?

ლელა აბუსერიძე: 21 წელია რაც ამ სფეროში ვარ და ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია. სწორედ დინამიკა და მუდმივი განვითარებაა პროფესიონალიზმი. არასოდეს ვჩერდები, სულ წინ მივიწევ. მედიცინა სწრაფად ვითარდება და აუცილებელია პულსზე ხელი გეჭიროს – ჩემი პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა ჩემი უპირველესი მოვალეობაა. ხშირად ვესწრები ტრენინგებსა და კონფერენციებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მიზანდასახულობასა და შრომას მოაქვს წარმატება. ეს არის პროცესი, რომელსაც 21 წლის განმავლობაში ჩემს პაციენტებთან გავდივარ, ამ გზაზე კი თაობები მენდობიან. როცა პაციენტი გიწევს რეკომენდაციას და მოჰყავს სხვა ადამიანი, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი აღიარება.

სტომატოლოგიური კლინიკის შექმნა და განვითარება დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. რა იყო ყველაზე რთული ამ გზაზე?

როდესაც საკუთარი კლინიკის „ლუსენტის“ დაფუძნება გადავწყვიტე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს სრულიად ახალ პასუხისმგებლობას ნიშნავდა. ყველაზე რთული კი იყო ჩემი 21-წლიანი კლინიკური ხედვის, სტანდარტებისა და იმ ცოდნის, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე, ერთ სივრცეში რეალიზება. ამასთანავე, ექიმობიდან მენეჯმენტზე გადასვლა დიდ ენერგიას მოითხოვდა. რთული იყო ისეთი გუნდის შეკრება და ჩამოყალიბება, რომელიც ჩემსავით იზიარებდა პაციენტის ინტერესებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს. თუმცა, დღეს „ლუსენტი“ ზუსტად ის ადგილია, სადაც პროფესიონალიზმი და ადამიანური მზრუნველობა ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

თქვენ სამი შვილის დედა, ექიმი და ხელმძღვანელი ხართ, რაშია ბალანსის საიდუმლო?

სამი შვილის გაზრდა და პარალელურად კლინიკის მართვა ყოველდღიური გამოწვევაა. ჩემი მთავარი საიდუმლო დროის ხარისხიანი გადანაწილებაა. როდესაც კლინიკაში ვარ, სრულად პაციენტებსა და ორგანიზაციულ საკითხებზე ვარ ფოკუსირებული, ხოლო როცა შინ ვბრუნდები, ვცდილობ, ჩემი შვილების მიმართ ვიყო არა უბრალოდ ჩემი ფიზიკური ყოფნით, არამედ მაქსიმალური ყურადღებით, სითბოთი და ჩართულობით. ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი და მოტივატორია.

თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართველი ქალები, რომლებიც პროფესიულ განვითარებასა და დედობას ერთდროულად უთავსებენ?

საქართველოში საზოგადოება ქალისგან ითხოვს იყოს იდეალური დედა, დიასახლისი და ამავდროულად წარმატებული კარიერაში.

მთავარი გამოწვევა სწორედ ეს სტერეოტიპული წნეხია და დანაშაულის გრძნობა, რომელსაც დასაქმებული დედები ხშირად განიცდიან, თითქოს შვილებს დროს აკლებენ. თუმცა, დღეს უკვე უფრო და უფრო კარგად ვაცნობიერებთ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ დედის მუდმივი ფიზიკური ყოფნაა, არამედ მისი ბედნიერება, თვითრეალიზება და ემოციური სტაბილურობა. სწორედ ასეთი დედა ქმნის ჯანმრთელ ოჯახურ გარემოს.

თქვენ ხელმძღვანელობთ „ლუსენტის“ დიდ გუნდს. რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად ქალ თანამშრომლებში და როგორ ცდილობთ მათთვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნას?

როგორც „ლუსენტის“ დამფუძნებელი, ჩემს გუნდში განსაკუთრებულად ვაფასებ საქმისადმი ერთგულებას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და ემპათიას, რაც ჩვენს პროფესიაში გადამწყვეტია.

ვცდილობ, თავად მივცე მათ ურთიერთპატივისცემისა და მუდმივი განვითარების მაგალითი, რადგან მჯერა, რომ კარგი თანამშრომლები სწორედ ასეთ გარემოში იზრდებიან. „ლუსენტში“ ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც არსებობს: მეგობრული და ემპათიური ატმოსფერო; მაქსიმალური ხელშეწყობა და მოქნილობა, როდესაც საქმე ოჯახურ თუ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება; პროფესიული ზრდისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები.

 

 

რას ეტყოდით ახალბედა დედებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფრის მარტო კეთება ევალებათ? რომლებსაც მუდმივად უწევთ კომპრომისზე წასვლა?

ჩემი 21-წლიანი პროფესიული და 3 შვილის დედობის გამოცდილებით, მათ ვეტყოდი: „ნუ ეცდებით იყოთ ყველაფერში იდეალური, თქვენც გაქვთ შეცდომის უფლება… მთავარია მიზანი დაისახოთ და ამ გზაზე არ დანებდეთ, ეცადეთ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ოჯახი და შვილების აღზრდა ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნის და ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ მხრებზე. ისწავლეთ, მოეპყარით საკუთარ თავს სიყვარულით, გადაანაწილეთ მოვალეობები.

კომპრომისი ყოველთვის არ ნიშნავს უარის თქმას. გახსოვდეთ, რომ რეალიზებული, მშვიდი და ბედნიერი დედა გაცილებით მეტს აძლევს შვილებსა და ოჯახს, ვიდრე გადაღლილი და საკუთარ სურვილებზე უარის მთქმელი ქალი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ირწმუნეთ თქვენი ძალების!

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლაურა ზოიძე

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“
Slider Area

#OK! ნინო ხაჟომია: რვა თვე სიკვდილს ველაპარაკე და ვუთხარი „არა“

October 10, 2026
#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები