• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 8, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დაფიქრებულხართ, ბოლოს როდის იგრძენით, რომ მეტი ამწუთას მართლა აღარაფერია საჭირო? ჰო, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი ამ სტატიის წერისას და მივხვდი, რომ ასეთმა წუთებმა აღნიშვნის გარეშე არაერთხელ ჩამიქროლა გვერდით. მილიონი მიზანი, სამსახურებრივი მეილები, გადაუდებელი საქმეები და ის მუდმივი მოლოდინი, რომ აი, ხვალ ან ზეგ, როცა ყველა პრობლემას მოვაგვარებ, ბედნიერებაც დააკაკუნებს ჩემს კარზე. არადა, სანამ ჩვენ იმას ვგეგმავთ, თუ როგორ გავხდეთ იდეალურები, ბედნიერება უკარება ქალივით იქცევა, თუ აედევნე, თავქუდმოგლეჯილი გარბის და თუ, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციე, ზურგს უკან მოგადგება და დაგიკაკუნებს.

იცით რა? აუცილებლად ნახეთ ფილმი „Perfect Days“. იმიტომ კი არა, რომ რაღაც ბედნიერების რეცეპტის მსგავსს გადააწყდებით, არამედ იმიტომ, რომ დაინახოთ, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი მაშინაც კი, როცა შენი ერთადერთი „გრანდიოზული“ გეგმა ქუჩის დალაგებაა.

ყველა ასეთები ვართ – ზოგჯერ გაბრაზებულები, ზოგჯერ დაღლილები, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე ვქმნით. ჰოდა, თუ თავს დავანებებთ „კარგად ყოფნის“ რელიგიას და სარკეში საკუთარ თავს გაუღიმებთ (განსაკუთრებით მაშინ, როცა ყავა ცივდება და ტელეფონი გაუჩერებლად წკრიალებს), ბედნიერებას ზუსტად მაგ მომენტში იგრძნობთ. შეიყვარეთ თქვენი ქაოსი, აპატიეთ საკუთარ თავს გაბრაზება და ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, რომ აქ მეტი აღარაფერია საჭირო, გარდა ამ შინაგანი სიმშვიდისა. სწორედ ამ შინაგან ამბებზე, ბგერების ძალასა და სიმშვიდის მოპოვებაზეა ეს სტატია, რომლის მთავარი გმირიც ლიკა ევგენიძეა.

 

 

ლიკა, რადგან ჩვენი ამ თვის ნომერი ბედნიერებას ეძღვნება, მოდი, მარტივი კითხვით დავიწყოთ. რა არის მთავარი იმპულსი, რაც შენს სამყაროში ბედნიერების განცდას ყველაზე მძლავრად აჩენს?

ჩემთვის ბედნიერების მთავარი იმპულსი არის ცოცხლად ყოფნის განცდა. როცა მართლა გრძნობ ცხოვრებას არა მხოლოდ გონებით, არამედ სხეულითაც. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, მუსიკა, ბავშვებთან ყოფნა, ბუნება, შემოქმედება…

ბედნიერება ჩემთვის ხშირად ძალიან პატარა მომენტებშია. უბრალოდ, რამდენად ხარ იმ მომენტში, რომ შეამჩნიო. დიდ სურათს ყოველთვის პატარა დეტალები ქმნის.

 

როგორ გგონია, ბედნიერება ასე ცალკე მდგომი ცნებაა თუ მას თავისი დიაპაზონები და ეტაპები აქვს? მაგალითად… არსებობს ბედნიერება, რომელსაც საყვარელი საქმე – შენს შემთხვევაში ბგერითი თერაპია გვანიჭებს. ასევე, შესაძლოა უბრალოდ, მზის ამოსვლამაც გაგვაბედნიეროს. ორივე შემთხვევას ბედნიერება ჰქვია, მაგრამ შენი დაკვირვებით აქვს თუ არა ბედნიერებას სხვადასხვა სიღრმე, ვადები ან თუნდაც პერსპექტივები?

ჩემი აზრით, ასაკთან ერთად ბედნიერება კი არ იცვლება, ბედნიერების ცნების აღქმა იცვლება. ხშირად ადამიანები ბედნიერებას სწორედ იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ, როცა მას რეალურად განვიცდით. მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ, უკან რომ ვიხედებით, ვხვდებით, რომ თურმე მაშინ ბედნიერები ვიყავით. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი გონება იშვიათად არის აწმყოში – ის ან წარსულში გვაბრუნებს, ან მუდმივად მომავლისკენ გვეპატიჟება. გვგონია, რომ საუკეთესო დრო ან უკვე იყო, ან ჯერ კიდევ წინ არის. ამ მოლოდინში კი ხშირად გვრჩება შეუმჩნეველი ის, რაც ახლა გვაქვს. ამიტომ ჩემთვის ბედნიერება გარკვეულწილად აწმყოს აღქმის უნარიცაა – შეძლო და იმწუთშივე დაინახო, იგრძნო და დააფასო ის, რასაც შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი უწოდო.

 

ლიკა, ბედნიერება აქ და ახლა – პირველი რა ასოციაცია გიჩნდება, როდესაც ამ ფრაზას ისმენ? რა არის შენთვის მთავარი მუხრუჭი, რომელიც აწმყოში გაჩერების შესაძლებლობას გაძლევს?

ჩემთვის „აქ და ახლა“, პირველ რიგში, სხეულთან ასოცირდება. გონება თითქმის ყოველთვის ან წარსულშია, ან მომავალში – რაღაცას იხსენებს, აანალიზებს ან ელოდება. სხეული კი ყოველთვის აწმყოშია. ამიტომ სუნთქვა, ხმა, შეხება, ბუნება, მუსიკა ძალიან მარტივად გვაბრუნებს ახლანდელ მომენტში. ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ალბათ მუდმივი მოლოდინია – „როცა ეს მოხდება, მერე ვიქნები კარგად“. და ამ „მერეში“ შეიძლება მთელი ცხოვრება გავიდეს.

 

შენი დაკვირვებით, გვართმევს თუ არა თანამედროვე ხმაურიანი ცხოვრება უბრალო სასწაულების დანახვის უნარს და რატომ ვკარგავთ წუთიერი ბედნიერებით ტკბობის შეგრძნებას?

ჩემთვის სრულფასოვანი ცხოვრება საერთოდ არ ნიშნავს უმტკივნეულო ცხოვრებას. პირიქით, ტკივილიც მისი ნაწილია. ზოგჯერ სწორედ რთული გამოცდილება გაძლევს უფრო დიდ სიღრმეს და შემდეგ უბრალო რაღაცების დაფასების უნარს.

ბედნიერება არ არის მდგომარეობა, სადაც ცუდი აღარაფერი ხდება. ბედნიერება შეიძლება არსებობდეს სევდის გვერდითაც. ჩემთვის სიმწიფე სწორედ ის არის, რომ ერთმა ემოციამ მთელი შენი შინაგანი სივრცე არ დაიკავოს.

 

შენი ხედვით როგორი ფერი, სუნი და მელოდია გამოხატავს ყველაზე მეტად ბედნიერებას?

ფერი – ალბათ თბილი, მზის შუქივით. სუნი – ბუნების, მიწის ან ზღვის. მელოდია კი ჩემთვის აუცილებლად ისეთი იქნებოდა, რომელიც ნელ-ნელა იხსნება და სივრცეს ტოვებს. ბედნიერება ჩემთვის ხმაურიანი არ არის – უფრო თბილი, მშვიდი და ძალიან ცოცხალია, რომელიც ნაკადულივით მოჩხრიალებს, ბუნებრივად არის ინტეგრირებული ლანდშაფტში, ანამიანებს ნიადაგს და ამით სიცოცხლეს უწყობს ხელს. ჩვენი ცხოვრება დღეს იქცა უწყვეტ ჩქაროსნულ მოძრაობად, სადაც თითქოსდა პაუზის გაკეთება არ შეიძლება, რაღაცას ჩამოვრჩებით ან ვიღაც გაგვასწრებს. არადა ხშირად შესვენება ახალი მოძრაობის დაწყების წინაპირობაა.

 

ბგერითი თერაპია გახდა თუ არა შენთვის ამ შესვენების პოვნის შესაძლებლობა და დღეს როგორ ფიქრობ, არის ეს ის საქმე, რასაც მუდმივად ეძებდი?

