• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქიდოს ჰაბ დეიქეარი – სადაც ბავშვი თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში

May 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

არაერთი მშობელი აღიარებს, რომ საბავშვო ბაღის შერჩევა მათთვის დიდი თავსატეხია. მეორე მხრივ, განვითარების ფსიქოლოგებიც ერთხმად ამბობენ, რომ ამ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ განსაზღვრავს ბავშვის ხანგრძლივ აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. მაინც როგორია კარგი ბაღი? ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ერთი რამ ცხადია – ყველა მშობლისთვის პრიორიტეტული თავისი პატარას უსაფრთხოება, თავისუფლება და სიმშვიდეა. ანა თურქაძე ჩვენთან ინტერვიუში გვიყვება „ქიდოს ჰაბ დეიქეარზე“ და იმ უპირატესობებზე, რაც ამ სივრცეს აქვს.

 

 

ანა, რა დახვდებათ პატარებს „ქიდოს ჰაბ დეიქეარში“? რა გამოარჩევს ამ გარემოს?

„ქიდოს ჰაბ დეიქეარი“ არის სივრცე, სადაც ბავშვი პირველივე დღიდან გრძნობს, რომ ის მიღებულია ისეთი, როგორიც არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პატარას შევუქმნათ სიყვარულით სავსე გარემო და თავი დაცულად ვაგრძნობინოთ. აქ ბავშვებს ხვდებათ არა მხოლოდ კომფორტული და უსაფრთხო სივრცე, არამედ სითბოთი სავსე ატმოსფერო, სადაც მათ უსმენენ და პატივს სცემენ. თითოეული ბავშვი ჩვენთვის ინდივიდია თავისი ხასიათით, ემოციებითა და საჭიროებებით, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ბაღი მათთვის იყოს „მეორე სახლი“ – ადგილი, სადაც სიამოვნებით მოდიან, თავისუფლად გამოხატავენ თავს და იციან, რომ აქ ყოველთვის ელოდებათ მხარდაჭერა და ზრუნვა. ეს ემოციური უსაფრთხოება არის ის, რაც ყველაზე მეტად გამოარჩევს ჩვენს გარემოს.

 

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ინტერაქციული აქტივობები?

ადრეული ბავშვობა არის პერიოდი, როდესაც სამყაროს შეცნობა ხდება თამაშის, აღმოჩენისა და ინტერაქციის გზით. თამაში არ არის უბრალოდ გართობა – ეს არის სწავლების მთავარი და ყველაზე ბუნებრივი ფორმა. ინტერაქციული აქტივობები ეხმარება ბავშვებს მეტყველებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში, სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციური ინტელექტის გაძლიერებაში. „ქიდოს ჰაბ დეიქეარში“ ბავშვები ყოველდღიურად ერთვებიან მრავალფეროვან პროცესებში – სენსორული თამაშები, როლური სცენარები, მუსიკა, ხელოვნება, კონსტრუქციული აქტივობები, ამ ყოველივეს საშუალებით ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ საკუთარ ინტერესებსა და ნიჭსაც ბუნებრივად, სტრესის გარეშე აღმოაჩენენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სწავლა აღიქვას, როგორც საინტერესო და სასიამოვნო პროცესი და არა ვალდებულება.

 

 

რა როლი აქვს აღმზრდელს ბავშვის განვითარებასა და უსაფრთხოების განცდაში?

აღმზრდელი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის აზიარებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ამყარებს მჭიდრო ემოციურ კავშირს პატარასთან. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის სხვებისთვის მნიშვნელოვანია, უფრო თამამად იწყებს გარემოს შესწავლას, ურთიერთობების დამყარებასა და საკუთარი თავის გამოხატვას. ჩვენი აღმზრდელები ქმნიან თბილ, სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ასაკში. ეს სტაბილურობა ბავშვებში აყალიბებს ნდობას სამყაროს მიმართ, რაც ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

 

როგორ მიმდინარეობს ბავშვების ადაპტაცია ბაღში?

ადაპტაციის პროცესი თითოეული ბავშვისთვის განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად და ინდივიდუალურად ვუდგებით. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბავშვის ემოციური მდგომარეობა და არ დავაჩქაროთ მოვლენები. ვიცით, რომ ახალი გარემო, ადამიანები და რუტინა შეიძლება ბავშვისთვის რთული იყოს, ამიტომ ამ პროცესში მთავარი არის მოთმინება და თანაგრძნობა. აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან, ვუზიარებთ დაკვირვებებს და ერთად შევიმუშავებთ ბავშვის ადაპტაციისთვის საუკეთესო მეთოდს. ჩვენ გვჯერა, რომ ძალდატანება არ მუშაობს – ბავშვი მხოლოდ მაშინ ეჩვევა გარემოს, როცა თავს უსაფრთხოდ და მიღებულად გრძნობს.

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობისას?

მცირეწლოვნებთან მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს, რადგან ისინი ჯერ ბოლომდე ვერ გამოხატავენ საკუთარ ემოციებსა და საჭიროებებს. საბავშვო ბაღში გასათვალისწინებელია ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: ბავშვის ქცევის მართვა (ტანტრუმი, აგრესია), სეპარაციის შფოთვა – პატარებს ხშირად უჭირთ მშობელთან განშორება, გაზრდილი ფიზიკური და ემოციური მოთხოვნების დაკმაყოფილება და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს მათი ქცევის, ემოციისა და რეაქციების „წაკითხვა“. ჩვენთვის მთავარი ემოციური კავშირია, ანუ, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია, მისი გრძნობები კი აღიარებული და მიღებული. ასეთ დროს ბავშვი უფრო მშვიდია და განვითარების პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. საბოლოოდ, ეს საფუძველი განსაზღვრავს მის მომავალ გამოცდილებებსაც.

 

რატომ უნდა ზრუნავდნენ საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებაზე? თქვენ რა ნაბიჯებს დგამთ ამ კუთხით?

სკოლამდელი განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც მომავალში მთელი სასწავლო და პიროვნული განვითარება იგება, თუმცა ეს არ მოიაზრებს მხოლოდ აკადემიურ ცოდნას. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვმა ისწავლოს აზროვნება, დამოუკიდებლობა, გადაწყვეტილებების მიღება და სხვებთან თანამშრომლობა. „ქიდოს ჰაბ დეიქეარში“ ვცდილობთ, შევქმნათ ბალანსი თამაშსა და სწავლას შორის. ბავშვები სწავლობენ გამოცდილებით, კვლევით, კითხვების დასმითა და აღმოჩენებით. ჩვენი მიზანია, პატარები არა მხოლოდ სკოლისთვის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვისაც მოვამზადოთ, რათა თითოეული მათგანი ჩამოყალიბდეს თავდაჯერებულ და ემოციურად ძლიერ პიროვნებად.

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია
ინტერვიუ

#OK! ანა გოგიშვილი – ქალი, რომელმაც ბიზნესი, ბრძოლა და პასუხისმგებლობა ცხოვრების წესად აქცია

September 17, 2026
#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის
ინტერვიუ

#OK! Backstage Store – ხარისხი, იტალიური ხასიათი და კომფორტი თანამედროვე მამაკაცისთვის

September 14, 2026
Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს
ინტერვიუ

Spotlight Events: კომპანია, რომელიც ამერიკის სცენებზე ქართულ-ამერიკულ მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებს

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

May 18, 2021
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

September 12, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

September 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები