• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გოგრის სეზონი დაიწყო – 4 რეცეპტი შემოდგომის დღეებისთვის

October 28, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

შემოდგომა გოგრის სეზონია – ეს სასარგებლო და მრავალმხრივი პროდუქტი იდეალურია როგორც ნოყიერი სადილისთვის, ისე ტკბილი დესერტებისთვის. კრემსუპი, თაფლითა და დარიჩინით გამომცხვარი გოგრა, არომატული რიზოტო თუ ღვეზელი – წარმოგიდგენთ ოთხ მარტივ რეცეპტს, რომლებიც თქვენს საშემოდგომო მენიუს გაამრავალფეროვნებს.

გოგრის კრემსუპი

 

 

გოგრის კრემსუპი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია – არომატული და მარტივად მოსამზადებელი. ცოტა ნაღები და სანელებლები კი მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

ინგრედიენტები:

  • 600 გ გოგრა

  • 1 საშუალო ზომის ხახვი

  • 1 სტაფილო

  • 2 კბილი ნიორი

  • 700 მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი

  • 100 მლ ნაღები

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

  • მარილი, შავი პილპილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით

  • გოგრის თესლი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. გოგრა გაასუფთავეთ, მოაშორეთ თესლი და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. ასევე დაჭერით ხახვი და სტაფილო, ნიორი კი წვრილად დაჭყლიტეთ.

  2. ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ხახვი და სტაფილო და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოშუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და გოგრა.

  3. ჩაასხით ბულიონი ან წყალი ისე, რომ ბოსტნეული დაიფაროს. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცოტა მუსკატის კაკალი.

  4. ხარშეთ დაახლოებით 20–25 წუთი, სანამ გოგრა და სტაფილო კარგად არ დარბილდება.

  5. მიღებული მასა ბლენდერით ერთგვაროვან, კრემისებრ კონსისტენციამდე დააბლენდერეთ. დაუმატეთ ნაღები და დაბალ ცეცხლზე კიდევ 2–3 წუთი გააცხელეთ.

  6. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ნაღები ან კრუტონები.

     

ღუმელში გამომცხვარი გოგრა თაფლითა და დარიჩინით

 

 

თუ მარტივი, არომატული და ოდნავ ტკბილი კერძი გსურთ, ღუმელში გამომცხვარი გოგრა შესანიშნავი არჩევანია. თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია მის ბუნებრივ სიტკბოს კიდევ უფრო გამოკვეთს. ეს კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც დესერტად, ისე მსუბუქ წასახემსებლად.

ინგრედიენტები:

  • 800 გ გოგრა

  • 2 სუფრის კოვზი თაფლი

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან გამდნარი კარაქი

  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

  • მწიკვი მარილი

  • სურვილისამებრ, ნიგოზი

მომზადების წესი:

  1. ღუმელი 200°C-მდე გააცხელეთ. გოგრა გაასუფთავეთ, თესლი მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით.

  2. პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და დარიჩინი.

  3. გოგრის ნაჭრები საცხობ ქაღალდზე დაფენილ ლანგარზე დაალაგეთ, მოასხით მომზადებული მასა და მსუბუქად მოაყარეთ მარილი.

  4. აცხვეთ დაახლოებით 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ გოგრა არ დარბილდება და ზედაპირი ოდნავ არ დაიბრაწება. ცხობის შუა ეტაპზე ნაჭრები გადააბრუნეთ.

  5. მზა გოგრას სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

     

გოგრისა და სოკოს რიზოტო

 

 

გოგრისა და სოკოს რიზოტო მათთვისაა, ვისაც შემოდგომის პროდუქტებით მომზადებული ნოყიერი კერძები უყვარს. გოგრა ბრინჯს სასიამოვნო სიტკბოსა და კრემისებრ ტექსტურას სძენს, სოკო კი კერძის არომატს ამდიდრებს.

ინგრედიენტები:

  • 250 გ არბორიოს ტიპის ბრინჯი

  • 300 გ გოგრა

  • 200 გ სოკო

  • 1 პატარა ხახვი

  • 2 კბილი ნიორი

  • 800 მლ ცხელი ბოსტნეულის ბულიონი

  • 40 გ კარაქი

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

  • 50 გ გახეხილი პარმეზანი

  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გოგრა პატარა კუბებად დაჭერით, სოკო -თხელ ნაჭრებად, ხახვი და ნიორი კი წვრილად.

  2. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და გოგრა 7–10 წუთის განმავლობაში მოშუშეთ, სანამ დარბილებას არ დაიწყებს. გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში.

  3. იმავე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ სოკო და შეწვით, სანამ სოკოდან გამოყოფილი სითხე არ აორთქლდება.

  4. ჩაყარეთ ბრინჯი და დაახლოებით 1–2 წუთის განმავლობაში ურიეთ, შემდეგ კი დაიწყეთ ცხელი ბულიონის მცირე ულუფებით დამატება. ყოველი ულუფის დამატებისას ურიეთ და დაელოდეთ სითხის შეწოვას, შემდეგ კი შემდეგი ულუფა დაამატეთ.

  5. დაახლოებით 18–20 წუთში, როცა ბრინჯი დარბილდება, მაგრამ ფორმას შეინარჩუნებს, დაუმატეთ გოგრა, კარაქი და პარმეზანი.

  6. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, კარგად აურიეთ და სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

     

გოგრის ღვეზელი დარიჩინით

 

 

გოგრის ღვეზელი შემოდგომის კლასიკური დესერტია. მისი რბილი, არომატული შიგთავსი და ხრაშუნა ცომი დარიჩინისა და ვანილის სურნელთან ერთად განსაკუთრებულად უხდება ცივ ამინდებს.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • 250 გ ფქვილი

  • 125 გ ცივი კარაქი

  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

  • 1 კვერცხი

  • 2–3 სუფრის კოვზი ცივი წყალი

შიგთავსისთვის:

  • 500 გ გოგრა

  • 100 გ შაქარი

  • 2 კვერცხი

  • 100 მლ ნაღები

  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი ან ვანილის შაქარი

მომზადების წესი:

  1. გოგრა დაჭერით ნაჭრებად და გამოაცხვეთ 200°C-ზე დაახლოებით 25–35 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. შემდეგ დააბლენდერეთ და გააგრილეთ.

  2. ფქვილს დაუმატეთ შაქარი და ცივი, კუბებად დაჭრილი კარაქი. ხელით ან მიქსერით აურიეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ კვერცხი და ცივი წყალი, შემდეგ კი მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

  3. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და ძირი ჩანგლით რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ. შედგით მაცივარში 20 წუთით.

  4. გოგრის პიურეს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ნაღები, დარიჩინი და ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

  5. შიგთავსი ცომზე გადაანაწილეთ და აცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 40–50 წუთის განმავლობაში, სანამ შიგთავსი არ გამაგრდება.

  6. ღვეზელი დაჭრამდე სრულად გააგრილეთ. სურვილისამებრ, მიირთვით ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

     

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

#OK! 3 რეცეპტი ქეთი ბაქრაძესგან

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

#OK! მიმართეთ თქვენი ენერგია ბედნიერებისკენ – ინტერვიუ კუნდალინი იოგას ინსტრუქტორთან

December 30, 2022
#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

#OK! როგორ აღნიშნა ნინო ფუტკარაძემ დაბადების დღე

October 10, 2022
#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

#OK! ჰიუ ჯეკმენი განქორწინების შემდეგ ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

October 27, 2025
#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

#OK! ვაჟა-ფშაველას 10 გამონათქვამი სამშობლოზე

July 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity რიანა და Fenty Beauty – როგორ აქცია მომღერალმა სილამაზის ინდუსტრიაში არსებული პრობლემა წარმატებულ ბიზნესად

October 27, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები