• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფოტოგრაფია – ლაურა ზოიძის მთავარი არჩევანი

October 20, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

წლების წინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფია მისი ცხოვრების მთავარი პროფესია გახდებოდა, თუმცა დღეს მიიჩნევს, რომ სწორედ იმ საქმით არის დაკავებული, რაც ძალიან აბედნიერებს და აძლევს შესაძლებლობას, სხვაც გააბედნიეროს. „OK! ბათუმის“ სტუმარი ფოტოგრაფი ლაურა ზოიძეა, რომელიც თავის საქმიანობაზე, ყველაზე დასამახსოვრებელ კადრებზე, ოჯახის თანადგომასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

იყო ხელოვანი, ნიშნავს…

იყო ხელოვანი ნიშნავს დაწერო ისტორია, იყო შემოქმედი. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო განცდაა, როცა სიცოცხლეს აძლევ რაიმე ორიგინალურს, ღირებულს, იმას, რაც შენი შინაგანი სამყაროდან მოდის…

როდის აღმოაჩინეთ, რომ ფოტოგრაფია მხოლოდ გატაცება არ იყო და მას თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს დაუთმობდით?

ხელოვანის ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი მხატვარი იყო, შემდეგ ოპერატორი. ყოველთვის მქონდა კამერებთან ურთიერთობა. ვიღებდი ფირის აპარატით, შემდეგ ციფრული აპარატით, თუმცა არ მიფიქრია ფოტოგრაფობაზე. წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ პროფესიად ფოტოგრაფობას ავირჩევდი. მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც, რამდენიმე წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. კოვიდ პანდემიის დროს გადავწყვიტე ფოტოგრაფიის კურსი გამევლო. პირველი ფოტოსესიის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ დროს და ადგილს დავუთმობდი ფოტოგრაფიას.

ძირითადად, რა კონტენტზე მუშაობთ, ფოტოგრაფიაში რა მიმართულებაა თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

ძირითადად პერსონალური, მხატვრული ფოტოსესიებია ჩემთვის საინტერესო. ვცდილობ, უცხო გარემო შევარჩიო, რაიმე ლამაზი რეკვიზიტი შევქმნა, რომ სანახავად საინტერესო იყოს. კონტენტს რაც შეეხება, ვიღებ წყვილებს, საოჯახო და საქორწინო, ასევე სხვა სადღესასწაულო ფოტოებს.

 

კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან…

ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს გზად უზარმაზარი ცხვრის ფარა შეგვხვდა. გოგონები გავიქეცით და ცხვრებში გავერიეთ. ფონად მზის ჩასვლა და ბუმბერაზი მთები იყო. სოცარი ფოტოები გამოვიდა… კიდევ არის ფოტო, რომელიც ყველაზე ნამდვილი და განუმეორებელია. ფოტოების გადაღება როცა დავიწყე, სულ მინდოდა გადამეღო ახალი სიცოცხლის დაბადება, დედასთან პირველი ჩახუტება, პირველი ტირილი, სამყაროსთან შეხვედრის პირველი წამები. როგორც იქნა, ერთ-ერთ მშობიარობაზე დასწრების ნებართვა მომცეს, ნატვრა ავისრულე. ამაზე ნამდვილი, ამაზე საოცარი ჯერ არაფერი გადამიღია და ვფიქრობ, ვერც ვერასდროს გადავიღებ. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი.

მეუღლე ვიდეოგრაფი გყავთ, როგორია ორი ხელოვანის ტანდემი, რა ხდის თქვენს ურთიერთობას მეტად შთამბეჭდავს?

სანამ მე დავიწყებდი ფოტოგრაფიის სამყაროში შესვლას, იქამდე ჩემი ქმარი იყო დაკავებული ამ საქმით, მისგან მოდიოდა ინიციატივა, რომ ფოტოგრაფია შემესწავლა. მომცა უდიდესი სტიმული, ყველაფერში მეხმარებოდა, ყველაფერს ერთად ვგეგმავდით და ვაკეთებდით. ერთი მიზანი გვაქვს და ერთი გზა. მოკლე დროში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, ამასთანავე, ოჯახი გვერდში გვიდგას და გვაძლიერებს. სწორედ ეს ერთიანობა ხდის ჩვენს საქმიანობას შთამბეჭდავს.

როგორია თქვენი თვალით დანახული აჭარა, ბათუმი?

ბათუმელი ვარ, ამიტომ სუბიექტური ვიქნები. მიყვარს ბათუმი და ზოგადად, აჭარა. ზღვა და მთები. ბათუმის აისიც და დაისიც განუმეორებელია. კოპწია ქალაქია, მაგრამ დიდებული და ცოცხალი. როგორც ჩემი, ასევე უამრავი ადამიანის სიყვარულია ბათუმი.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ ძალად და მოტივატორად ?

ჩემი მთავარი ძალა ხელოვნებისადმი სიყვარულია. მოტივაციას, პირველ რიგში, ოჯახი და ის ადამიანები მაძლევენ, რომლებიც მეუბნებიან, რომ რასაც ვაკეთებ, კარგად გამომდის, ემოცია და სათქმელი ზუსტად მიმაქვს ადამიანებთან. მთელ ჩემს რესურსსა და გამოცდილებას ვდებ თითოეულ კადრში და როცა ეს ემოციები უკან მიბრუნდება, უფრო მეტად მოტივირებული ვხვდები, უფრო მეტად მაბედნიერებს ის, რასაც ვაკეთებ.

კომპლიმენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…

როცა მეუბნებიან, ისეთი დამინახე და აღმბეჭდე, როგორიც ვარ, ზუსტად ის ხასიათი დაიჭირე, როგორიც მინდოდაო. ყველა დადებითი ემოცია ჩემთვის კომპლიმენტია.

 

რომელი ვარსკვლავის ფოტოგრაფი იქნებოდით დიდი სიამოვნებით და რომელი ჟურნალისთვის გადაიღებდით ფოტოებს?

ბევრი მახსენდება, ყველას გავიცნობდი და გადავიღებდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ქართველებიდან გადავიღებდი მატილდა გვარლიანს. მომწონს მისი გარეგნობა და სტილი. ხოლო უცხოელებიდან ნეპალელ ხელოვანსა და ფოტომოდელს, ცუნაინას. ეგზოტიკური და ყველაზე განსხვავებული გარეგნობა აქვს, რაც კი მინახავს.

ჟურნალს რაც შეეხება, OK!-სთვის მინდოდა რამე გადამეღო და გადავიღე. და ახლა რაც მინდა, ეს არის VOGUE-ში მოხვედრა. სხვათა შორის, უკვე ერთი ფოტო მოხვდა იტალიურ VOGUE- პორტფოლიოში, აი, ზემოთ რომ ვახსენე ცხვრებთან ფოტო, იქიდან ერთ-ერთი. აუცილებლად მივიღებ კონკურსებში მონაწილეობას და მჯერა, ჟურნალშიც დაბეჭდავენ.

როგორია ლაურა ზოიძის, როგორც ფოტოგრაფის, სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე სტუდიის გახსნაა ჩემი მთავარი მიზანი, რის შემდეგაც მინდა სრულფასოვანი ფოტოსკოლის გახსნა. ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვასწავლი, ვცდილობ ბავშვებს შევაყვარო ფოტოგრაფია და პოპულარული გავხადო.

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – მოქშა ფეიქარი

#OK! ცხოვრებამ თავად გააკეთა ჩემთვის განლაგება – მოქშა ფეიქარი

May 10, 2025
#OKმენეჯერი! სოფო ახალაია კომპანია „ცელსიუსი“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

#OKმენეჯერი! სოფო ახალაია კომპანია „ცელსიუსი“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

April 1, 2025
#OK! საქორწილო გამოფენა 2024 – დაგეგმე შენი მნიშვნელოვანი დღე

#OK! საქორწილო გამოფენა 2024 – დაგეგმე შენი მნიშვნელოვანი დღე

March 4, 2024
#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

#OK! Puredistance – სუნამოებად ქცეული ისტორიები

January 10, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

#OK! HBD Jennifer Aniston! ჯენიფერ ენისტონი 57 წლის გახდა

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

#OK! როგორ იზრდებიან და ვითარდებიან სამი ადამიანის დნმ-ით ჩასახული ბავშვები?

February 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები