• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! ჯეიკ ჯილენჰოლი იუბილარია: მსახიობი დღეს 42 წლის გახდა

December 19, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჯეიკ ჯილენჰოლს ხშირად საყვარელ მსახიობად არამხოლოდ მისი ურიცხვი გულშემატკივრები, არამედ მისი კოლეგებიც, ჰოლივუდის საკულტო მსახიობებიც მოიხსენიებენ. არსებობს თუ არამის პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობა, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია? ჯეიკი იყო ნომინირებული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, გამოჩნდა ბიონსესა და Jay-Z-ის მუსიკალურ ვიდეოში, გახდა “პრადას” მამაკაცის სუნამოს Luna Rossa Ocean-ის სახე, მოირგო ისეთი მრავალფეროვანი როლები იმდენად განსხვავებულ პროექტებში, როგორებიცაა: John Mulaney & the Sack Lunch Bunch-ის მიუზიკლი და Spider-Man: Far from Home. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, თუ რატომ ჰქვია კეიჯ ჯილენჰოლს თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ნიჭიერი არტისტი.

მსახიობის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ფილმი არის 2021 წლის ამერიკული კრიმინალური თრილერი – The Guilty. გთავაზობთ ჯეიკ ჯილენჰოლის უახლეს ინტერვიუს, სადაც ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე მიღებულ გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გულახდილად საუბრობს.

წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ არის 2018 წელს გამოსული იმავე სახელწოდების ფილმის The Guilty-ის ანალოგი. როგორ ემზადებოდით ამ როლისთვის?

“სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი დრო დავუთმე ამ ფილმის კვლევას. ეს ნამუშევარი არის ადამიანებზე, რომლებიც ეხმარებიან სხვებს და ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით უწევთ ესაუბრონ პრობლემებსა და გასაჭირზე სრულიად უცხო ადამიანებს. ისინი იღებენ დრამატულ გამოცდილებას, რადგან მათი სამუშაო პროცესი მძლავრი ემოციებითაა დატვირთული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ისტორიის გაგრძელებას, რომლებზეც ურეკავენ მათ ადამიანები, ვერ იგებენ. ვერ აღვწერ რამდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ ფილმმა ჩემზე, უბრალოდ წარმოუდგენელია ვინც ამ ყველაფერს აკეთებს.”

რა იყო ორიგინალ ფილმში ისეთი განსაკუთრებული, რამაც მის ანალოგში მონაწილეობის მიღება გადაგაწყვეტინათ?

“შთაგონებული ვიყავი, როდესაც ორიგინალი ფილმი ვნახე, გონებაში მაშინვე დავინახეა მერიკული ადაპტაციის პოტენციალი. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომეყოლა ისტორია, თუ როგორ უმკლავდებოდა ჩემი ქვეყანა მენტალურ დაავადებებს.”

როგორც ცნობილია, გადაღებები უმეტესად კარანტინის პერიოდს დაემთხვა, პროტოკოლის გამო კი ხშირად გადაღებებზე პრობლემები გექმნებოდათ. როგორ გაუმკლავდით ამ პერიოდს და გაგიჭირდათ თუ არა შეფერხებებით მუშაობა?

“პერსონაჟი, რომლის როლსაც მე ვარსულებ, ფილმის დასაწყისში სხვებისგან იზოლირებულია და ზოგადად უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩემი პერსონაჟის განვითარებისთვის დისტანცირება გარკვეულწილად სასარგებლოც აღმოჩნდა.”

“ამიტომაცაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჩემს პროფესიაშიმიყვარს, ეს არის საშუალება, ავამაღლო ჩემი ცნობიერება, რისი საშუალებაც რეალობაში ნაკლებად მექნებოდა.”

არსებული ინფორმაციით, თქვენი შესრულებით ეკრანებზე 2022 წელს Michael Bay-ის ფილმი Ambulance გამოვა. რას უნდა ელოდოს მაყურებელი ამ პროექტისგან?

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება აღმოჩნდა. თქვენ გელით სიამოვნება, გართობა, ცოტაოდენი დაძაბულობა, სიგიჟე და ცოტაც მოულოდნელობა. ძალიან მინდა, ადამიანებმა ეს ფილმი დიდ ეკრანზე იხილონ, რადგან ეს ნამუშევარი გრანდიოზული კინემატოგრაფიული გამოცდილებებისთვის შეიქმნა.”

თქვენი წარმატებული სამსახიობო კარიერა თითქმის ყველა ადამიანისთვის ცნობილია, თუმცა ორმაგად უფრო ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ “პრადამ” მამაკაცის სუნამოს Luna Rossa Ocean-ის სახედ დაგასახელათ. თქვენს გულშემატკივრებს აინტერესებთ, როგორ ართმევთ თავს სამუშაოს, როდესაც მთელი დღე გადასაღებ მოედანზე გიწევთ ყოფნა?

“მე ძალიან მომწონს საჭმლის მომზადების პროცესი და ჩემი გაკეთებული კერძების დაგემოვნება. ხშირად, როდესაც სამსახურში ძალიან დაღლილი ვარ, ვიწყებ იმ საჭმელზე ფიქრს, რომელსაც სახლში მისვლისთანავე მოვამზადებ. მსგავსი ფიქრები ყოველთვის მაძლევს ენერგიას და რთული სამუშაო დღის გადატანაში მეხმარება.“

Luna Rossa Ocean-ის კამპანიაში ნათქვამია, რომ სუნამო არის „თავგადასავლების მოყვარული“ ადამიანებისთვის. შეგიძლიათ მოგვიყვეთ რაიმე პატარა, თუმცა საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ბოლო  პერიოდის განმავლობაში გადაგხდათ?

„ცოტახნის წინ მეგობრებთან ერთად ვთევზაობდი და ღია ოკეანეში დაახლოებით ერთი კვირა გავატარე. ერთ-ერთ დღეს ჩვენ  შტორმი დაგვემთხვა და მთელი დღის განმავლობაში მოგვიწია გაჩერება, რის გამოც ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა სახლში დასაბრუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახლში „განადგურებულები“ დავბრუნდით, თევზი მაინც დავიჭირეთ… დიდი ხანია ასეთი სახალისოდ დრო არ გამიტარებია.“

2000-იანების ცნობილი ფილმის Donnie Darko-ს გამოსვლიდან ორ ათწლეულზე მეტი გავიდა. ის დღემდე ითვლება თქვენი ფილმოგრაფიის შემადგენელ ერთ-ერთ ყველაზე საკულტო პროექტად. თქვენი აზრით, როგორც არტისტი რამდენად გაიზარდეთ ამ ფილმის გამოსვლიდან?

“ვფიქრობ, ძნელია იმის გაანალიზება, თუ რამდენად განვითარდა ჩემი პერსონა, ამის შეფასება ალბათ უფრო ადეკვატურად მაყურებლებს შეუძლიათ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ეს არის გასული წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება… მე მქონდ აშანსი, მემუშავა კინოინდუსტრიაში მომუშავე ყველაზე ნიჭიერ ადამიანებთან, ეს იყო გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.”

გაიგე მეტი: ჯეიკ ჯილენჰოლი

ასევე გაეცანი

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან
Hollywood News

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

March 26, 2023
#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს
Hollywood News

#OK! “ჰარი სტაილსის და ემილი რატაკოვსკის კოცნა” – წყვილის ახალი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

March 26, 2023
#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ
OK! Men

#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ

March 25, 2023
#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო
Hollywood News

#OK! მომავალი ტოპ მოდელი – ალესანდრა ამბროსიო 14 წლის ქალიშვილთან ერთად “გუჩის” წვეულებას დაესწრო

March 24, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანი იურისტების გამოცდაში მეორედ ჩაიჭრა

#OK! კიმ კარდაშიანი იურისტების გამოცდაში მეორედ ჩაიჭრა

June 12, 2021
#OK! მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახს მილიონობით დოლარი დაუბრუნა

#OK! მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახს მილიონობით დოლარი დაუბრუნა

June 25, 2021
#OK! Rihanna-ს მონოქრომული იმიჯი! მომღერალი Maisie Wilen-ის სამოსით!

#OK! Rihanna-ს მონოქრომული იმიჯი! მომღერალი Maisie Wilen-ის სამოსით!

March 21, 2021
#OK! ნინო შარაშენიძე OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! ნინო შარაშენიძე OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორი

March 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ

#OK! ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ

March 25, 2023
#OK! კრის ჯენერი ნერვიულობს, რომ კაილი ფულს ძალიან სწრაფად ხარჯავს

#OK! კრის ჯენერი ნერვიულობს, რომ კაილი ფულს ძალიან სწრაფად ხარჯავს

March 21, 2023
#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

March 23, 2023
#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×