დღეს ჩვენი ნერვული სისტემა თითქმის მუდმივი სტიმულაციის პირობებში ცხოვრობს – ინფორმაცია, ტელეფონი, შეტყობინებები, ხმაური, საქმეები, მუდმივი ხელმისაწვდომობა. ტვინს თითქოს სულ რაღაცის დამუშავება და რაღაცაზე რეაგირება უწევს. ხშირად ეს გვტოვებს მუდმივი სიფხიზლისა და დაძაბულობის რეჟიმში და გვიჭირს რეალურად დასვენება. ბგერითი თერაპიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ჩემთვის სწორედ ამ უწყვეტი სტიმულაციისგან პაუზის შექმნაა. რიტმული, განმეორებადი და ჰარმონიული ხმები ყურადღებას გარედან შიგნით, გონებიდან სხეულის შეგრძნებებისკენ მიმართავს. კვლევებშიც ჩანს, რომ მუსიკასა და გარკვეულ ხმოვან პრაქტიკებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ავტონომიური ნერვული სისტემის მაჩვენებლებზე – მაგალითად, გულისცემაზე, სუნთქვაზე, გულისცემის ვარიაბელობასა და სტრესთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ რეაქციებზე.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის მომენტი, როდესაც ადამიანი „კეთების რეჟიმიდან“ უბრალოდ „ყოფნის რეჟიმში“ გადადის. სუნთქვა ნელდება, სხეული თანდათან უშვებს დაძაბულობას და ყურადღებაც აღარ არის მუდმივად გარეთ მიმართული. სწორედ ამიტომ ბგერითი თერაპია ჩემთვის არ არის მხოლოდ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა – ეს არის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია დროებით შეამციროს სენსორული და კოგნიტური დატვირთვა და ნერვულ სისტემას მისცეს თვითრეგულაციის საშუალება. და ალბათ თანამედროვე სამყაროში ეს პაუზა უკვე ფუფუნება კი არა, ჰიგიენის ნაწილია – ისევე, როგორც ძილი, სიჩუმე და დასვენება.

 

 

 

ამბობენ, რომ ბგერას შეუძლია იმ მივიწყებულ უჯრედებამდე მიაღწიოს, სადაც სიტყვები ვერ აღწევენ. შენს პრაქტიკაში როგორ ხდება, რას გრძნობენ ადამიანები ამ თერაპიის შემდეგ და არის თუ არა მათი განცდები შენი სამომავლო მოტივაცია?

ხმა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ხშირად ვაცნობიერებთ. ჩვენ მუდმივად ვიღებთ გარემოს ხმოვან ინფორმაციას და სხეულიც მასზე რეაგირებს. ზოგიერთ ხმას დაძაბულობის შექმნა შეუძლია, ზოგს – სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა. მუსიკა კი ჩემთვის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფორმაა, რომელსაც შეუძლია დროისა და სივრცის საზღვრები თითქოს გააქროს, ერთ წამში წარსულში დაგაბრუნოს ან სრულიად სხვა შინაგან სივრცეში გამოგზაუროს. და ამ მოგზაურობაში სიჩუმეც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხმა – სიჩუმე მუსიკის ნაწილია და ხშირად სწორედ სიჩუმეში იწყებ საკუთარი თავის მოსმენას.

 

შენ გაიზარდე გარემოში, სადაც მუსიკა მუდმივად ჟღერდა. რამდენად იქონია ამ გარემომ გავლენა შენს ამჟამინდელ არჩევანზე? არის თუ არა ბგერითი თერაპია შენთვის ბავშვური სიმშვიდისა და ჰარმონიის ხელახლა აღმოჩენა?

ბავშვი ბედნიერებას არ აანალიზებს – ის, უბრალოდ, განიცდის. თუ რაღაც უხარია, მთლიანად იმ სიხარულშია. ჩვენ კი ასაკთან ერთად იმდენ ფილტრს, მოლოდინსა და პირობას ვქმნით, რომ უბრალო სიხარულის შეფასებასაც კი ვიწყებთ. ჩემთვის პრაქტიკაც და მედიტაციაც გარკვეულწილად ამ უშუალობის დაბრუნებაა – არა ბავშვურობის, არამედ უნარის, რომ ისევ იგრძნო. იმიტომ, რომ შეიძლება ყველაფერი გქონდეს და ვეღარაფერს გრძნობდე და პირიქით, ძალიან უბრალო მომენტში იგრძნო ცხოვრების სრული ინტენსივობა.

 

მე ასე მგონია, იმისათვის, რომ შენს ცხოვრებაში ჰარმონია განიცადო, საჭიროა ყველა ემოციის მიღება, სევდის, ტკივილის, სიხარულისა და ბედნიერებისაც კი. თუმცა საზოგადოების აღქმით ბედნიერება მხოლოდ დადებით ემოციას გულისხმობს. შენთვის რა არის ბედნიერება?

მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანი მუდმივად ჰარმონიაში უნდა იყოს. ესეც შეიძლება კიდევ ერთი წნეხი გახდეს, რომ აუცილებლად კარგად უნდა ვიყოთ. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და სხვადასხვა მდგომარეობასა და გამოცდილებებს გავდივართ. მთავარია, არცერთ მდგომარეობასთან არ გავაიგივოთ თავი და ვიცოდეთ, რომ ის იცვლება.

 

ჩემთვის ბედნიერება უფრო შინაგანი თანხმობაა ცხოვრებასთან, როცა არ ცდილობ მუდმივად გაექცე იმას, რაც არის. სიხარულიც მოვა, სევდაც მოვა, მაგრამ სადღაც ამ ყველაფრის მიღმა შენში არსებობს შინაგანი სივრცე, სადაც ყოველთვის შეგიძლია საკუთარ თავთან დაბრუნება.

 

 

ბოლოს მინდა, რომ ჩვენს მკითხველს გაუზიარო შენი გამოცდილება. რა იქნება შენი რჩევა მათთვის, ვისაც სწორედ ამწამს სჭირდება შეხსენება, რომ „აქ და ახლა“ ბედნიერება მათ ხელშია?

მე სიტყვა „კონტროლი“ ნაკლებად მიყვარს, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგრამ ჩვენს ხელში ნამდვილად არის ის, როგორ ვხვდებით იმას, რაც ხდება, სად გადაგვაქვს ყურადღება და რამდენად ვუსმენთ საკუთარ თავს. დღეს მარკეტინგი სულიერებაშიც ძალიან აქტიურად შემოიჭრა. ხშირად ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ერთი პრაქტიკა, ლექცია, კურსი თუ რეთრითი ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, მოგვაშორებს შფოთვას, ტკივილს, ბრაზს და საბოლოოდ „ბედნიერ ადამიანად“ გვაქცევს. ვფიქრობ, ეს მოლოდინი შეიძლება საკმაოდ საზიანოც იყოს იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ამ დაპირებულ მდგომარეობას ვერ აღწევს, იწყებს ფიქრს, რომ პრობლემა მასშია, რაღაც სწორად ვერ გააკეთა ან საკმარისად „განვითარებული“ არ არის. არადა, ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს გასწავლიან და ზოგჯერ „გასხივოსნებასაც“ გპირდებიან, ზუსტად ისევე გადიან ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, როგორც ყველა დანარჩენი – სტკივათ, ბრაზდებიან, ეშინიათ, კარგავენ, იმედგაცრუებულებიც არიან და განსაცდელებსაც გადიან. ჩემთვის სულიერი პრაქტიკის მიზანი სწორედ ეს არ არის, რომ ადამიანური ემოციები გავაქროთ და მუდმივი ბედნიერების მდგომარეობაში ვიცხოვროთ. მისი ღირებულება უფრო იმაშია, რომ უკეთ ვისწავლოთ საკუთარ თავთან ყოფნა და ცხოვრების მთელი სპექტრის მიღება – ცხოვრება არ არის მხოლოდ შავი ან თეთრი.

ამიტომ მინდა ყველამ იცოდეს – თუ ჯერ კიდევ გტკივა, ბრაზდები, გეშინია ან ზოგჯერ სრულიად დაკარგულად გრძნობ თავს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ვერ შეძელი. ეს, უბრალოდ, ნიშნავს, რომ ცოცხალი ადამიანი ხარ და გზაზე ხარ, როგორც ყველა.

 

 

 

პროექტის ავტორი: ნიკა გამართელი

ფოტო: ნანო თენოშვილი

ვიზაჟი: სოფია საენკო

თმა: ირმა იასაღაშვილი

ჩაცმულობა: Datuna Sulikashvili

აქსესუარები: New Trend / SportMax

ტექსი: თაკო დარახველიძე

ლოკაცია: Vangal Studio

 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე
OK! Business

#OK! „ფორმუსი“ – ახალი იდენტობა და განვითარების ახალი ეტაპი დეველოპერულ ბაზარზე

September 7, 2026
#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში
OK! Business

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები
OK! News

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

September 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგან მარკლის მამამ მასა და პრინც ჰარის ბოდიში საჯაროდ მოუხადა

#OK! მეგან მარკლის მამამ მასა და პრინც ჰარის ბოდიში საჯაროდ მოუხადა

March 11, 2021
#OK! ნიკოლ კიდმანმა 2,78 მილიონ დოლარად სიდნეიში მდებარე პენტჰაუსი შეიძინა!

#OK! ნიკოლ კიდმანმა 2,78 მილიონ დოლარად სიდნეიში მდებარე პენტჰაუსი შეიძინა!

July 14, 2021
#OK! INSTA INSPIRATION – მარიამ კუხალაშვილი

#OK! INSTA INSPIRATION – მარიამ კუხალაშვილი

July 20, 2023
#OK! ლილი-როუზ დეპი რუსული Elle-ის 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! ლილი-როუზ დეპი რუსული Elle-ის 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „Ghost Lashes“ – სილამაზის ახალი ტრენდი

#OK! „Ghost Lashes“ – სილამაზის ახალი ტრენდი

September 7, 2026
#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

September 7, 2026
#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! Netflix მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს

#OK! Netflix მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს

September 4, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები