• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ღვინო ქართულ კულინარიაში

March 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ანა გოდაბრელიძე − სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე

ანა, რა ადგილი უჭირავს ღვინოს ქართულ კულტურაში?

ღვინოს ოდითგანვე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქართულ კულტურაში. გვაქვს ღვინის წარმოების უწყვეტი, 8 000-წლიანი ისტორია, საქართველო აღიარებულია როგორც ღვინის აკვანი. ქართველებს გვაქვს ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც უნიკალურია და ქვევრის ღვინო უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო ბაზარზე. ძირითადად, სწორედ ქვევრის ღვინის დასახელებებია შესული სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი რესტორნების ღვინის მენიუებში. საქართველოში მეღვინეობის 10 რეგიონია და ყველა მათგანს საკუთარი საამაყო ყურძნის ჯიში აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს საინტერესო, მრავალფეროვანი ღვინის სახეობები დავაგემოვნოთ.

რამდენად მნიშვნელოვანია ღვინისა და კერძის ერთად დაგემოვნების ტრადიცია?

ყველა სახის მეღვინეობის მიმართულებით განვითარებულ ქვეყანაში უდიდესი ადგილი უჭირავს ღვინისა და კერძების ერთმანეთთან შეხამებას. გავიხსენოთ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი… მნიშვნელოვანია კერძის არა მხოლოდ ცალკე დაგემოვნება, არამედ კერძისა და ღვინის ერთად მირთმევა და ეს სასიამოვნო რიტუალია. მაგიდასთან ჭიქა ღვინო სხვა გარემოს ქმნის, თუ აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ საუბარი უფრო სასიამოვნო და ადვილი ხდება.

რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში?

მსოფლიოში დიდი ხანია ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რესტორნებში ღვინისა და კერძის შეხამებას. საქართველოში ნელ-ნელა ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ეს წინსვლა ნამდვილად იგრძნობა.

მსოფლიოს წარმატებულ რესტორნებში ღვინის შერჩევა ხდება კერძთან ერთად. რესტორნის მთავარი სომელიესა და შეფმზარეულის შეთანხმებით. სწორედ ამის შემდეგ ხდება მომხმარებლისთვის შეთავაზება.

საქართველოში ჯერჯერობით არ ვართ ამ საფეხურზე, მაგრამ სწორედ აქეთ მივდივართ. იმისათვის, რომ მომხმარებელმა უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს, აუცილებელია კერძის შეკვეთისას რესტორნის სომელიესგან მიიღოს რჩევა, თუ რომელი ღვინო მოუხდება მის არჩეულ კერძს.

ახლა კი გთავაზობთ ქეთი ბაქრაძისა და ანა გოდაბრელიძის მიერ შერჩეულ კერძებსა და ღვინის დასახელებებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

 

ანა გოდაბრელიძე: „საინტერესო იქნება სხვადასხვა რეგიონის ღვინის შეუღლება მოცემულ კერძებთან. ჩვენ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ, თუმცა შეხამებისას შესაძლებელია სხვა შესაბამისი ღვინის დაგემოვნებაც“.

შავი ზღვის მიდიები თეთრი ღვინის სოუსით − ამ კერძს ძალიან მოუხდება ცქრიალა, მაღალმჟავიანი ან თეთრი ცინცხალი, მსუბუქი მაღალმჟავიანი ღვინის სახეობები, რომლებიც კერძის მსუბუქ სიმლაშეს და გამოხატულ სასიამოვნო მჟავიანობას ძალიან კარგად შეეუღლება. ამ შემთხვევაში იდეალური იქნება „ატენური ცქრიალა“, რომელსაც ხალისიანი მჟავიანობა ახასიათებს და კერძთან იდეალურად იქნება შეხამებული. ასევე ჭრიტილური, რომელიც თხელი ღვინოა, აქვს სასიამოვნო არომატი და კარგად გამოხატული მჟავიანობა.

ლოქოს ნაზი სევიჩე მანგოთი და ქინძისა და ლაიმის მსუბუქი სოუსით − მშრალი „ვარდისფერი ჩხავერი“ კარგი მჟავიანობით საუკეთესო ვარიანტია ამ კერძთან, რომელიც მას სიხალისეს არ დაუკარგავს, პირიქით − მეტად წარმოაჩენს.

თხის ყველის სალათა თაფლის სოუსით − ძალიან მოუხდება მსუბუქი წითელი ან ვარდისფერი ღვინო. ამ შემთხვევაში ნაზი, არომატული „ალექსანდროული“ კარგი არჩევანი იქნება, რომელიც შედარებით მსუბუქია თავისი სტრუქტურით.

საქონლის პაშტეტი − ცალსახად მოუხდება „რქაწითლის“ ან „ქისის“ კახური ქვევრის ღვინო, რადგან პაშტეტის საკმაოდ გამოხატული გემო და არსებული ცხიმოვნება კარგად შეერწყმება ამ ღვინის ხასიათს და ტანინს.

იმერული შემწვარი წიწილა მსუბუქი ბაჟეს სოუსით − ამ საოცარ იმერულ კერძს ძალიან მოუხდება ასევე იმერული ქვევრის ღვინო, ნაწილობრივ ჭაჭაზე დავარგებული. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაჟე (ნიგოზი) საკმაოდ ცხიმიანია, იდეალურად შეერწყმება ზომიერად გამოხატულ ტანინებს და დააბალანსებს.

კახური მწვადი − კახური მწვადი ხშირ შემთხვევაში თავისი ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც უხდება კიდეც. მისი შეხამება კარგი იქნება ძლიერ, ტანინიან საფერავთან, სასურველია მუხის ზომიერი ტონებით და რამდენიმე წლის დაძველებით.

 

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები