• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

30 წელი ბიზნესისთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორია, ეს არის გამოცდილება, გამოწვევები, ცვლილებები და, რაც მთავარია, ადამიანების ნდობა. ეს ერთი დიდი მოგზაურობაა, რომელიც სიყვარულით, შრომითა და ერთგულებით იქმნება.

სამი ათწლეულის განმავლობაში „ჭიტა“ არაერთი თაობის ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონებების ნაწილი გახდა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა სამყარო, ტექნოლოგიები და მომხმარებლის საჭიროებები, თუმცა უცვლელი რჩებოდა მთავარი – ხარისხი, სანდოობა და ბავშვებისთვის ჯადოსნური სამყაროს შექმნის სურვილი.

„ჭიტას“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელი, ხათუნა ჩხიკვაძე გვიყვება ბრენდის 30-წლიან გზაზე, იმ ღირებულებებზე, რომლებმაც ბრენდის წარმატება განაპირობა, ქალის პროფესიულ გზაზე, გამოწვევებსა და იმაზე, თუ როგორ ხედავს ის კომპანიის მომავალს.

 

 

 

30 წელი ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი გზაა. რა იყო მთავარი ფაქტორები, რამაც „ჭიტას“ წარმატება განაპირობა? და როგორ იცვლებოდა „ჭიტა“ ამ პროცესებთან ერთად?

„ჭიტას“ 30 წელი თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდია. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო მომხმარებლის მიმართ უპირობო სიყვარული და პროდუქციის ხარისხისადმი ერთგულებაა. კომპანიის საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

ამ სამი ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა როგორც მსოფლიო, ისე ბაზარი – შეიცვალა თაობები, ტექნოლოგიები და მომხმარებლის ინტერესები. „ჭიტა“ არასდროს ყოფილა უბრალოდ სათამაშოების მაღაზია; ჩვენ მუდმივად ვვითარდებოდით ჩვენს მომხმარებელთან ერთად. ფეხს ვუწყობდით საერთაშორისო ტრენდებს, ვნერგავდით თანამედროვე სტანდარტებს და გავფართოვდით ციფრულ სივრცეში. თუმცა, ამ ცვლილებების მიუხედავად, უცვლელი დავტოვეთ მთავარი ღირებულებები – ნდობა, ხარისხი და ერთგულება, რომელსაც ყოველდღიურად ვჩუქნით თითოეულ მომხმარებელს.

 

ეთანხმებით, რომ კარგი გუნდი წარმატებული ბიზნესის ერთ–ერთი მთავარი საფუძველია?

ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები. ბიზნესის იდეა ან პროდუქტი მხოლოდ ნახევარი საქმეა – მთავარი ძალა ადამიანებშია, რომლებიც ამ იდეას სიცოცხლეს სძენენ. „ჭიტას“ წარმატება პირდაპირ უკავშირდება იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ჩვენი გუნდი ჰქვია. ჩვენთან არიან თანამშრომლები, რომლებიც წლებია, ჩვენ გვერდით დგანან, ჩვენთან ერთად გაიზარდნენ და კომპანიის ისტორიას ჩვენთან ერთად წერენ. მათი ენერგია, გულშემატკივრობა და ყოველდღიური ზრუნვა ქმნის იმ გამორჩეულ გარემოს, რასაც მომხმარებელი „ჭიტაში“ შესვლისთანავე გრძნობს. ამიტომ, ეს წარმატება თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურებაა და მათი წვლილი კომპანიის 30-წლიან ისტორიაში ნამდვილად ფასდაუდებელია.

 

როგორი ხელმძღვანელი ხართ? 30 წლის განმავლობაში იქნებოდა რთული პერიოდები, როგორ უმკლავდებოდით გამოწვევებს და რა გასწავლათ, როგორც ხელმძღვანელს, აღნიშნულმა სირთულეებმა?

ჩემი მართვის სტილი თანამშრომლობაზე, ნდობასა და განვითარების ხელშეწყობაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ კარგი ლიდერი, პირველ რიგში, უსმენს თავის გუნდს და გადაწყვეტილებების მიღება ერთად, გუნდური მუშაობით ხდება. 30 წლის განმავლობაში ბევრი კრიზისი, ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილება გამოვიარეთ. სირთულეებთან გამკლავებისას ჩემი მთავარი ფორმულა ყოველთვის იყო სიმშვიდის შენარჩუნება, გუნდურობა და მოქნილობა. ამ გამოწვევებმა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მასწავლა, – კრიზისი მხოლოდ დაბრკოლება არ არის. ხშირად ის ახალი შესაძლებლობის დასაწყისია, რომელიც კომპანიას განვითარებისკენ უბიძგებს.

 

რამდენად რთულია ქალისთვის პროფესიული და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება და თქვენ როგორ იპოვეთ ეს ბალანსი?

ეს არის კითხვა, რომელსაც თითქმის ყველა ქალი აწყდება, ვინც პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. ვერ ვიტყვი, რომ ეს მარტივია, ბალანსის პოვნა ჩემთვისაც მუდმივი პროცესია. ამ წლების განმავლობაში ჩემი მთავარი საყრდენი ოჯახის მხარდაჭერა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილება გახდა. ვისწავლე დროის ეფექტური მართვა და ისიც გავაცნობიერე, რომ დროის ხარისხიანად გადანაწილება შესაძლებელია.

როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს, და გვერდით გყავს ადამიანები, რომლებსაც შენი სჯერათ და მხარს გიჭერენ, მაშინ ყველა მიზნის მიღწევა რეალურია.

 

რას ურჩევდით ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა აშინებთ?

ჩემი მთავარი რჩევაა: ნუ დაელოდებით „იდეალურ მომენტს“, რადგან ის არ არსებობს – საუკეთესო დრო არის ახლა. ამ ნაბიჯის გადაადგმისას შიში სრულიად ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ის არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ცოდნასა და შრომისმოყვარეობას. ნუ შეგაშინებთ შეცდომები. გადადგით პირველი ნაბიჯი, თუნდაც პატარა, და დანარჩენი გზა თავად პროცესში გამოჩნდება. ქალებს აქვთ უზარმაზარი პოტენციალი, შექმნან და მართონ წარმატებული საქმე – მონდომებით, შრომისმოყვარეობითა და იმ დიდი ენერგიით, რომელიც მათ აქვთ.

 

 

30 წლის შემდეგ რა არის „ჭიტას“ მორიგი მიზანი, როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს?

30 წელი ეს არის ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპის დასაწყისი. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაფართოოთ მომსახურების არეალი, დავნერგოთ ინოვაციური კონცეფციები და უფრო მეტად მოვერგოთ თანამედროვე ბავშვისა და მშობლის საჭიროებებს.

მომავალში „ჭიტას“ ვხედავ როგორც ინოვაციურ, განვითარებულ, თუმცა ისეთივე თბილ და საიმედო ბრენდს, რომელიც თაობებს აერთიანებს და კვლავინდებურად რჩება ბავშვობის ყველაზე საყვარელ ადგილად.

 

და ბოლოს, ერთი წინადადებით რომ შეაჯამოთ ეს 30-წლიანი გზა, რას ნიშნავს თქვენთვის დღეს „ჭიტა“?

„ჩემთვის „ჭიტა“ არ არის უბრალოდ კომპანია, ეს არის სიყვარულით, შრომითა და ერთგულებით აშენებული ერთი დიდი ოჯახი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ათიათასობით ბავშვის ჯადოსნური ოცნება რეალობად აქცია.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

February 27, 2023
#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

May 29, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები